დღეს სრულიად საქართველოს ყურადღება "დიეგო მარადონასკენ" იქნება მიმართული, სადაც "ნაპოლი"-"იუვენტუსის" მატჩი იმართება. ჩვენი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით ელოდება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს. სწორედ მის საგულშემატკივროდ 180 ქართველი სპეციალურად ჩავიდა ნეაპოლში. მათ შორის არის ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"ედუარდო დე ფილიპო ხომ ამბობდა "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქიაო", ახლა ნეაპოლი ქართველთა ქალაქია, დღეს "კვარა" ხვდება იუვენტუსს, მერე ნინო სურგულაძე მღერის რიგოლეტოში და თებერვალში ანიტა რაჭველიშვილი ფაუსტში. ასეა ეს", - წერს წულუკიძე.