საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი და ხარისხიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი და ხარისხიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტის მო­სავ­ლის ხა­რის­ხი და მო­ცუ­ლო­ბა არა ფერ­მერ­სა და მის გათ­ვლებ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ - ზუსტ და­ან­გა­რი­შე­ბა­სა და აზომ­ვებ­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე ფერ­მე­რე­ბის გათ­ვლე­ბი სულ უფრო და უფრო არა­ზუს­ტი ხდე­ბა. შე­დე­გად ვი­ღებთ ცოტა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და ცუდი ხა­რის­ხის მო­სა­ვალს. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და მიღ­წე­ვე­ბი კი ფერ­მერს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­იყ­ვა­ნოს უხვი და ხა­რის­ხი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით.

ზუს­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ეფუძ­ნე­ბა აზრს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი უნი­კა­ლუ­რია და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ვე­თის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, მცე­ნა­რეს შე­იძ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მარ­თვა. ბაღ­ში პრო­ცე­სე­ბის სი­ზუს­ტით მარ­თვა მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მიდ­გო­მა ფერ­მერს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჰქონ­დეს უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი ბიზ­ნე­სი, მო­იყ­ვა­ნოს უსაფრ­თხო და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი და შე­ამ­ცი­როს გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა.

მსოფ­ლი­ოს უპი­ლო­ტო მან­ქა­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში 2025 წლის­თვის დრო­ნე­ბის ჯა­მუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 82 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აზი­ის ქვეყ­ნებ­ში. ასე­ვე საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ინ­გლის­ში. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცია უკა­ვია უკ­რა­ი­ნას. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს ინი­ცი­ა­ტი­ვაც, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ფერ­მე­რე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­რო­სეს­ხით გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­რო­სეს­ხით ფერ­მერს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ანუ აგ­როდ­რო­ნის და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტის­თვის მე­ტე­ო­სად­გუ­რის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. აღ­ნიშ­ნულ აგ­როდ­რონს აქვს რო­გორც შეს­ხუ­რე­ბის, ასე­ვე აგ­რო­ნო­მი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით სკა­ნი­რე­ბის ფუნ­ქცია. სა­ხელ­მწი­ფო ფერ­მერს 48 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ფი­ნან­სებს სესხს წლი­უ­რი 11%-ის ოდე­ნო­ბით. სეს­ხის თან­ხა კი 20,000 ლა­რი­დან - 1,500,000 ლა­რამ­დეა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მქო­ნე აგ­როდ­რო­ნე­ბის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია. აგ­როდ­რო­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ლი­დე­რი კომ­პა­ნია DJI ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მსურ­ვე­ლებს სთა­ვა­ზობს რო­გორც მო­წყო­ბი­ლო­ბებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ით, ისე სერ­ვისს.

DJI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნი­ის Coptertech-ის ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის შალ­ვა ბზი­კა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს გუ­ლის­ხმობს: სა­ვე­ლე მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­სა და ანა­ლიზს, და­თეს­ვას, შე­წამ­ვლას, სა­სუ­ქე­ბის კონ­ტროლს და ზო­გა­დად, ნაკ­ვე­თის მარ­თვის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას. შე­დე­გად მცირ­დე­ბა სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბი, ხდე­ბა რის­კე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია და იზ­რდე­ბა მო­სავ­ლის რო­გორც რა­ო­დე­ნო­ბა, ისე ხა­რის­ხი.

შალ­ვა ბზი­კა­ძე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა იმ 5 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­შიც აგ­როდ­რო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რია:

და­გეგ­მვა

DJI Mavic 3E

ნა­თე­სე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­ში დრო­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს. მას უფრო ხში­რად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნერ­გე­ბის/ნა­თე­სე­ბის დროს იყე­ნე­ბენ. დრო­ნი კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე დაფ­რი­ნავს ავ­ტო­მა­ტუ­რი მი­სი­ით, ახ­დენს აზომ­ვას, გრძე­დი-გა­ნე­დის სი­ზუს­ტით ით­ვლის დის­ტან­ცი­ას ნერ­გებს შო­რის და გვაძ­ლევს ზუსტ გეგ­მას, თუ სად უნდა და­ირ­გოს მცე­ნა­რე­ე­ბი. ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა გა­შე­ნე­ბის სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და აგ­რო­ნო­მი­უ­ლი და სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მის პრო­ექ­ტი­რე­ბა.

და­თეს­ვა

DJI Agras T30 სა­თე­სი ავ­ზით

აგ­როდ­რო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­თეს­ვა. მო­წყო­ბი­ლო­ბას უმაგრდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ავზი, რო­მე­ლიც მობ­ნე­ვის პრინ­ცი­პით ახორ­ცი­ე­ლებს თეს­ვას. პრო­ცე­სი არის საკ­მა­ოდ სწრა­ფი და ზუს­ტი. თეს­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა ფარ­თობ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით ხდე­ბა.

ზრდის მო­ნი­ტო­რინ­გი

DJI Mavic 3 M მულ­ტის­პექტრუ­ლი დრო­ნი

DJI Mavic 3 Multispectral

აგ­როდ­რო­ნე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლებს მცე­ნა­რე­თა ზრდის მო­ნი­ტო­რინ­გში ანუ მცე­ნა­რე­თა ვე­გე­ტა­ცი­ის ინ­დექ­სის გა­მოთ­ვლა­ში. დრო­ნი ფო­ტო­კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებს მულ­ტის­პექტრულ ფო­ტოს, რომ­ლის ანა­ლი­ზიც ფე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. ამ გზით ხდე­ბა მცე­ნა­რე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, წყლი­სა და ნი­ა­და­გის მარ­თვა, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და სა­რე­ვე­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­სუ­ქის ეფექ­ტუ­რო­ბა, მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

შე­წამ­ვლა

DJI Agras T10-T30

აგ­როდ­რონს შე­უძ­ლია წამ­ლით და­ა­მუ­შა­ოს რო­გორც ერ­თწ­ლი­ა­ნი, ასე­ვე მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ხი­ლის ბა­ღე­ბი, ნუში, სი­მინ­დი, ხორ­ბა­ლი, სა­ზამ­თრო და სხვა. ტრაქ­ტორ­თან შე­და­რე­ბით დრო­ნით შე­წამ­ვლა ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რია. გან­სხვავ­დე­ბა სა­ჰა­ე­რო და ტრაქ­ტო­რით შე­წამ­ვლის ტექ­ნო­ლო­გია. თუ ტრაქ­ტო­რის შემ­თხვე­ვა­ში წა­მა­ლი იხ­სნე­ბა 300 ლიტრში, აგ­როდ­რო­ნის შემ­თხვე­ვა­ში მო­ცუ­ლო­ბა 30 ლიტ­რამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც წყლის რე­სურსსაც ზო­გავს და წამ­ლის ზუსტ დო­ზი­რე­ბას გან­სა­ზღვრავს. მე­ო­რე მხრივ, შე­წამ­ვლის დრო მცირ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, დრო­ნი არ აზი­ა­ნებს ნარ­გა­ვებს. ტრაქ­ტო­რი კი, მა­გა­ლი­თად, სი­მინ­დის შემ­თხვე­ვა­ში 4–10%–მდე მო­სა­ვალს ანად­გუ­რებს. აგ­როდ­რო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ჰა მი­წის ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ერ­თწლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა.

მო­ნი­ტო­რინ­გი

DJI Mavic 3T

დრო­ნე­ბი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პლან­ტა­ცი­ე­ბის დაც­ვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი თერ­მუ­ლი კა­მე­რით მუდ­მივ რე­ჟიმ­ში დაფ­რი­ნავს პლან­ტა­ცი­ის თავ­ზე და ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით აკონ­ტრო­ლებს, ვინ­მე ან რამე, მა­გა­ლი­თად, ცხო­ვე­ლი, ხომ არ არის შე­პა­რუ­ლი ნარ­გა­ვებ­ში. ამ ტი­პის დრო­ნებს ხში­რად დაც­ვის კომ­პა­ნი­ე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ და ისი­ნი სთა­ვა­ზო­ბენ ფერ­მე­რებს აღ­ნიშ­ნულ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

და ბო­ლოს, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში აგ­როდ­რო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად:

  • მარ­ტივ­დე­ბა მოვ­ლის პრო­ცე­სი;
  • ვი­ღებთ მეტ მო­სა­ვალს;
  • ვი­ღებთ უფრო ხა­რის­ხი­ან მო­სა­ვალს;
  • გვაქვს ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი;
  • ვუფრ­თხილ­დე­ბით გა­რე­მოს, რად­გან დრონს არ აქვს გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და ამავდრო­უ­ლად, ნაკ­ლე­ბი წყა­ლია სა­ჭი­რო;
  • მარ­ტი­ვად ვა­მუ­შა­ვებთ ფერ­დებ­ზე მდე­ბა­რე ნაკ­ვე­თებს, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლი გზით ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია;
  • მუ­შა­ო­ბა ხდე­ბა უფრო სწრა­ფად, რად­გან დრო­ნი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც აგ­როდ­რო­ნე­ბის შე­ძე­ნა, ისე მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადოლი ტყეშელაშვილი
0

ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა ხარისხის გაზრდაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

 ოღონდ ჩემის აზრით პირველ ეტაპზე საჭირო იქნება მეტი ცნობადობა, საჩვენებელი ნაკვეთების მოწყობა, მეცნიერების ჩართვა, როგორც აგრონომიული, ასევე ტექნიკური მიმართულებით. შედეგების გაანალიზება, საკითხი შესწავლილი უნდა იქნქს კომპლექსურად (ნიადაგის ანალიზი) მიადაგის დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.უნდა შედგეს კულტურების, როგორც ტრადიციული ასევე ახალი ტექნოლოგიით გათვალისწინებული ტექნოლოგიური რუქა, კალენდარული ვადების მიხედვით და გაკეთდეს ეკონომიური ანალიზი, და შემდგომ ვიმსჯელოთ ეფექტურობაზე.

კუკარაჩა
2

ეს მათთვის ვისაც ცხოვრებაში ხელი არ გაუტოკებია და ათასობით ჰექტარი მიიტაცა, გლეხს ისევ თოხი

ავტორი:

როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი და ხარისხიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი და ხარისხიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

სოფლის მეურნეობა 21-ე საუკუნეში ზუსტ მეცნიერებად ყალიბდება. ტექნოლოგიური განვითარება და ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტის მოსავლის ხარისხი და მოცულობა არა ფერმერსა და მის გათვლებზე იყოს დამოკიდებული, არამედ - ზუსტ დაანგარიშებასა და აზომვებზე. ეს უკანასკნელი კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ფერმერების გათვლები სულ უფრო და უფრო არაზუსტი ხდება. შედეგად ვიღებთ ცოტა რაოდენობისა და ცუდი ხარისხის მოსავალს. ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები კი ფერმერს საშუალებას აძლევს, მოიყვანოს უხვი და ხარისხიანი მოსავალი ნაკლები დანახარჯით.

ზუსტი სოფლის მეურნეობა ეფუძნება აზრს, რომ თითოეული მიწის ნაკვეთი უნიკალურია და არაერთგვაროვანი. შესაბამისად, ნაკვეთის სხვადასხვა ადგილზე, მცენარეს შეიძლება სჭირდებოდეს სხვადასხვანაირი მართვა. ბაღში პროცესების სიზუსტით მართვა მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი. ეს მიდგომა ფერმერს საშუალებას აძლევს ჰქონდეს უფრო მომგებიანი და ეფექტური ბიზნესი, მოიყვანოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება.

მსოფლიოს უპილოტო მანქანების სისტემების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობაში 2025 წლისთვის დრონების ჯამური ეფექტურობა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი იქნება. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება აზიის ქვეყნებში. ასევე საკმაოდ განვითარებულია ინგლისში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით მოწინავე პოზიცია უკავია უკრაინას. ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ეტაპობრივად ვითარდება საქართველოშიც.

მიმდინარე პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინიციატივაც, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ტექნოლოგიები ფერმერებისთვის შეღავათიანი აგროსესხით გახდა ხელმისაწვდომი. შეღავათიანი აგროსესხით ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის ანუ აგროდრონის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეოსადგურის შეძენა შეუძლია. აღნიშნულ აგროდრონს აქვს როგორც შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა.

მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე აგროდრონების შეძენა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლებისგან შესაძლებელია. აგროდრონების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია DJI ქვეყანაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი და მსურველებს სთავაზობს როგორც მოწყობილობებს ოფიციალური გარანტიით, ისე სერვისს.

DJI-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის Coptertech-ის ტექნიკური მენეჯერის შალვა ბზიკაძის განმარტებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში დრონების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი. ეს გულისხმობს: საველე მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, დათესვას, შეწამვლას, სასუქების კონტროლს და ზოგადად, ნაკვეთის მართვის ოპტიმიზაციას. შედეგად მცირდება საოპერაციო ხარჯები, ხდება რისკებისა და დაავადებების პრევენცია და იზრდება მოსავლის როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი.

შალვა ბზიკაძე დეტალურად გვესაუბრება იმ 5 მიმართულებაზე, რომელშიც აგროდრონების გამოყენება ეფექტურია:

დაგეგმვა

DJI Mavic 3E

ნათესების დაგეგმარებაში დრონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას უფრო ხშირად ძვირადღირებული ნერგების/ნათესების დროს იყენებენ. დრონი კონკრეტულ მონაკვეთზე დაფრინავს ავტომატური მისიით, ახდენს აზომვას, გრძედი-განედის სიზუსტით ითვლის დისტანციას ნერგებს შორის და გვაძლევს ზუსტ გეგმას, თუ სად უნდა დაირგოს მცენარეები. ანუ შესაძლებელი ხდება გაშენების სქემის შემუშავება და აგრონომიული და საირიგაციო სისტემის პროექტირება.

დათესვა

DJI Agras T30 სათესი ავზით

აგროდრონით შესაძლებელია მარცვლეული კულტურების დათესვა. მოწყობილობას უმაგრდება სპეციალური ავზი, რომელიც მობნევის პრინციპით ახორციელებს თესვას. პროცესი არის საკმაოდ სწრაფი და ზუსტი. თესლის განაწილება ფართობზე მაქსიმალური სიზუსტით ხდება.

ზრდის მონიტორინგი

DJI Mavic 3 M მულტისპექტრული დრონი

DJI Mavic 3 Multispectral

აგროდრონები დიდ როლს ასრულებს მცენარეთა ზრდის მონიტორინგში ანუ მცენარეთა ვეგეტაციის ინდექსის გამოთვლაში. დრონი ფოტოკამერის საშუალებით იღებს მულტისპექტრულ ფოტოს, რომლის ანალიზიც ფერების შესაბამისად ხდება. ამ გზით ხდება მცენარეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი, წყლისა და ნიადაგის მართვა, მავნებლებისა და სარეველების მონიტორინგი, სასუქის ეფექტურობა, მოსავლიანობის მონიტორინგი.

შეწამვლა

DJI Agras T10-T30

აგროდრონს შეუძლია წამლით დაამუშაოს როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები. ეს შეიძლება იყოს: ხილის ბაღები, ნუში, სიმინდი, ხორბალი, საზამთრო და სხვა. ტრაქტორთან შედარებით დრონით შეწამვლა ბევრად უფრო ეფექტურია. განსხვავდება საჰაერო და ტრაქტორით შეწამვლის ტექნოლოგია. თუ ტრაქტორის შემთხვევაში წამალი იხსნება 300 ლიტრში, აგროდრონის შემთხვევაში მოცულობა 30 ლიტრამდეა შემცირებული, რაც წყლის რესურსსაც ზოგავს და წამლის ზუსტ დოზირებას განსაზღვრავს. მეორე მხრივ, შეწამვლის დრო მცირდება. რაც მთავარია, დრონი არ აზიანებს ნარგავებს. ტრაქტორი კი, მაგალითად, სიმინდის შემთხვევაში 4–10%–მდე მოსავალს ანადგურებს. აგროდრონის საშუალებით შესაძლებელია დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ერთწლოვანი კულტურების დამუშავება.

მონიტორინგი

DJI Mavic 3T

დრონები ასევე გამოიყენება პლანტაციების დაცვისა და მონიტორინგისთვის. ისინი სპეციალური თერმული კამერით მუდმივ რეჟიმში დაფრინავს პლანტაციის თავზე და ტემპერატურის საშუალებით აკონტროლებს, ვინმე ან რამე, მაგალითად, ცხოველი, ხომ არ არის შეპარული ნარგავებში. ამ ტიპის დრონებს ხშირად დაცვის კომპანიები ყიდულობენ და ისინი სთავაზობენ ფერმერებს აღნიშნულ მომსახურებას.

და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, სოფლის მეურნეობაში აგროდრონების გამოყენების შედეგად:

  • მარტივდება მოვლის პროცესი;
  • ვიღებთ მეტ მოსავალს;
  • ვიღებთ უფრო ხარისხიან მოსავალს;
  • გვაქვს ნაკლები დანახარჯი;
  • ვუფრთხილდებით გარემოს, რადგან დრონს არ აქვს გამონაბოლქვი და ამავდროულად, ნაკლები წყალია საჭირო;
  • მარტივად ვამუშავებთ ფერდებზე მდებარე ნაკვეთებს, რაც ტრადიციული გზით ფაქტობრივად შეუძლებელია;
  • მუშაობა ხდება უფრო სწრაფად, რადგან დრონი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

საქართველოში შესაძლებელია როგორც აგროდრონების შეძენა, ისე მათი მომსახურებით სარგებლობა.