ავტორი:

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა"

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა" - როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს "ლარისა ივანოვნა"

15 იანვარს, ქართული ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იხსენებენ და სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ.

რუსული მედია კი აქვეყნებს ლეგენდარულ ფილმ "მიმინოში" კიკაბიძის პარტნიორის, ელენა პროკლოვას სიტყვებს. პროკლოვა "ლარისა ივანოვნას" როლს ასრულებდა.

მსახიობი კიკაბიძეს ასე ემშვიდობება:

“ჩემი შესანიშნავი პარტნიორი წავიდა, მსახიობი, რომელთანაც მარტივი იყო მუშაობა“, - თქვა პროკლოვამ და მადლიერებითა და სიხარულით გაიხსენა ის პერიოდი როცა "მიმინოს“ გადაღებები მიმდინარეობდა.

"ვწუხვარ მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ვახტანგს დიდი ხნის განმავლობაში უდიდესი ადგილი ექნება ადამიანთა გულებში არამხოლოდ როგორ მომღერალსა და მშვენიერ მსახიობს, არამედ როგორც შესანიშნავ ადამიანს“, - ამბობს პროკლოვა.