ავტორი:

მსოფლიო განუმეორებელ "ესმერალდასა" და "ადელინას" ემშვიდობება - იტალიელი კინოვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიო განუმეორებელ "ესმერალდასა" და "ადელინას" ემშვიდობება - იტალიელი კინოვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ევროპული კინოს 1950 -60-იანი წლების იტალიელი ვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის უკანასკნელი დღეები საავადმყოფოში გაატარა.

ჯინა ლოლობრიჯიდას ხშირად ახასიათებდნენ, როგორც"მსოფლიოში უმშვენიერეს ქალს“. ის ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ ფილმებში იღებდა მონაწილეობას და უთამაშია ისეთ ლეგენდარულ ვარსკვლავებთან, როგორიცაა ჰამფრი ბოგარტი, ფრენკ სინატრა, როკ ჰადსონი და ეროლ ფლინი. ჯინას მსოფლიო წარმატება ფილმ Beat the Devil-ში მონაწილეობის შემდეგ ხვდა წილად. განუმეორებელია მისი ესმერალდა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში" და ადელინა "ფანფან ტიტაში"...

1960-იან წლებში ლოლობრიჯიდამ სამსახიობო კარიერას ფოტოგრაფია, შემდგომ კი პოლიტიკაც კი ამჯობინა. ის 1999 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. ჯინამ ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი და ექსკლუზიური ინტერვიუც კი აქვს ჩაწერილი კუბის ლიდერ ფიდელ კასტროსთან.

ჯინა ავეჯის ხელოსნის შვილი იყო. მან თინეიჯერობის წლები მოდელობით და სილამაზის კონკურსებში მონაწილეობით განვლო.1947 წელს, ლოლობრიჯიდამ, "მის იტალიის“ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, ჯინა სამჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე" და ერთხელ ჯილდოც მოიპოვა.

ჯინა ლოლობრიჯიდას ერთი ვაჟი და შვილიშვილი, დიმიტრი დარჩა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა