სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)
მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)

ნიუ ორ­ლე­ან­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, "მის სამ­ყა­რო“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტუ­ლის­თვის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან 80-ზე მეტი ქალი იბ­რძო­და.

კონ­კურ­სში აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, "მის ამე­რი­კამ", ბონი გაბ­რი­ელ­მა გა­ი­მარ­ჯვა. გაბ­რი­ე­ლი 28 წლის დი­ზა­ი­ნე­რია ჰი­უს­ტო­ნი­დან, ტე­ხა­სის შტა­ტი­დან. ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ლი­პი­ნუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს და გა­სულ წელს ის გახ­და პირ­ვე­ლი ფი­ლი­პი­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ამე­რი­კე­ლი, რო­მელ­მაც "მის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ის არის მო­დე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჩრდი­ლო­ეთ ტე­ხა­სის უნი­ვე­რის­ტე­ტი, დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი. აქვს სა­კუ­თა­რი ბრენ­დი - სა­მო­სის ხაზი და არის თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ სურს, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყოს ქა­ლე­ბის­თვის და აჩ­ვე­ნოს მათ, რომ შე­უძ­ლი­ათ მიზ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა და "სამ­ყა­როს და­პყრო­ბა.“

რო­დე­საც გაბ­რი­ე­ლი ტოპ ხუთ გო­გო­ნას შო­რის მოხ­ვდა, ჰკი­თხეს, თუ რას შეც­ვლი­და კონ­კურ­სში, რა­ზეც მო­დელ­მა ასე უპა­სუ­ხა, - "მინ­და, რომ სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­საც ჰქონ­დეთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 28 წლის ვარ და ეს არის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ასა­კი ამ კონ­კურ­სის­თვის. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცი­ტა­ტაა: "თუ არა ახლა, მა­შინ რო­დის?“ რად­გან, რო­გორც ქალს, მე მჯე­რა, რომ ასა­კი არ გან­გვსა­ზღვრავს ჩვენ."

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
2

რას ერჩით, ტან-ფეხი არ უვარგა, თუ სახე? სულ ქერამ და "ბარბი"-მ უნდა გაიმარჯვოს? რა გჭირთ? 

Vato
9

ის ფოტო გაქონილი როა კაია .ო რა იქნება მაგი ტაფაზე იჭყვიტინებს გოჭივით..ხოდა ამერიკელების გემოვნებაც ნ მაგაზე ლამაზი თუარ თავები კიდო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)

ნიუ ორლეანში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილამაზის კონკურსი, "მის სამყარო“ გაიმართა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულისთვის მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ქალი იბრძოდა.

კონკურსში აშშ-ის წარმომადგენელმა, "მის ამერიკამ", ბონი გაბრიელმა გაიმარჯვა. გაბრიელი 28 წლის დიზაინერია ჰიუსტონიდან, ტეხასის შტატიდან. ახალგაზრდა ქალს ფილიპინური ფესვები აქვს და გასულ წელს ის გახდა პირველი ფილიპინური წარმომავლობის ამერიკელი, რომელმაც "მის ამერიკის შეერთებული შტატების" ტიტული მოიპოვა.

ის არის მოდელი და დიზაინერი. დამთავრებული აქვს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერისტეტი, დიზაინის ფაკულტეტი. აქვს საკუთარი ბრენდი - სამოსის ხაზი და არის თავისივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

გამარჯვებული ამბობს, რომ სურს, შთამაგონებელი იყოს ქალებისთვის და აჩვენოს მათ, რომ შეუძლიათ მიზნებისთვის ბრძოლა და "სამყაროს დაპყრობა.“

როდესაც გაბრიელი ტოპ ხუთ გოგონას შორის მოხვდა, ჰკითხეს, თუ რას შეცვლიდა კონკურსში, რაზეც მოდელმა ასე უპასუხა, - "მინდა, რომ საშუალო ასაკის ადამიანებსაც ჰქონდეთ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 28 წლის ვარ და ეს არის ყველაზე უფროსი ასაკი ამ კონკურსისთვის. ჩემი საყვარელი ციტატაა: "თუ არა ახლა, მაშინ როდის?“ რადგან, როგორც ქალს, მე მჯერა, რომ ასაკი არ განგვსაზღვრავს ჩვენ."