კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანა ტრამპმა შვილების აღმზრდელს 1-მილიონიანი ქონება დაუტოვა - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლის ანდერძი: როგორ გადაინაწილეს სიმდიდრე
ივანა ტრამპმა შვილების აღმზრდელს 1-მილიონიანი ქონება დაუტოვა - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლის ანდერძი: როგორ გადაინაწილეს სიმდიდრე

2022 წლის ივ­ნის­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ყო­ფი­ლი ცოლი, ივა­ნა ტრამ­პი 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი ივა­ნას 34$-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა მის შვი­ლებს, მე­გობ­რებ­სა და ფონდს შო­რის გა­ი­ყო.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც ივა­ნას­თვის ძვირ­ფა­სი იყო: ძაღ­ლი, ტა­ნი­სა­მო­სი და მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა, მის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს და­უ­ტო­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქო­ნე­ბი­დან წილი ტრამ­პე­ბის სახ­ლში მო­მუ­შა­ვე ძი­ძა­საც ერგო.

ივა­ნამ ქო­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, მათ შო­რის სამ­კა­უ­ლე­ბის და ბეწ­ვე­უ­ლის კო­ლექ­ცი­ის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბიც სამ შვილს უან­დერ­ძა: დო­ნალდ ტრამპ ჯუ­ი­ნი­ორს, ივან­კა ტრამპს და ერიკ ტრამპს. დარ­ჩე­ნი­ლი ტან­საც­მე­ლი "წი­თელ ჯვარს“ და "ხსნის არ­მი­ას“ გა­და­ე­ცა.

ივა­ნა, დო­ნალ­დი, ერი­კი და ივან­კა

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნას უძ­რავ ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც მას საფ­რან­გეთ­ში, აშშ-სა და ჩე­ხეთ­ში ჰქონ­და, შვი­ლე­ბის და დო­ნალდ ტრამ­პის სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბად და­ა­სა­ხე­ლა.

  • დო­ნალდ ტრამ­პის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ფლო­რი­დის სახ­ლი, რო­მე­ლიც 1 148 407$-ად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ერგო ქალს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ივა­ნას სახ­ლში მისი შვი­ლე­ბის ძი­ძად მუ­შა­ობ­და და შემ­დგომ ივა­ნას­თან მე­გობ­რობ­და.
ივა­ნას შვი­ლე­ბის აღ­მზრდე­ლი
ამ შე­ნო­ბა­შია აპარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ივა­ნამ ძი­ძას და­უ­ტო­ვა
ხედი მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი­დან

დო­რო­თი ქარი ტრამ­პე­ბის სა­მი­ვე შვი­ლის აღ­მზრდე­ლია. ივა­ნამ მას თა­ვი­სი იორკშირ ტე­რი­ე­რი, სა­ხე­ლად თა­ი­გერ ტრამ­პიც ანდო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნამ დო­ნალდ ტრამპს ან­დერ­ძით არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 1990 წელს გა­შორ­და. მას შემ­დეგ, ივა­ნა კი­დევ ორ­ჯერ გა­თხოვ­და. მისი უკა­ნას­კნე­ლი მე­უღ­ლე, რო­სა­ნო რუ­ბი­კონ­დი 2021 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

წყა­რო: businessinsider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
1

ღმერთმა აცხონოს ეს ღვთისნიერი ქალი.ერთგულებას და სიკეთეს თავადაც სიკეთით უპასუხა.დასაფასებელია.

კეთილი ივანა
3

კეთილი ქალი ყოფილა,ზოგი მილიონერი კატებს უტოვებს მთელ ქონებას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ივანა ტრამპმა შვილების აღმზრდელს 1-მილიონიანი ქონება დაუტოვა - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლის ანდერძი: როგორ გადაინაწილეს სიმდიდრე

ივანა ტრამპმა შვილების აღმზრდელს 1-მილიონიანი ქონება დაუტოვა - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლის ანდერძი: როგორ გადაინაწილეს სიმდიდრე

2022 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების შემდეგ კი ივანას 34$-მილიონიანი ქონება მის შვილებს, მეგობრებსა და ფონდს შორის გაიყო.

ყველაფერი, რაც ივანასთვის ძვირფასი იყო: ძაღლი, ტანისამოსი და მრავალმილიონიანი ქონება, მისთვის ძვირფას ადამიანებს დაუტოვა. საინტერესოა, რომ ქონებიდან წილი ტრამპების სახლში მომუშავე ძიძასაც ერგო.

ივანამ ქონების ძირითადი ნაწილი, მათ შორის სამკაულების და ბეწვეულის კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხებიც სამ შვილს უანდერძა: დონალდ ტრამპ ჯუინიორს, ივანკა ტრამპს და ერიკ ტრამპს. დარჩენილი ტანსაცმელი "წითელ ჯვარს“ და "ხსნის არმიას“ გადაეცა.

ივანა, დონალდი, ერიკი და ივანკა

რაც შეეხება ივანას უძრავ ქონებას, რომელიც მას საფრანგეთში, აშშ-სა და ჩეხეთში ჰქონდა, შვილების და დონალდ ტრამპის საერთო საკუთრებად დაასახელა.

  • დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლის ფლორიდის სახლი, რომელიც 1 148 407$-ად არის შეფასებული ერგო ქალს, რომელიც წლების წინ ივანას სახლში მისი შვილების ძიძად მუშაობდა და შემდგომ ივანასთან მეგობრობდა.
ივანას შვილების აღმზრდელი
ამ შენობაშია აპარტამენტი, რომელიც ივანამ ძიძას დაუტოვა
ხედი მდიდრული აპარტამენტიდან

დოროთი ქარი ტრამპების სამივე შვილის აღმზრდელია. ივანამ მას თავისი იორკშირ ტერიერი, სახელად თაიგერ ტრამპიც ანდო.

აღსანიშნავია, რომ ივანამ დონალდ ტრამპს ანდერძით არაფერი დაუტოვა.

წყვილი ერთმანეთს 1990 წელს გაშორდა. მას შემდეგ, ივანა კიდევ ორჯერ გათხოვდა. მისი უკანასკნელი მეუღლე, როსანო რუბიკონდი 2021 წელს გარდაიცვალა.

წყარო: businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა