ავტორი:

"ამ ბედნიერი დღის შემდეგ, ოჯახმა დაგვპატიჟა... უცებ ურეკავენ ხვიჩას მამას, - დედაშენი გარდაიცვალაო..." - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე კვარაცხელიას ბებიის თაობაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე?

"ამ ბედნიერი დღის შემდეგ, ოჯახმა დაგვპატიჟა... უცებ ურეკავენ ხვიჩას მამას, - დედაშენი გარდაიცვალაო..." -  რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე კვარაცხელიას ბებიის თაობაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე?

ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში იმყოფებოდა, სადაც სხვა გულშემატკივრებითან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა“ და "იუვენტუსის“ მატჩს დაესწრო. საქართველოში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა გაიხსენა, თუ როგორ გავრცელდა წარმატებული მატჩის მეორე დღეს ინფორმაცია, რომ თითქოს კვარაცხელიას ბებია გარდაიცვალა...

"კეთილისმსურველებმა“ სპორტსმენის მამას მაშინ დაურეკეს, როდესაც ქართველებთან ერთად შვილის წარმატებას სუფრასთან აღნიშნავდა...

"ამ ბედნიერი დღის შემდეგ, ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, ბედნიერი დღეა და უცებ ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, რომ დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინეთ, რა ემოცია გაქვს, როდესაც იცი, რომ დედა შეუძლოდ არის, დატოვებული გყავს საქართველოში... ჩაგშხამდა ყველაფერი, წავიდა იქ შავლენტიანი ფოტოები, ვიღაცები ურეკავენ... დაახლოებით 20 წუთში გაირკვა, რომ ეს ტყუილი და "ფეიკნიუსი" იყო...

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში ქართველებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, ეს გაუკეთო?.. მორჩა, ამ ადამიანებს არაფრის ხალისი აღარ ჰქონდათ. მე, სამწუხაროდ, მომცა ცხოვრებამ ის გამოცდილება, რომ ამის თქმის უფლება მაქვს, არ გპატიობენ წარმატებას და სიხარულს. როდესაც რაღაც ცუდი გემართება, მერე ყველა შენი გულშემატკივარია. მივცეთ რა, ამ ოჯახს ბედნიერების საშუალება. ჟურნალისტი რომ ხარ და ყველაფერი კარგად გაქვს, რატომ უნდა იბოღმებოდე ამ ბავშვის წარმატებით?..

სახელებითა და გვარებით ამბობენ ეს ადამიანები, - ეს რას მერჩის, ამისთვის რა დამიშავებიაო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ განიცდიან ეს ადამიანები ამ ყველაფერს", - განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ "იმედის" ეთერში.