საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ" - ივანე ჩხაიძე
"ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ" - ივანე ჩხაიძე

თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი 2022 წლის ივ­ლი­სამ­დე გაქვთ გა­და­ტა­ნი­ლი, ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი გაქვთ მდგრა­დო­ბა "ომიკ­რო­ნის“ სუბ­ვა­რი­ან­ტის მი­მართ, ასე­ვე თუ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ხართ ახა­ლი ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნით, ან სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვთ "ბუს­ტე­რი“, თქვე­ნი დაც­ვა ამ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ღა­ლია,- ამის შე­სა­ხებ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ომიკ­რო­ნის“ ახალ სუბ­ვა­რი­ანტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ქვეშ­ტა­მი XBB.1.5, ე.წ. კრა­კე­ნი "ომიკ­რო­ნის" მსგავ­სია. მას არ ახა­სი­ა­თებს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ასე­ვე არ მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე.

"თუ თქვენ გა­და­ტა­ნი­ლი გაქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სი 2022 წლის ივ­ლი­სამ­დე, ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი გაქვთ მდგრა­დო­ბა "ომიკ­რო­ნის“ სუბ­ვა­რი­ან­ტის მი­მართ, თუ თქვენ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ხართ ახა­ლი ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნით, ან გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვთ "ბუს­ტე­რი“ სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში, თქვე­ნი დაც­ვა ამ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ღა­ლია. ჯან­მო ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ გვინ­და თავი და­ვიც­ვათ ამ ქვე­ვა­რი­ან­ტის­გან, მე­სა­მე ან მე­ო­თხე დო­ზით უნდა ავიც­რათ.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ის "ომიკ­რო­ნის“ მსგავ­სია - არ ახა­სი­ა­თებს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე, ასე­ვე არ ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი სი­სუს­ტე“, -აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

გარ­და ამი­სა, მან ვირუ­სებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გრიპ­ზე და არა კო­რო­ნა­ვირუს­ზე მო­დის.

"რა თქმა უნდა, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ ორი ვირუ­სის დო­მი­ნი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. რთუ­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა ამ ორი ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მა­ტე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ciuri
0

რაც ავიცარი ის ამომიცარით თუ შეძლებთ რა ახალ აცრაზე ბოდავთ შეცდომა დაუშვი ეხლა ვნანობ მაგრამ გვიანია

ნატალიააა.
0

არც ავცრილვარ და არც ავიცრებიიიი... ვიცავდი რეგულაცირბს. ვირუსი არასდეოს მკონია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ" - ივანე ჩხაიძე

"ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ" - ივანე ჩხაიძე

თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა "ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, ასევე თუ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან სექტემბრის შემდეგ გაკეთებული გაქვთ "ბუსტერი“, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია,- ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ "ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი "ომიკრონის" მსგავსია. მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.

"თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა "ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ "ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.

რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის "ომიკრონის“ მსგავსია - არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -აღნიშნავს ჩხაიძე.

გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის.

"რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, - აღნიშნავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში.