ავტორი:

"მითხრა, ახლა რომ ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო... წავიდა წელში გამართული, სიმღერით" - როგორ იხსენებენ და ემშვიდობებიან ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს

"მითხრა, ახლა რომ ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო... წავიდა წელში გამართული, სიმღერით" - როგორ იხსენებენ და ემშვიდობებიან ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს

84 წლის ასაკში კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. საზოგადოება მას ემშვიდობება და სოციალურ ქსელში კიკაბიძესთან გამოსათხოვარი წერილები ვრცელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი:

მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი

კახა კალაძე, თბილისის მერი:

ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა.ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულისტკივილს.

გივი თარგამაძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი:

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, მე ხო ვიცოდი მისი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივი ჯან, ეხლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო. წავიდა ბუბა, მაგრამ, როგორც თვითონ უნდოდა, ისე წავიდა, წელში გამართული და სიმღერით. არასდროს მიტრიპაჩია ამ ადამიანთან მეგობრობით, ერთს ვიტყვი, ბედნიერი ვარ, რომ ეს მეგობრობა მერგო. მშვიდობით, მეგობარო და როგორც შენ ამბობ არ დაიდარდოში - прохожий,кинь цветок на его могилу.... ამ ქვეყნად იქნები სულ

შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი:

უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. თითქოს ეპოქა დასრულდა და თან ახალი ეპოქა დაიწო ბუბას გარეშე და მაინც ბუბასთან ერთად.

ნიკა ქავთარაძე, მსახიობი:

ძალიან დიდი ისტორია დასრულდა! RIP ბუბა

გიორგი გასვიანი, მსახიობი:

ამ ქვეყნად არსებობენ ნამდვილი ვარსკვლავები და ეპოქის ლეგენდები! შემდეგ მიდიან და ტოვებენ სევდას და დიდ სიხარულს! ბუბა კიკაბიძე

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

ეპოქა, ლეგენდა, ყველა დროის უდიდესი ქართველი წავიდა