ავტორი:

"ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი უნდა დალიოთ" - მეუფე ნიკოლოზი

"ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი უნდა დალიოთ" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში თუ სხვაგან, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიონ ადამიანებმა.

"პირველად, დღევანდელ დღეს კაცობრიობას ერთდროულად დაენახა ყოვლადწმინდა სამების სამივე წევრი. ეს არის ძე, რომელიც წყალში ჩავიდა, მამა ღმერთი, რომლის ხმა ისმა და სულიწმიდა, რომელიც მტრედის სახით დაფრინავდა და ყველას დასანახად ჩანდა.

დღეს იკურთხა წყალი. ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაივლოთ ეს წყალი თუ საშუალება გაქვთ. დღეს არის ნაკურთხი წყლის დღე. ეს ცივი და ნაკურთხი წყალი გადაგსხმოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.