მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკი თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მიუღებელი დემონსტრირება, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.
“ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელს უკრაინაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
არავის დამცველი არა ვარ, მაგრამ სიმართლე მდგომარეობს შემდეგში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა უკრაინული ჰაერსაწინაღო რაკეტის ნარჩენი, რომელიც გაშვებული იყო რუსული ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა ხ-22-ის ჩამოსაგდებად.
ჩემი პირადი აზრით ხ-22-ის მოხვედრის შემთხვევაში იმ მაღალსართულიანი კორპუსიდან არაფერი დარჩებოდა, ვინაიდან მისი საბრძოლო ქობინის მასა 950 კილოგრამია და დანიშნულია ამერიკული ავიამზიდების მწყობრიდან გამოსაყვანად.
შენი სამძიმარი ჩადი და ჭორვილაში მიუსამძიმრე, გაგვეს მაგაზე პასუხი, შენს სიაფანდ მილოცვას არავინ ჭამს, ღრუსეთუმე სალომია ხარ