რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერის და ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის ქალიშვილი, ოლგა, საქართველოს ხშირად სტუმრობს და ახალ, 2023 წელსაც, სავარაუდოდ, თბილისში შეხვდა. ამ დროს კი მამამისი აღშფოთებულია რუსი პოლიტიკოსების საზღვარგარეთ გატარებული შვებულებებით.
"ამ დღესასწაულების დროს მოხდა რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, როდესაც "ერთიანი რუსეთის“ დეპუტატებმა თავი არაადეკვატური ქცევით გამოიჩინეს. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია - სირბილი, ყვინთვა, თხილამურებზე დგომა... მაგრამ ყველაფერს აქვს დრო და ადგილი. ჩვენ ამ დეპუტატებს პარტიულ ბარათებს ჩამოვართმევთ...“ - განაცხადა ტურჩაკმა.
ანდრეი ტურჩაკის უფროსი ქალიშვილი ოლგა პეტერბურგელი მსახიობია. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები რამდენიმე სატელევიზიო ფილმსა და სერიალში, ხოლო 2020 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა პირველი მხატვრული ფილმი "მიყურე მე". ფილმმა, რომლის ბიუჯეტის ორი-მესამედი კინოფონდის გრანტით დაფინანსდა, მაყურებლისგან ცუდი შეფასება დაიმსახურა და კინოთეატრებიდან $20000-ზე ნაკლები შემოსავალი მიიღო.
ოლგა ტურჩაკი "ინსტაგრამზე" წულუკიძეს გვარს იყენებს. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში ოლგას ვაჟი შეეძინა, ბავშვის მამა პეტერბურგის აკადემიური მცირე დრამატული თეატრის მსახიობი ბექარ წულუკიძეა. Ekhokavkaza-მ ვერ დაადგინა, იყვნენ თუ არა ის და ოლგა ტურჩაკი ოფიციალურად დაქორწინებულები.
2022 წლის იანვარში ოლგამ გამოაქვეყნა საქართველოში გადაღებული სურათები...
როგორც ირკვევა, ის საქართველოს ხშირად სტუმრობს, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ბექარ წულუკიძის ქართულ წარმომავლობას უკავშირდება. მაგრამ არცერთ ფოტოზე, რომელიც საქართველოში აქვს ოლგას გადაღებული, ბექარი არ ჩანს.
2022 წლის დეკემბერში ოლგამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო საახალწლო ილუმინაციებით განათებული თბილისიდან. ფსკოვის გუბერნატორის "ტელეგრამარხმა" კი დაწერა, რომ მან "ახალი წელი საქართველოში აღნიშნა...“
"ცინიზმისა და არაადამიანობის მწვერვალი. არა სამშობლო, არა დროშა. არც პატივი, არც ღირსება. ტვინიც არა“ (ეს ჩვენ არა, ტურჩაკმა თქვა)“ - ვკითხულობთ "ტელეგრამარხზე".
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="guberniaband/5398" data-width="100%"></script>
"შაბათ-კვირას ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი კურსკის დეპუტატს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ის ახალ წელს მეუღლესთან ერთად მექსიკაში აღნიშნავდა. ამ დროს კი, ტურჩაკის ქალიშვილმა, ოლგა წულუკიძე-ტურჩაკმა ახალი წელი საქართველოში აღნიშნა... როგორ შეეძლო ამ ბედნიერებაზე საუბარი "ინსტაგრამზე", რომელიც მტრის ქსელია და რუსეთში არ მუშაობს. ანდრეი ტურჩაკს, რომელიც რუსი პოლიტიკოსების დასვენებამ აღაშფოთა, ქალიშვილის თბილისში ყოფნაზე კომენტარი არ გაუკეთებია.“ - წერს არხი.
როგორც "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ქალი ნამდვილად ხშირი სტუმარია, როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს კურორტების.
წულუკიძეების ოჯახი აფხაზეთიდან არის. ვიქტორ წულუკიძეს და დარეჯან სიდიანს ორი ვაჟი - ბექარი და ალექსანდრე ჰყავთ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უფროსი ძმა, როგორც მოგახსენეთ, მსახიობია, რაც შეეხება უმცროსს - ალექსანდრე წულუკიძეს, ის 2018 წელს დაარსებული კომპანია "სს პერსპექტივის“ ერთადერთი მფლობელია. 2020 წლის 21 ივლისიდან "პერსპექტივა" ფლობს M Invest-ის 99.9%-ს. კომპანიის წილის წინა მფლობელი იყო "სს დელტა“, რომელიც დაკავშირებულია PMC Wagner-ის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ნათესავებთან.
რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი ბექარ წულუკიძე 1991 წლის 7 სექტემბერს სოხუმში დაიბადა. ცეკვავს და უკრავს საყვირზე. კარგად ლაპარაკობს ქართულად. 2021 წელს მან შეასრულა თემურ ჩიქოვანის როლი დეტექტიურ ფილმში "სამხედრო პოლიცია". თამაშობს თეატრში და გადაღებულია რამდენიმე ფილმის ეპიზოდურ როლში.