ავტორი:

"მოხარული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება... იმედი მაქვს, მალე პირდაპირი ფრენებიც განახლდება" - სერგეი ლავროვი

"მოხარული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება... იმედი მაქვს, მალე პირდაპირი ფრენებიც განახლდება" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება, რის გამოც გახარებულია. ამასთანავე, ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, მალე შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, სადაც რუსული დიპლომატიის მუშაობის გასული წლის შედეგებს განიხილავდნენ.