ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება. გულშემატკივრებისთვის ნანატრი ბრძოლა 11 მარტს, ლას-ვეგასში გაიმართება.
წარსულში მებრძოლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ლიდერები არიან და გამარჯვებული დიდი ალბათობით, ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს.
29 წლის რუსი მებრძოლი ერთხელ უკვე იყო UFC-ის ჩემპიონი. თუმცა მერაბ დვალიშვილის უახლოეს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან ორჯერ დამარცხდა - ერთხელ დისკვალიფიკაციით, მეორედ - მსაჯების გაყოფილი ხმების გადაწყვეტილებით. მას შემდეგ კიდევ ერთი მარცხი, შონ ო’მალისთან იწვნია. იანის თქმით, რეალურად, სტერლინგსაც მოუგო და ო’მალისაც, თუმცა მსაჯებმა პოლიტიკური ნიშნის გამო სპეციალურად წააგებინეს.
მკითხველთან გულახდილი რომ ვიყოთ, პიოტრი რეალურად, უმაღლესი კლასის მებრძოლია და ამ მხრივ, ნამდვილად არაფერი დაეწუნება, თუმცა ბნელეთის წარმომადგენლის ტიპურ ხასიათს ხშირად ავლენს - თავხედი, ცოტა უზრდელი, თამამი, ბულერი, ხულიგანი, ქედმაღალი და ამპარტავანიც. ხშირად აყენებს შეურაცხყოფას თავისი წონითი კატეგორიის მებრძოლებს.
აზიური გარეგნობა კი გენით არის განპირობებული. მისი დიდი ბაბუა ჩინეთიდან იყო, რომლის მეუღლესაც ქართული ფესვები ჰქონდა.
თავს ჩინელად არ ვთვლი. ბებია ნახევრად ქართველი, ნახევრად რუსი მყავდა. ციმბირში გაზრდილი მართლმადიდებელი მორწმუნე რუსი ვარ - ამბობს იანი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იანი პირველად მერაბის ახლო მეგობართან და თანაკლუბელთან ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხდა. ის წაგება საკმაოდ სკანდალური იყო, რადგან 20 წუთის განმავლობაში, პიოტრი სტერლინგს, ფაქტობრივად, უშანსოდ უგებდა, ცალმხრივად სცემდა, ბოლოს სტერლინგს მუხლი ისეთ მდგომარეობაში მოარტყა, რომელიც UFC-ის წესებით აკრძალულია. ამერიკელმა მებრძოლმა ბრძოლა ვეღარ გააგრძელა. მტკივნეულიც იყო, თუმცა სტერლინგმა სიმულაციასაც მიმართა, გააფორმა და საბოლოოდ, იანს დისკვალიფიკაცია მისცეს. ბევრის აზრით, ტიტულის ასეთი მოგება უსამართლო და არაღირსეული იყო. ალჯოს მიმართ კრიტიკა არ წყდებოდა.
მეტიც, თავიდან თავად ალჯამეინი ერიდებოდა ქამართან პოზირებას და არ სურდა ყურადღების გამახვილება, თუმცა ნელ-ნელა როლში შევიდა და ტიტული საკმაოდ შეიფერა.
მეგობრის წარმატებით გაბედნიერებულმა მერაბ დვალიშვილმა ალჯოსთან ერთად სურათი გადაიღო და "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
დაბოღმილმა იანმა კი კომენტარში დაუწერა: "კლოუნებო“.
პიოტრი ვერ ეგუებოდა ტიტულის დაკარგვას და სოციალურ ქსელებში სტერლინგს მაქსიმალურად ამცირებდა. პერიოდულად მერაბსაც გადასწვდებოდა, რომლისგანაც შესაბამის პასუხს იღებდა.
როგორც მებრძოლს პატივს ვცემ. კარგი მეოჯახეც არის. გასაგებია, მაგრამ ალჯამეინი ჩემი მეგობარია და ის მასზე ბევრ ცუდს ლაპარაკობდა, - თქვა მერაბმა.
იანი-ალჯოს რევანშის წინ, სამივე მებრძოლი ერთ სივრცეში აღმოჩნდა და სიტუაცია მყისიერად დაიძაბა. სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ, UFC[AK1] -ის დაცვამ სპორტსმენები მალევე გააშველა.
2022 წლის აგვისტოში მერაბმა UFC-ის ბრაზილიელი ლეგენდა ჟოზე ალდო დაამარცხა. პიოტრმა სოციალურ ქსელში მერაბზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "არც ჭიდაობა იცის, არც დგომი“.
2022 წლის ოქტომბერში, მებრძოლები აბუ-დაბიში ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ამჯერად იანი შონ’ომალის ხვდებოდა, სტერლინგი - თი ჯეი დილაშოუს. რა თქმა უნდა, მერაბი ალჯოსთან ერთად იყო და სასტუმროში იანთან გადაიკვეთნენ. შეხვედრა შედარებით მეგობრული აღმოჩნდა. თუმცა პიოტრმა მაინც ვერ მოითმინა, რომ მერაბზე ცუდი არ ეთქვა. რუსმა მებრძოლმა ქართველს ჯერ ხელი ჩამოართვა, მანამდე მეგობრულად დგომში დადგნენ, თუმცა დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა, შემდეგ კი იანმა ალჯოს მერაბზე უთხრა: "ის 0-ია, იცის?“.
სტერლინგმა უპასუხა: "არა, ძმაო, ის ძალიან ძლიერია“.
თუმცა საუკეთესო პასუხი მერაბმა გასცა, რაზეც პიოტრი დაიბნა და გაირინდა:
"ნუ ბულერობ, რატომ ბულერობ როგორც ნამდვილი რუსი ბულერი? ყველაფერი კარგად არის“, - ასეთი იყო დვალიშვილის პასუხი (ნახეთ ვიდეო).
ამით მებრძოლების კონფლიქტი ფაქტობრივად, დასრულდა და გაგრძელება აღარ ყოფილა.
"დღეს, როგორც ტურისტები, მეზობელ ქვეყანას ვეწვიეთ. მთლიანობაში კოლორიტული ადგილია. დიდი მთები და ბევრი სიმწვანე.“

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Петр "No Mercy" Ян (@petr_yan)

კონკრეტულად იმ პოსტს კომენტარები წაუშალა და გაუთიშა. თუმცა იანის "ინსტაგრამის" გვერდზე კიდევ ერთი პოსტია აფხაზეთიდან შემორჩენილი, სადაც მომხმარებლები კომენტარებში უწერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა.
პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის კატეგორიის მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებენ (იანი მეორე ადგილზეა, ხოლო დვალიშვილი - მესამეზე). ბრძოლაში გამარჯვებული ტიტულზე გასვლის შანსს იღებს. აქ კიდევ ერთი საკითხია, მერაბს ნათქვამი აქვს, რომ სანამ ალჯოა ჩემპიონი, ისინი ერთმანეთში არასდროს იბრძოლებენ. თუმცა სტერლინგმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მერაბს ტიტულზე ბრძოლის შანსს მისცემს, ალჯო ჩემპიონობას დათმობს და ზედა - ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში გადაინაცვლებს, რითაც დვალიშვილს გზას გაუხსნის.
იანისთვის საქმე შედარებით რთულად არის. რუსმა მებრძოლმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო UFC-ში, რაც ძალიან უარყოფითი შედეგია, რადგან ორგანიზაცია ზედიზედ 3 წაგების შემთხვევაში, მებრძოლს ათავისუფლებს. თუკი იანი მარტში კიდევ ერთხელ დამარცხდება, ის თავის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამიტომ, რუსი მებრძოლისთვის მერაბთან გამარჯვება ჰაერივით მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, UFC-ში ხუთი ქართველია, აქედან 4 თავისი წონის 10-ეულშია: მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია და რომან დოლიძე. მეხუთე გურამ ქუთათელაძეა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, UFC-ის TOP 10-ში (ყველა წონითი კატეგორია) მყოფი მებრძოლების სიმრავლით მე-4 ადგილს იკავებს. გვისწრებს რუსეთი (7 მებრძოლი), ბრაზილია (11 მებრძოლი) და აშშ (30 მებრძოლი).