კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ქალიშვილის ქართველი მეგობარი მამაკაცი და თბილისური არდადეგები, რის გამოც მამა-შვილს აკრიტიკებენ: - ვინ არის ბექარ წულუკიძე და რა აკავშირებს ოლგა ტურჩაკთან?
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ქალიშვილის ქართველი მეგობარი მამაკაცი და თბილისური არდადეგები, რის გამოც მამა-შვილს აკრიტიკებენ: - ვინ არის ბექარ წულუკიძე და რა აკავშირებს ოლგა ტურჩაკთან?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის და ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს მდივ­ნის, ან­დრეი ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვი­ლი, ოლგა, სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს და ახალ, 2023 წელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში შეხ­ვდა. ამ დროს კი მა­მა­მი­სი აღ­შფო­თე­ბუ­ლია რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბით.

"ამ დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს მოხ­და რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა თავი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვით გა­მო­ი­ჩი­ნეს. ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია - სირ­ბი­ლი, ყვინ­თვა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მა... მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს დრო და ად­გი­ლი. ჩვენ ამ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ტი­ულ ბა­რა­თებს ჩა­მო­ვარ­თმევთ...“ - გა­ნა­ცხა­და ტურ­ჩაკ­მა.

  • ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ან­დრეი ტურ­ჩა­კის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლგა პე­ტერ­ბურ­გე­ლი მსა­ხი­ო­ბია. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში, ხოლო 2020 წელს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მი­ყუ­რე მე". ფილმმა, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტის ორი-მე­სა­მე­დი კი­ნო­ფონ­დის გრან­ტით და­ფი­ნანსდა, მა­ყუ­რებ­ლის­გან ცუდი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­დან $20000-ზე ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

ოლგა ყაზ­ბეგ­ში

ოლგა ტურ­ჩა­კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" წუ­ლუ­კი­ძეს გვარს იყე­ნებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ვი­გებთ, რომ 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ოლ­გას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, ბავ­შვის მამა პე­ტერ­ბურ­გის აკა­დე­მი­უ­რი მცი­რე დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძეა. Ekhokavkaza-მ ვერ და­ად­გი­ნა, იყ­ვნენ თუ არა ის და ოლგა ტურ­ჩა­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.

2022 წლის იან­ვარ­ში ოლ­გამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი...

რო­გორც ირ­კვე­ვა, ის სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მაგ­რამ არ­ცერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს ოლ­გას გა­და­ღე­ბუ­ლი, ბე­ქა­რი არ ჩანს.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ოლ­გამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი თბი­ლი­სი­დან. ფსკო­ვის გუ­ბერ­ნა­ტო­რის "ტე­ლეგ­რა­მარ­ხმა" კი და­წე­რა, რომ მან "ახა­ლი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნა...“

"ცი­ნიზ­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის მწვერ­ვა­ლი. არა სამ­შობ­ლო, არა დრო­შა. არც პა­ტი­ვი, არც ღირ­სე­ბა. ტვი­ნიც არა“ (ეს ჩვენ არა, ტურ­ჩაკ­მა თქვა)“ - ვკი­თხუ­ლობთ "ტე­ლეგ­რა­მარხზე".

"შა­ბათ-კვი­რას ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ვიცე-სპი­კე­რი ან­დრეი ტურ­ჩა­კი კურსკის დე­პუ­ტატს იმის გამო და­უ­პი­რის­პირ­და, რომ ის ახალ წელს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მექ­სი­კა­ში აღ­ნიშ­ნავ­და. ამ დროს კი, ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვილ­მა, ოლგა წუ­ლუ­კი­ძე-ტურ­ჩაკ­მა ახა­ლი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნა... რო­გორ შე­ეძ­ლო ამ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი "ინ­სტაგ­რამ­ზე", რო­მე­ლიც მტრის ქსე­ლია და რუ­სეთ­ში არ მუ­შა­ობს. ან­დრეი ტურ­ჩაკს, რო­მე­ლიც რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დას­ვე­ნე­ბამ აღაშ­ფო­თა, ქა­ლიშ­ვი­ლის თბი­ლის­ში ყოფ­ნა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.“ - წერს არხი.

რო­გორც "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, ქალი ნამ­დვი­ლად ხში­რი სტუ­მა­რია, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბის.

წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან არის. ვიქ­ტორ წუ­ლუ­კი­ძეს და და­რე­ჯან სი­დი­ანს ორი ვაჟი - ბე­ქა­რი და ალექ­სან­დრე ჰყავთ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი ძმა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მსა­ხი­ო­ბია, რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცროსს - ალექ­სან­დრე წუ­ლუ­კი­ძეს, ის 2018 წელს და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "სს პერ­სპექ­ტი­ვის“ ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლია. 2020 წლის 21 ივ­ლი­სი­დან "პერ­სპექ­ტი­ვა" ფლობს M Invest-ის 99.9%-ს. კომ­პა­ნი­ის წი­ლის წინა მფლო­ბე­ლი იყო "სს დელ­ტა“, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია PMC Wagner-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის ნა­თე­სა­ვებ­თან.

წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი
  • ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძე

რუ­სუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძე 1991 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ცეკ­ვავს და უკ­რავს საყ­ვირ­ზე. კარ­გად ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად. 2021 წელს მან შე­ას­რუ­ლა თე­მურ ჩი­ქო­ვა­ნის როლი დე­ტექ­ტი­ურ ფილმში "სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია". თა­მა­შობს თე­ატ­რში და გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფილ­მის ეპი­ზო­დურ როლ­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

ვის რაში აინტერესებს ვიღაც რუსი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის და გარუსებული ქართველის ამბები?

იზი
0

ჩვენთან გაირკვა ვისი ვიოლინო ვის როიალშია ახლა გაუგებარი ხალხის გავიგოთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ქალიშვილის ქართველი მეგობარი მამაკაცი და თბილისური არდადეგები, რის გამოც მამა-შვილს აკრიტიკებენ: - ვინ არის ბექარ წულუკიძე და რა აკავშირებს ოლგა ტურჩაკთან?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ქალიშვილის ქართველი მეგობარი მამაკაცი და თბილისური არდადეგები, რის გამოც მამა-შვილს აკრიტიკებენ: - ვინ არის ბექარ წულუკიძე და რა აკავშირებს ოლგა ტურჩაკთან?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერის და ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის ქალიშვილი, ოლგა, საქართველოს ხშირად სტუმრობს და ახალ, 2023 წელსაც, სავარაუდოდ, თბილისში შეხვდა. ამ დროს კი მამამისი აღშფოთებულია რუსი პოლიტიკოსების საზღვარგარეთ გატარებული შვებულებებით.

"ამ დღესასწაულების დროს მოხდა რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, როდესაც "ერთიანი რუსეთის“ დეპუტატებმა თავი არაადეკვატური ქცევით გამოიჩინეს. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია - სირბილი, ყვინთვა, თხილამურებზე დგომა... მაგრამ ყველაფერს აქვს დრო და ადგილი. ჩვენ ამ დეპუტატებს პარტიულ ბარათებს ჩამოვართმევთ...“ - განაცხადა ტურჩაკმა.

  • ტურჩაკის ქალიშვილი საქართველოში

ანდრეი ტურჩაკის უფროსი ქალიშვილი ოლგა პეტერბურგელი მსახიობია. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები რამდენიმე სატელევიზიო ფილმსა და სერიალში, ხოლო 2020 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა პირველი მხატვრული ფილმი "მიყურე მე". ფილმმა, რომლის ბიუჯეტის ორი-მესამედი კინოფონდის გრანტით დაფინანსდა, მაყურებლისგან ცუდი შეფასება დაიმსახურა და კინოთეატრებიდან $20000-ზე ნაკლები შემოსავალი მიიღო.

ოლგა ყაზბეგში

ოლგა ტურჩაკი "ინსტაგრამზე" წულუკიძეს გვარს იყენებს. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში ოლგას ვაჟი შეეძინა, ბავშვის მამა პეტერბურგის აკადემიური მცირე დრამატული თეატრის მსახიობი ბექარ წულუკიძეა. Ekhokavkaza-მ ვერ დაადგინა, იყვნენ თუ არა ის და ოლგა ტურჩაკი ოფიციალურად დაქორწინებულები.

2022 წლის იანვარში ოლგამ გამოაქვეყნა საქართველოში გადაღებული სურათები...

როგორც ირკვევა, ის საქართველოს ხშირად სტუმრობს, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ბექარ წულუკიძის ქართულ წარმომავლობას უკავშირდება. მაგრამ არცერთ ფოტოზე, რომელიც საქართველოში აქვს ოლგას გადაღებული, ბექარი არ ჩანს.

2022 წლის დეკემბერში ოლგამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო საახალწლო ილუმინაციებით განათებული თბილისიდან. ფსკოვის გუბერნატორის "ტელეგრამარხმა" კი დაწერა, რომ მან "ახალი წელი საქართველოში აღნიშნა...“

"ცინიზმისა და არაადამიანობის მწვერვალი. არა სამშობლო, არა დროშა. არც პატივი, არც ღირსება. ტვინიც არა“ (ეს ჩვენ არა, ტურჩაკმა თქვა)“ - ვკითხულობთ "ტელეგრამარხზე".

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="guberniaband/5398" data-width="100%"></script>

"შაბათ-კვირას ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი კურსკის დეპუტატს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ის ახალ წელს მეუღლესთან ერთად მექსიკაში აღნიშნავდა. ამ დროს კი, ტურჩაკის ქალიშვილმა, ოლგა წულუკიძე-ტურჩაკმა ახალი წელი საქართველოში აღნიშნა... როგორ შეეძლო ამ ბედნიერებაზე საუბარი "ინსტაგრამზე", რომელიც მტრის ქსელია და რუსეთში არ მუშაობს. ანდრეი ტურჩაკს, რომელიც რუსი პოლიტიკოსების დასვენებამ აღაშფოთა, ქალიშვილის თბილისში ყოფნაზე კომენტარი არ გაუკეთებია.“ - წერს არხი.

როგორც "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ქალი ნამდვილად ხშირი სტუმარია, როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს კურორტების.

წულუკიძეების ოჯახი აფხაზეთიდან არის. ვიქტორ წულუკიძეს და დარეჯან სიდიანს ორი ვაჟი - ბექარი და ალექსანდრე ჰყავთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უფროსი ძმა, როგორც მოგახსენეთ, მსახიობია, რაც შეეხება უმცროსს - ალექსანდრე წულუკიძეს, ის 2018 წელს დაარსებული კომპანია "სს პერსპექტივის“ ერთადერთი მფლობელია. 2020 წლის 21 ივლისიდან "პერსპექტივა" ფლობს M Invest-ის 99.9%-ს. კომპანიის წილის წინა მფლობელი იყო "სს დელტა“, რომელიც დაკავშირებულია PMC Wagner-ის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ნათესავებთან.

წულუკიძეების ოჯახი
  • ბექარ წულუკიძე

რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი ბექარ წულუკიძე 1991 წლის 7 სექტემბერს სოხუმში დაიბადა. ცეკვავს და უკრავს საყვირზე. კარგად ლაპარაკობს ქართულად. 2021 წელს მან შეასრულა თემურ ჩიქოვანის როლი დეტექტიურ ფილმში "სამხედრო პოლიცია". თამაშობს თეატრში და გადაღებულია რამდენიმე ფილმის ეპიზოდურ როლში.