მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის შთამბეჭდავი უძრავი ქონება უკრაინაში და სოლიდურ ფასად ნაქირავები პენტჰაუსი კიევში - რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?
სააკაშვილის შთამბეჭდავი უძრავი ქონება უკრაინაში და სოლიდურ ფასად ნაქირავები პენტჰაუსი კიევში - რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?

17 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს, ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში (კუდ­რი­ავ­სკას ქუ­ჩა­ზე) მდე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და თან­ხა 27 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­უ­ფორ­მა. ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბა

ინ­ფორ­მა­ცია ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და. 2022 წლის 2 თე­ბერ­ვალს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერ­დნენ, რომ ლიზა ორ­სუ­ლად იყო მი­ხე­ი­ლის­გან, მაგ­რამ ქალს ფო­ტო­ებ­ზე მუ­ცე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ეტყო­ბო­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ასე­ვე წერ­და, რომ ელი­ზა­ბედ იას­კო და­კა­ვე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს მხარს უჭერ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იას­კო ძა­ლი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო. მე­დია იას­კოს კი­ევ­ში იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდა და კი­თხვე­ბი და­უს­ვა.

"მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც უნდა გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რი მსგავს თე­მა­ზე. მე და მი­ხე­ი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი გეგ­მე­ბი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი, თუ იყო, მის წარ­სულ­ში იყო და მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მა­ინ­ტე­რე­სებს ინ­ფორ­მა­ცია მი­შას მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. თუ ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნით, ამას წარ­მა­ტე­ბით აკე­თებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია მისი სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რია", - ამ­ბობ­და იას­კო.

მა­ნამ­დე 2022 წლის 2 იან­ვარს, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა კი­დევ ერთი სტა­ტია წყვი­ლის შე­სა­ხებ, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი წლის ღა­მეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ელის მა­რი­ას შე­სა­ხებ პოს­ტი პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მა­შინ მე­დია წერ­და, გა­სულ ზა­ფხულს "სტრა­ნამ" გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია "იდუ­მა­ლი ქალი", რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

"ასე­ვე სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვილს. მი­ხე­ი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყო­ფი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს. მარ­თლაც, სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ დროს სა­ა­კაშ­ვილს უკვე ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ლიზა იას­კოს­თან. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიშა და ლიზა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი-ორი წე­ლია ერ­თად არი­ან" - წე­რია "სტრა­ნას" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

რა ქო­ნე­ბა აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში?

2016 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს interfax-ი მა­შინ­დე­ლი ოდე­სის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ წერ­და. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობს მი­წის ორ ნაკ­ვეთს, ერთი 6820 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბით და მე­ო­რე 500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბით. ასე­ვე მის სა­ხელ­ზეა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი კორ­პუ­სის ბინა, რომ­ლის ფარ­თო­ბი 97 კვ.მ-ია.

უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­დან სა­ა­კაშ­ვილ­მა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა მხო­ლოდ ოდე­სის ბინა, რო­მე­ლიც 54 კვ.მ ფარ­თო­ბის არის. სხვა ძვირ­ფას მოძ­რავ ქო­ნე­ბას­თან ერ­თად დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­ვდა Rolex Deepsea და Hublot კლა­სი­კუ­რი სა­ა­თე­ბი. მა­ღალ­ჩი­ნო­სანს მან­ქა­ნა არ ჰყავს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2015 წელს მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 38 601 გრივ­ნა შე­ად­გი­ნა.

ოდე­სის პენ­ტჰა­უს­ზე მა­შინ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და, რა­საც თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში კი­ე­ვი­დან 23 კი­ლო­მეტრში, ელი­ტურ სო­ფელ ლეს­ნიკ­ში ცხოვ­რობ­და. სო­ფელს სა­ხე­ლი ტყეს­თან სი­ახ­ლო­ვის გამო აქვს და სწო­რედ ამ ღირ­სე­ბის გამო ეს ად­გი­ლი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. აქ ცხოვ­რო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ სახ­ლი მას დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აუ­შე­ნა.

ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­შიც ჩანს, რომ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აქ მიწა 2017 წელს შე­ი­ძი­ნა და ჯერ კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ერთი პა­ტა­რა შე­ნო­ბის და მი­წის ფასი უკვე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო.

„კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში ვარ. ამ სო­ფელს ქვია მე­ტყე­ვე­ე­ბი, “ლეს­ნი­კე­ბი”. მე სოფ­ლის ნა­წილ­ში ვცხოვ­რობ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლია, თა­ვი­სი მამ­ლე­ბით, ძაღ­ლე­ბის გაბ­მუ­ლი ყე­ფით, სოფ­ლის გა­რე­მო­თი და ორ­ღო­ბე­ე­ბით, მაგ­რამ კი­ევ­თან არის ძა­ლი­ან ახ­ლოს“, – ამ­ბობ­და მა­შინ მი­ხე­ი­ლი.

ნა­ქი­რა­ვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა კი­ევ­ში

კი­ე­ვის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ეს ბინა სა­ა­კაშ­ვი­ლის არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. რო­გორც უკ­რა­ი­ნულ საიტ bykvu.com-ზე 2017 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, „ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბინა კი­ე­ვის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე თვე­ში 6 ათას დო­ლა­რად იქი­რა­ვა".

2 სარ­თუ­ლის­გან შემ­დგა­რი მდიდ­რუ­ლი პენ­ტჰა­უ­სი 252 კვ.მ-ია. ბინა მდე­ბა­რე­ობს კოს­ტელ­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, 37-ში, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ტი­კო­სი დი­ლით და­ა­კა­ვეს (სწო­რედ ამ პენ­ტჰა­უ­სის სა­ხუ­რავ­ზე და­ა­კა­ვეს 2017 წელს უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა).

ბი­ნას აქვს სა­კუ­თა­რი გათ­ბო­ბის და კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა. პენ­ტჰა­უს­ში სულ ხუთი ოთა­ხია, ისი­ნი ეგ­ვიპ­ტურ სტილ­შია გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ბი­ნას აქვს პა­ნო­რა­მუ­ლი ფან­ჯრე­ბი, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყუ­რებს მი­ხა­ი­ლოვ­სკის ტა­ძარს, ასე­ვე არის სამი სვე­ლი წერ­ტი­ლი.

"რე­მონ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ეგ­ვიპ­ტურ სტილ­ში. პენ­ტჰა­უ­სი შედ­გე­ბა მდიდ­რუ­ლი ტე­რა­სის­გან მი­ხა­ი­ლოვ­სკის ტაძ­რის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დით, სამ­ზა­რე­უ­ლო-სტუ­დია, ოფი­სი და რამ­დე­ნი­მე სა­ძი­ნე­ბე­ლი. ასე­ვე, ბინა აღ­ჭურ­ვი­ლია ელე­გან­ტუ­რი 3 სვე­ლი წერ­ტი­ლით“, - ნათ­ქვა­მია ქო­ნე­ბის ვებგ­ვერ­დზე.

ვინ შე­ი­ძი­ნა ბინა, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი წლე­ბი ქი­რა­ობ­და და სა­ერ­თოდ, რა ბედი ეწია ამ ბი­ნას, უც­ნო­ბია... თუმ­ცა, ეს არის ერ­თა­დერ­თი ბინა, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის სა­ხელს კი­ევ­ში უკავ­შირ­დე­ბა...

ლიზა იას­კოს დუ­მი­ლი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიზა იას­კო­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ერ­თო შვი­ლი, ჟას­მი­ნი ჰყავთ, ამ დრომ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ თა­ვად სა­ა­კაშ­ვილს და ლიზა იას­კოს. რა­დას დე­პუ­ტა­ტი ამ­ჯე­რად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე იმ­ყო­ფე­ბა, სა­ი­და­ნაც ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

ძალიან ვერაგია დემოკრატიის შუქურა, შეიარაღებული და ძალიან საშიშია. 325 ათასი განაჩენი გამოუძიებლად და სასამართლოს გარეშე არ ქონია სტალინის სამეულს -ამას ქონდა ! სხვანაირად ამდენ "საქმეს" სრული წესის დაცვით საქმეს ვერ გაასრულებდა-შტამპავდნენ! სტალინს საბჭოთა ერის მესამედი შიმშილით სასიკვდილოდ არ გაუწირია, ამან გაწირა ქართველები - 325 ათასი ოჯახის მარჩენალი დააპატიმრა და გააძარცვინა მათი ოჯახები -დიახ, მილიონნახევარი დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები , სადაც ნახევარი სწორედ ბავშვები და პენსიონერებია ! ეს იმიტომ გააკეთა , რომ დასავლეთს აჩვენა ამ კრიმინალ ერს დემოკრატია ისეთი უნდა მე რომ ვიციო , ანუ არც ნატო და არც ევროკავშირი კიდევ 25 წელიო! მილიონი გააემიგრანტა და საარჩევნო პროცესიდან , ქვეყნის აღმშენებლობიდან გაიყვანა. მილიონი თვითდაასაქმა -ანუ უმუშევრად აქცია, დასავლეთში თვითდასაქმებული დამოუკიდებელი , სხვისგან რომ ხელფასს არ იღებს, ის მეწარმეა საშუალო და მცირე, დასავლეთს ატყუებს ეგეთი თვითდასაქმებული მილიონი მყავსო-უმუშევრებზე და ეფექტური მთავრობის რეიტინგებს ურახუნებს ! არაეფექტური და კორუმპირებული რომ იყვნენ, იმიტომ გადასცეს ყველაზე სტაბილური შემოსავლების დენის, გაზის , წყლის და ტელეკომუნიკაციების, საწვავის ბაზარი რუსებს , თან მონოპოლისტური გარემო მაღალი ტარიფებით შეუქმნეს . თოფი საიდან ისროდა რომ არ იცოდნენ ის რეზერვისტი და პატრიოტი ბავშვები შეატოვა მტერს და თავად იფორთხა, ჰალსტუხი ღეჭა , არ მიმიხვდეს ძია სემი, რაც გავაკეთებინეო, თორემ პუტინი თავის თანამშრომლებს მართლა კი არ კიდებს მაღლა ერთი ადგილით, ეფერება ! ერთ ლარიანი, ან ულარო დასაჩუქრება სხვისი ქონებისა არ დაგავიწყდეთ კიდევ, დედამისი ბიძამისის და დაძმაკაცებულებისაც !

ოთარი
8

ხომ ცნობილია რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტის ნაძარცვი ფულით აქ ვს და რაღას უცდით? ჩაატარეთ სათანადო მოკვლევა და დაუდეთ წინ ყველას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სააკაშვილის შთამბეჭდავი უძრავი ქონება უკრაინაში და სოლიდურ ფასად ნაქირავები პენტჰაუსი კიევში - რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?

სააკაშვილის შთამბეჭდავი უძრავი ქონება უკრაინაში და სოლიდურ ფასად ნაქირავები პენტჰაუსი კიევში - რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?

17 იანვარს ტელეკომპანია "იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევის ცენტრში (კუდრიავსკას ქუჩაზე) მდებარე ძვირადღირებული ბინა და თანხა 27 ათასი დოლარის ოდენობით გადაუფორმა. ინფორმაცია გიული ალასანიას არ დაუდასტურებია.

ლიზა იასკოს ორსულობა

ინფორმაცია ლიზა იასკოს ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. 2022 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდნენ, რომ ლიზა ორსულად იყო მიხეილისგან, მაგრამ ქალს ფოტოებზე მუცელი ჯერჯერობით არ ეტყობოდა. უკრაინული მედია ასევე წერდა, რომ ელიზაბედ იასკო დაკავებულ სააკაშვილს მხარს უჭერდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სააკაშვილს ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძისგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ, იასკო ძალიან განაწყენებული იყო. მედია იასკოს კიევში იტალიურ რესტორანში შეხვდა და კითხვები დაუსვა.

"მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა გააკეთოს კომენტარი მსგავს თემაზე. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, თუ იყო, მის წარსულში იყო და მე საერთოდ არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს ინფორმაცია მიშას მრავალრიცხოვანი სიყვარულის ისტორიის შესახებ. თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველაფერი ჭორია", - ამბობდა იასკო.

მანამდე 2022 წლის 2 იანვარს, უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია წყვილის შესახებ, მას შემდეგ, რაც ახალი წლის ღამეს, მიხეილ სააკაშვილმა ელის მარიას შესახებ პოსტი პირველად გამოაქვეყნა.

მაშინ მედია წერდა, გასულ ზაფხულს "სტრანამ" გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია "იდუმალი ქალი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.

"ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს. მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან" - წერია "სტრანას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

რა ქონება აქვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?

2016 წლის 30 ოქტომბერს interfax-ი მაშინდელი ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების შესახებ წერდა. სტატიის მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს, ერთი 6820 კვადრატული მეტრი ფართობით და მეორე 500 კვადრატული მეტრი ფართობით. ასევე მის სახელზეა თბილისში არსებული კორპუსის ბინა, რომლის ფართობი 97 კვ.მ-ია.

უკრაინაში არსებული უძრავი ქონებიდან სააკაშვილმა დეკლარაციაში შეიტანა მხოლოდ ოდესის ბინა, რომელიც 54 კვ.მ ფართობის არის. სხვა ძვირფას მოძრავ ქონებასთან ერთად დეკლარაციაში მოხვდა Rolex Deepsea და Hublot კლასიკური საათები. მაღალჩინოსანს მანქანა არ ჰყავს.

დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მისმა შემოსავალმა 38 601 გრივნა შეადგინა.

ოდესის პენტჰაუსზე მაშინ უკრაინული მედია აქტიურად წერდა, რასაც თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრების ბოლო წლებში კიევიდან 23 კილომეტრში, ელიტურ სოფელ ლესნიკში ცხოვრობდა. სოფელს სახელი ტყესთან სიახლოვის გამო აქვს და სწორედ ამ ღირსების გამო ეს ადგილი სულ უფრო პოპულარული ხდება. აქ ცხოვრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

სააკაშვილი ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ სახლი მას დედამ, გიული ალასანიამ აუშენა.

ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩანს, რომ გიული ალასანიამ აქ მიწა 2017 წელს შეიძინა და ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე ერთი პატარა შენობის და მიწის ფასი უკვე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი იყო.

„კიევის გარეუბანში, სახლში ვარ. ამ სოფელს ქვია მეტყევეები, “ლესნიკები”. მე სოფლის ნაწილში ვცხოვრობ, ჩვეულებრივი სოფელია, თავისი მამლებით, ძაღლების გაბმული ყეფით, სოფლის გარემოთი და ორღობეებით, მაგრამ კიევთან არის ძალიან ახლოს“, – ამბობდა მაშინ მიხეილი.

ნაქირავები ძვირადღირებული ბინა კიევში

კიევის ცენტრში არსებული ეს ბინა სააკაშვილის არცერთ დეკლარაციაში არ ფიქსირდება. როგორც უკრაინულ საიტ bykvu.com-ზე 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, „ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბინა კიევის ცენტრალურ ქუჩაზე თვეში 6 ათას დოლარად იქირავა".

2 სართულისგან შემდგარი მდიდრული პენტჰაუსი 252 კვ.მ-ია. ბინა მდებარეობს კოსტელნაიას ქუჩაზე, 37-ში, სადაც სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი დილით დააკავეს (სწორედ ამ პენტჰაუსის სახურავზე დააკავეს 2017 წელს უკრაინელმა სამართალდამცავებმა).

ბინას აქვს საკუთარი გათბობის და კონდიცირების სისტემა. პენტჰაუსში სულ ხუთი ოთახია, ისინი ეგვიპტურ სტილშია გაფორმებული. ბინას აქვს პანორამული ფანჯრები, რომელიც გადაჰყურებს მიხაილოვსკის ტაძარს, ასევე არის სამი სველი წერტილი.

"რემონტი გაკეთებულია ეგვიპტურ სტილში. პენტჰაუსი შედგება მდიდრული ტერასისგან მიხაილოვსკის ტაძრის პანორამული ხედით, სამზარეულო-სტუდია, ოფისი და რამდენიმე საძინებელი. ასევე, ბინა აღჭურვილია ელეგანტური 3 სველი წერტილით“, - ნათქვამია ქონების ვებგვერდზე.

ვინ შეიძინა ბინა, რომელსაც სააკაშვილი წლები ქირაობდა და საერთოდ, რა ბედი ეწია ამ ბინას, უცნობია... თუმცა, ეს არის ერთადერთი ბინა, რომელიც ოფიციალურად მის სახელს კიევში უკავშირდება...

ლიზა იასკოს დუმილი

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილს საერთო შვილი, ჟასმინი ჰყავთ, ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ თავად სააკაშვილს და ლიზა იასკოს. რადას დეპუტატი ამჯერად, შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, საიდანაც ორი დღის განმავლობაში ფოტოებს აქვეყნებს.