ავტორი:

"ნუ წაიკითხავთ, თუ ნერვები წესრიგში არ გაქვთ... დნეპრში, იმ სახლში, რომელიც ღორის შვილებმა დაბომბეს, ზაქროს ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს" - რას წერს გიგა მაქარაშვილი

"ნუ წაიკითხავთ, თუ ნერვები წესრიგში არ გაქვთ... დნეპრში, იმ სახლში, რომელიც  ღორის შვილებმა დაბომბეს, ზაქროს ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს" - რას წერს გიგა მაქარაშვილი

უკრაინაში მყოფი ქართველი სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დნეპრში, რუსების სასტიკ იერიშს ქართველი მებრძოლის, ზაქრო ნონიაშვილის ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ. რაც შეეხება თავად ნონიაშვილს, როგორც მაქარაშვილი წერს, ის ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

"უმძიმესი ამბავია, ნუ წაიკითხავთ, თუ ნერვები წესრიგში არ გაქვთ. ბევრმა დღემდე არ ვიცოდით მარიოპოლის გმირი მცველი, ზაქრო ნონიაშვილი, რომელიც ამ წამამდე ღორისშვილების ტყვეობაშია, მისმა ოჯახმა ფრონტის ხაზს თავი დააღწია და დნეპრში იმ სახლში დასახლდა, რომელიც 3 დღის წინ ღორისშვილებმა დაბომბეს. დღეს ზაქროს ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს. პუტინ, მოვა დრო, და ჩემი ხელით მოგიკიდებ ცეცხლს, შე ძაღლისშვილო!" - წერს მაქარაშვილი "ფეისბუქში".

14 იანვარს, რუსებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბეს საცხოვრებელ სახლი, რომელშიც დაახლოებით 1 100 ადამიანი იმყოფებოდა.

აფეთქების შედეგად დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი.