პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია... ეს გაუგებარია" - ანდრეი კასიანოვი
"უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია... ეს გაუგებარია" - ანდრეი კასიანოვი

"გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნას გად­მოს­ცეთ სა­მე­დი­ცი­ნო აფ­თი­ა­ქე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი - იქ­ნე­ბო­და სა­სარ­გებ­ლო „დიდ­გო­რი“? - რა თქმა უნდა" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, შე­ი­ა­რა­ღე­ბის გარ­და კი­დევ რას ითხოვ­და უკ­რა­ი­ნა და რა პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნას ისე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნე­ბი გა­დას­ცეს, რომ­ლე­ბიც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დის.

"მივ­მარ­თეთ თხოვ­ნით და ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნას გად­მოს­ცეთ, სა­მე­დი­ცი­ნო აფ­თი­ა­ქე­ბი, გად­მოს­ცეთ ასე­ვე თა­ვის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ახლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არის ისე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­დის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

მე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი: ბა­ტო­ნო ან­დრეი, იქ­ნე­ბო­და სა­სარ­გებ­ლო „დიდ­გო­რი“?“, რა თქმა უნდა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით რომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს ჩვე­ნი დაჭ­რი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, რა თქმა უნდა, დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა.

  • ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კე­რის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნამ ითხო­ვა „ბუ­კის“ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის უფა­სოდ გა­და­ცე­მა, რად­გან უკ­რა­ი­ნის სურ­ვი­ლია, მოხ­დეს ია­რა­ღის და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­და­ცე­მა ან შეს­ყიდ­ვა.

"უკ­რა­ი­ნის მხა­რე თან­მიმ­დევ­რუ­ლია ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი­სად­მი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ია­რა­ღის, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და სხვა სა­არ­ტი­ლე­რიო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თხოვ­ნა­ში. ია­რა­ღი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბი­დან. ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კე­რის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნამ ითხო­ვა „ბუ­კის“ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის უფა­სოდ გა­და­ცე­მა. მინ­და ვთქვა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნამ გაგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თზე უკვე 30 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა. უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს მიერ ბოლო იყო გაგ­ზავ­ნი­ლი 12 იან­ვარს და მო­თხოვ­ნე­ბი უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა. ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ია­რა­ღის და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­და­ცე­მა ან შეს­ყიდ­ვა.

უკ­რა­ი­ნა ადას­ტუ­რებს მზად­ყოფ­ნას, შე­ის­ყი­დოს ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო პი­რო­ბე­ბით. მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ უკ­რა­ი­ნა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ სა­კი­თხის სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას და ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყოფს ნე­ბის­მი­ერ ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ომში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის წრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სწო­რედ ასე­თი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ვა­ფა­სებთ და გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­კავ­ში­რე­თა, პარტნი­ო­რე­ბის ფარ­თო კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მატ­ში, რამშტა­ი­ნის ფორ­მატ­ში, თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც დო­ნო­რი, ასე­ვე სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი, მსოფ­ლი­ოს ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ყე­ნა ეს ფორ­მა იმი­სათ­ვის, რომ ძვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა მო­ი­შო­როს და ახა­ლი იყი­დოს“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის თქმით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის 30 ოფი­ცი­ა­ლურ მო­თხოვ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან დუ­მი­ლია.

"გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ არ­ცერ­თი პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან. ჩვენ ვხე­დავთ აბ­სო­ლუ­ტურ დუ­მილს“,- დას­ძი­ნა უკ­რა­ი­ნელ­მა დიპ­ლო­მატ­მა.

კი­თხვა­ზე, მი­სა­ღე­ბია თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტი, რომ ისი­ნი ფრთხილ პო­ლი­ტი­კას ატა­რე­ბენ, რათა სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­და­ცე­მით არ წარ­მო­ჩინ­დეს მხა­რედ, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის წი­ნა­პი­რო­ბა, ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვი აცხა­დებს, რომ მის­თვის ეს გა­უ­გე­ბა­რია.

"ჩვენ უარ­ვყოფთ ყვე­ლა­ნა­ირ ბრალ­დე­ბას, რომ ჩვენ ვცდი­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს ჩავ­რთოთ რუ­სეთ­თან ომში. ჩვენ ვიბ­რძვით მარ­ტო­ე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

მან ისა­უბ­რა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მნიშნ­ვე­ლო­ბა­ზე, ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის თქმით, სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყო­ვე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან სწო­რედ ამ თე­მით იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა.

"ბუ­კე­ბი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ი­ა­რა­ღე­ბა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა­ტომ არ შე­ე­შინ­და უკ­რა­ი­ნას, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­წო­და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა? თუნ­დაც სას­ყიდ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მაგ­რამ მი­ა­წო­და ეს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა და ჩვენ ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ამა­ზე სა­უბ­რობს პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი ყო­ველ დღე, ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა ერ­თით: შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ია­რა­ღი, ია­რა­ღი...“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ამ დაუნის აზრით, დიდგორი საველე ჰოსპიტალია თუ წამალი?

ვახტანგი -70
0

2008 წლის ომის დასრულების შემდეგაც რუსეთი და საქართველო დღემდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარის ნაწილები თბილისიდან 40 კილომეტრშია განლაგებული!!!

აქედან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობა და ამასთან ერთად გააკეთოს ყველაფერი ომის ხელახალი გაჩაღების არდაშვებისათვის.

ასევე არავითარი ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას მათი პროვოცირებისათვის, თუნდაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანა უკრაინას ეხებოდეს.

მხოლოდ მშვიდობიანი გზებითა და მოლაპარაკებებით უნდა ვეძებოთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელი.

უკრაინას ყველა პლატფორმაზე ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას.

ავტორი:

"უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია... ეს გაუგებარია" - ანდრეი კასიანოვი

"უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია... ეს გაუგებარია" - ანდრეი კასიანოვი

"გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები - იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? - რა თქმა უნდა" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიარაღების გარდა კიდევ რას ითხოვდა უკრაინა და რა პასუხი მიიღო.

ანდრეი კასიანოვის თქმით, გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, რომ საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის.

"მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

  • ანდრეი კასიანოვის განცხადებით, გაუგებარია პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა, რადგან უკრაინის სურვილია, მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

"უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს“, - განაცხადა კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია.

"გულწრფელად გეტყვით, რომ არცერთი პასუხი არ მიგვიღია ქართული მხარისგან. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ დუმილს“,- დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი, რომ ისინი ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ, რათა საქართველო შეიარაღების გადაცემით არ წარმოჩინდეს მხარედ, რადგან ეს შეიძლება იყოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წინაპირობა, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ მისთვის ეს გაუგებარია.

"ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ ბრალდებას, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ჩავრთოთ რუსეთთან ომში. ჩვენ ვიბრძვით მარტოები“,- განაცხადა კასიანოვმა.

მან ისაუბრა სამხედრო დახმარების მნიშნველობაზე, ანდრეი კასიანოვის თქმით, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი მოლაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებთან სწორედ ამ თემით იწყება და მთავრდება.

"ბუკები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეიარაღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რატომ არ შეეშინდა უკრაინას, როცა საქართველოს მიაწოდა სამხედრო დახმარება? თუნდაც სასყიდლის სანაცვლოდ, მაგრამ მიაწოდა ეს სამხედრო დახმარება და ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს საშუალებები და ამაზე საუბრობს პრეზიდენტი ზელენსკი ყოველ დღე, ყველა მოლაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებთან იწყება და მთავრდება ერთით: შეიარაღება, იარაღი, იარაღი...“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.