შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს კითხვა - ეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.
"ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, - აღნიშნა ვედანტ პატელმა.
ძალიან მომწონს რომ აკვირდებით და ჩვენს გარდა არის სხვა ქვეყნაც, მადლობა თქვენ!! ექთნებსაც დააკვირდით და სანიტრებსაც!! გამოიცანით ადამიანები არიან თუ რობოტები, რომ უძლებენ ამდენ დამცირებას?? და კიდევ შეგვახსენეტ სკლეროზიანებს, რომელი პრეზიდენტი ან მაღალ ჩინოსანი ასე იქცეოდა ციხეში და 5 ვარსკვლავიან კლინიკაში!! მე ვიცი ევროპული მოსახურება საავადმყოფოებში განსაკუთრებით ლონნდონში . ძალიან მაინტერესებს თქვენი დაკვირვება რომ ხალხს მოგვწეროთ!! მადლობა წინასწარ!!!
არადა ტრამპის ინაუგურაციას ბუჩქებიდან ადევნებდა თვალს მიხუა😉 ჰაჰ