პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი
"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი

ახლა მე­რი­აც და პრო­კუ­რა­ტუ­რაც მიდ­გე­ბა-მოდ­გე­ბა, ოღონდ ეს თემა გა­და­გორ­დეს და ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­მოჩ­ნდეს. გა­ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას, სა­ნამ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი დად­გე­ბი­ან სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის ქვეშ, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, ლიფ­ტში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, თბი­ლი­სი მშვი­დო­ბის ქა­ლა­ქი კი არა, მონ­ჯღ­რე­უ­ლი და სა­სიკ­ვდი­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ქა­ლა­ქია.

"საკ­რე­ბუ­ლო­ში რომ ვი­ყა­ვი, ვსვამ­დით სა­კითხს ლიფ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს უნდა გაგ­რძელ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენ­თან ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, მა­ინც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა ხოლ­მე საქ­მეს. ვხე­დავთ რო­გო­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რას ავ­ლენს თბი­ლი­სის მე­რია. ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ის "გრინ­სერ­ვი­სი“ კი­დევ ორ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მე­რია არის ერთი დიდი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ლიფ­ტე­ბი იყო სა­კი­თხი, რომ­ლის დას­მაც კი რთუ­ლი იყო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად აჯაფ­სან­და­ლია. ადრე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში არ­სე­ბობ­და ლიფ­ტე­ბის სამ­მარ­თვე­ლო. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ გა­და­კეთ­და "თბილ­ლიფ­ტად“, რო­მელ­მაც და­ი­წყო ლიფ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. ეს ხურ­დე­ბის "ჩაყ­რე­ბი“ არის აქე­დან, მაგ­რამ ამ კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვრცელ­დე­ბა ნა­წილ­ზე, ნა­წილ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. ახლა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­სი. ათა­სი ჯუ­რის ლიფ­ტია შე­მო­სუ­ლი: ძვე­ლი საბ­ჭო­თა ლიფ­ტე­ბი, რო­მელ­საც მო­დერ­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა (ვინ აკე­თებს ამ ძვე­ლი ლიფ­ტე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას? მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე ვი­ნაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?) და ახა­ლი ლიფ­ტე­ბი (რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია ეს ლიფ­ტე­ბი, ვინ­მე ამოწ­მებს, რომ ეს ლიფ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­წყდეს?) ყვე­ლა ლიფ­ტი, ყვე­ლა ამ­ხა­ნა­გო­ბა ცალ-ცალ­კეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რა და­ა­შა­ვა იმ ოჯახ­მა, ცოლი და ქმა­რი რომ და­ჭყლი­ტა ლიფტ­მა. ახლა მე­რი­აც და პრო­კუ­რა­ტუ­რაც მიდ­გე­ბა-მოდ­გე­ბა, ოღონდ ეს თემა გა­და­გორ­დეს და ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­მოჩ­ნდეს. გა­ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას, სა­ნამ მომ­დევ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი დად­გე­ბი­ან სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის ქვეშ“, - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ ახლა იქ ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რონ.

"მარ­ტო შო­უ­ებს კი არ უნდა მარ­თავ­დნენ ან იმ ხურ­დებს რომ აგ­რო­ვებს ხალ­ხი, რა­ტომ აგ­რო­ვებს? სირ­ცხვი­ლი არაა? სი­ნამ­დვი­ლე­ში, მშვი­დო­ბის ქა­ლა­ქი კი არა, ეს არის მონ­ჯღ­რე­უ­ლი და სა­სიკ­ვდი­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ქა­ლა­ქი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე­თი ქა­ლა­ქია თბი­ლი­სი. ძვე­ლი საბ­ჭო­თა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა რა­ცაა, ის უკვე საფრ­თხის შემ­ცვლე­ლია. ხოლო რაც ახა­ლი იქ­მნე­ბა, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია, ღმერ­თმა უწყის.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ელე­მენ­ტია ამ­ხა­ნა­გო­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა“ ამ­ხა­ნა­გო­ბა და მისი თავ­მჯდო­მა­რე აქ­ცია კო­ორ­დი­ნა­ტო­რად და რა ქნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“? თავ­ზე ხელი გა­და­უს­ვა, უბ­რა­ლოდ ის წი­თე­ლი მა­ი­სუ­რი შეც­ვა­ლეთ ლურ­ჯი­თო და იყა­ვი­თო. ამას, რო­გორც თვით­მმარ­თველ ერ­თე­ულს თუ გა­აძ­ლი­ე­რებ, ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ თა­ვი­სი სივ­რცე უკეთ მარ­თონ და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­უზ­რდი, ეს იქ­ნე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ახლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იყოს ამ­ხა­ნა­გო­ბა­ზე, მაგ­რამ ვერ იქ­ნე­ბა ვე­რა­ნა­ი­რად, იმი­ტომ, რომ უუფ­ლე­ბოა“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბია.

მისი თქმით, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას კახა კა­ლა­ძე აკონ­ტრო­ლებს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი არის კა­ლა­ძე. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს კა­ლა­ძე. კო­ბი­აშ­ვი­ლი არის კა­ლა­ძის ხელ­დას­მუ­ლი, აკე­თებს იმას, რა­საც ეტყვის კა­ლა­ძე. კო­ბი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში არ არის“, -აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ყვა­რელ­ში ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის­თვის ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო არა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბა.

"მე რომ მჯე­რო­დეს, ეს ხალ­ხი იქ შე­იკ­რი­ბა და მათ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არ შე­უშ­ვეს თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, არა­ნა­ი­რი და­ვა­ლე­ბა ზე­მო­დან არ ჰქო­ნი­ათ, პარ­ტი­უ­ლი და უშიშ­რო­ე­ბის ხა­ზით, მა­შინ ვი­ტყო­დი, რომ დე­მოკ­რა­ტია ეგე­თია, შე­იძ­ლე­ბა სა­დღაც არ შე­გიშ­ვან, მაგ­რამ მე არ მჯე­რა, რომ იმ ხალ­ხმა, ვინც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს არ უშ­ვებ­და, და­ვა­ლე­ბა არ მი­ი­ღო და მათ ან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ არ ჰქონ­დათ და­ვა­ლე­ბა ან უშიშ­რო­ე­ბი­დან. ამის არ მჯე­რა. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის არ შეშ­ვე­ბა იყო პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ოდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sany
1

ჯარიმების, საცობების ..)

ქეთი-ს
7

(გენაცვალეთ) პოზიციონერობაში და (აყვავებულ) ეკონომიკაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი

"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი

ახლა მერიაც და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს. გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ სხვა ადამიანები დადგებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ლიფტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას აღნიშნა, რომელსაც ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, თბილისი მშვიდობის ქალაქი კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია.

"საკრებულოში რომ ვიყავი, ვსვამდით საკითხს ლიფტებთან დაკავშირებით და ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ურემი რომ გადაბრუნდება, მაინც არაფერი ეშველება ხოლმე საქმეს. ვხედავთ როგორი უპასუხისმგებლობაა, რას ავლენს თბილისის მერია. ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ ის "გრინსერვისი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მერია არის ერთი დიდი უპასუხისმგებლობა. ლიფტები იყო საკითხი, რომლის დასმაც კი რთული იყო. აბსოლუტურად აჯაფსანდალია. ადრე თბილისის მერიაში არსებობდა ლიფტების სამმართველო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაკეთდა "თბილლიფტად“, რომელმაც დაიწყო ლიფტების მომსახურება. ეს ხურდების "ჩაყრები“ არის აქედან, მაგრამ ამ კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ნაწილზე, ნაწილზე არ ვრცელდება. ახლა არის აბსოლუტური ქაოსი. ათასი ჯურის ლიფტია შემოსული: ძველი საბჭოთა ლიფტები, რომელსაც მოდერნიზება სჭირდება (ვინ აკეთებს ამ ძველი ლიფტების მოდერნიზებას? მის ექსპლუატაციაზე ვინაა პასუხისმგებელი?) და ახალი ლიფტები (რამდენად ხარისხიანია ეს ლიფტები, ვინმე ამოწმებს, რომ ეს ლიფტი შეიძლება ჩამოწყდეს?) ყველა ლიფტი, ყველა ამხანაგობა ცალ-ცალკეა პასუხისმგებელი. რა დააშავა იმ ოჯახმა, ცოლი და ქმარი რომ დაჭყლიტა ლიფტმა. ახლა მერიაც და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს. გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ მომდევნო ადამიანები დადგებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულო არსებობს იმისთვის, რომ ახლა იქ ამ თემაზე ისაუბრონ.

"მარტო შოუებს კი არ უნდა მართავდნენ ან იმ ხურდებს რომ აგროვებს ხალხი, რატომ აგროვებს? სირცხვილი არაა? სინამდვილეში, მშვიდობის ქალაქი კი არა, ეს არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი. სინამდვილეში, ასეთი ქალაქია თბილისი. ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა რაცაა, ის უკვე საფრთხის შემცვლელია. ხოლო რაც ახალი იქმნება, რამდენად ხარისხიანია, ღმერთმა უწყის.

თვითმმართველობის ყველაზე ძლიერი ელემენტია ამხანაგობა. "ნაციონალურმა მოძრაობა“ ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე აქცია კოორდინატორად და რა ქნა "ქართულმა ოცნებამ“? თავზე ხელი გადაუსვა, უბრალოდ ის წითელი მაისური შეცვალეთ ლურჯითო და იყავითო. ამას, როგორც თვითმმართველ ერთეულს თუ გააძლიერებ, ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ თავისი სივრცე უკეთ მართონ და უფლებამოსილებას გაუზრდი, ეს იქნება არაჩვეულებრივი. ახლა პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამხანაგობაზე, მაგრამ ვერ იქნება ვერანაირად, იმიტომ, რომ უუფლებოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "მოქალაქეების“ ლიდერმა გადაცემაში სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებია.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციას კახა კალაძე აკონტროლებს.

"სინამდვილეში, ფეხბურთის ფედერაციის რეალური პრეზიდენტი არის კალაძე. ფეხბურთის ფედერაციას აკონტროლებს კალაძე. კობიაშვილი არის კალაძის ხელდასმული, აკეთებს იმას, რასაც ეტყვის კალაძე. კობიაშვილი თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში არ არის“, -აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ყვარელში ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩატარებისას ხელის შეშლის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო არა მოქალაქეების გადაწყვეტილება, არამედ პარტიული დავალება.

"მე რომ მჯეროდეს, ეს ხალხი იქ შეიკრიბა და მათ ლევან ბერძენიშვილი არ შეუშვეს თავისი ინიციატივით, არანაირი დავალება ზემოდან არ ჰქონიათ, პარტიული და უშიშროების ხაზით, მაშინ ვიტყოდი, რომ დემოკრატია ეგეთია, შეიძლება სადღაც არ შეგიშვან, მაგრამ მე არ მჯერა, რომ იმ ხალხმა, ვინც ლევან ბერძენიშვილს არ უშვებდა, დავალება არ მიიღო და მათ ან პარტია "ქართული ოცნებიდან“ არ ჰქონდათ დავალება ან უშიშროებიდან. ამის არ მჯერა. ლევან ბერძენიშვილის არ შეშვება იყო პარტიული დავალება და სამართალდამცავებიც შესაბამისად იქცეოდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.