კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს
"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინდს გუ­როს, გუ­რამ მელ­ქა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. მისი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია. ბავ­შვის ვი­დე­ო­ებს ბი­ჭუ­ნას დედა ლიკა მა­მა­გე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად ტვირ­თავს.

3 წლის და 5 თვის გუ­რომ სრულ­ყო­ფი­ლად იცის ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი ან­ბა­ნი, ყვე­ლა ბგე­რას ცნობს, ქარ­თუ­ლად სრულ­ფა­სოვ­ნად კი­თხუ­ლობს და­მარ­ცვლის გა­რე­შე. კი­თხუ­ლობს ინ­გლი­სუ­რა­დაც. არც ისე მცი­რე ცოდ­ნას ფლობს გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, იცის კონ­ტი­ნენ­ტე­ბი, კუნ­ძუ­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ქვეყ­ნებს თა­ვის დრო­შე­ბით ას­ხვა­ვებს, გლო­ბუ­სი მის­თვის უცხო ნივ­თი სუ­ლაც არ არის, ციფ­რებს 10.000-მდე თა­ვი­სუფ­ლად „ეთა­მა­შე­ბა“, ქუ­ჩა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნის ნო­მერს იმახ­სოვ­რებს, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს და კი­დევ ბევ­რი რამ იცის. ოღონდ, ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ ას­წავ­ლის, თვი­თონ ითხოვს, კი­თხვებს სვამს და ყო­ველ კი­თხვა­ზე მი­ღე­ბულ პა­სუხს მა­შინ­ვე იმახ­სოვ­რებს.

ბი­ჭუ­ნა ამ­ჟა­მად მშობ­ლებ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჩვენ გუ­როს დე­დას ლიკა მა­მა­გე­იშ­ვილს ბერ­ლინ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- სა­ო­ცა­რი გო­ნე­ბის ბი­ჭუ­ნა გყავთ. ყო­ვე­ლი მისი ახა­ლი ვი­დეო მნახ­ვე­ლებს გვა­ო­ცებს. პირ­ვე­ლად რო­დის შე­ნიშ­ნეთ, რომ სხვე­ბის­გან თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

- 6 თვი­სა გა­მი­ცივ­და, სურ­დო ჰქონ­და და მირ­ჩი­ეს ქუ­თა­ის­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­დი­ატ­რი შო­რე­ნა ცხე­ლიშ­ვი­ლი. სა­უ­კე­თე­სო ექი­მი­აო. წა­ვიყ­ვა­ნე. ქალ­ბა­ტონ­მა შო­რე­ნამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­სინ­ჯა, რო­გორც სინ­ჯა­ვენ პე­დი­ატ­რე­ბი, მერე ხელ­ში აი­ტა­ცა, მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, გი­ლო­ცავთ, ეს ბავ­შვი გე­ნი­ო­სია! ვი­ფიქ­რე, ზრდი­ლო­ბის­თვის მე­უბ­ნე­ბო­და და დიდი მად­ლო­ბა, უფ­რო­სი შვი­ლე­ბიც ნი­ჭი­ე­რე­ბი მყავს-მეთ­ქი. და­ი­მახ­სოვ­რეთ, ჩემი სი­ტყვა, გე­ნი­ო­სია. ... ამის მერე გა­მახ­სენ­და, რომ ერ­თა­დერ­თი, რა­საც სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე მივ­ხვდი, გურო ნივ­თებს ხე­დავ­და, არა­და, მაგ დროს ასე არ ხდე­ბა ხოლ­მე. ამას მე­რეც, სახ­ლში რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვა­ტყობ­დი. ნივ­თე­ბის და­ნახ­ვა­ზე გარ­კვე­უ­ლი ემო­ცია ჰქონ­და, ასე­თი მარ­თლა იშ­ვი­ა­თია.

ვი­დეო, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს:

- მა­გა­ლი­თად?

- დე­ტა­ლუ­რად აკ­ვირ­დე­ბო­და ოთახ­ში სა­წო­ლის თავს და სხვა­დას­ხვა ნივ­თებს. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ აქვს ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა... 4 თვი­სამ პირ­ვე­ლი სი­ტყვა - მამა თქვა.

- 6 თვის მერე რა შე­ნიშ­ნეთ ახა­ლი?

- 9 თვის ასაკ­ში ასა­წყო­ბი პი­რა­მი­და ვუ­ყი­დეთ. წა­მი­ე­რად აა­წყო, მა­შინ როცა 3-5 წლის ბავ­შვებ­საც უჭირთ. ამის მერე მარ­თლა დავ­ფიქ­რდი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი არ არის... წლი­სამ და­ი­წყო სრულ­ფა­სოვ­ნად ლა­პა­რა­კი, წლი­დან­ვე ინ­გლი­სუ­რი ან­ბა­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იცო­და, წლი­სა და ერთი კვი­რი­სამ გა­ი­ა­რა. ლა­პა­რა­კი რომ და­ი­წყო, მისი პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი იყო, - ეს რა არის? ამა თუ იმ ნივთზე გა­ნუ­წყვეტ­ლივ მე­კი­თხე­ბო­და.

გუ­რამ მელ­ქა­ძე მშობ­ლებ­თან ერ­თად

- ე.ი. იგებ­და, იმახ­სოვ­რებ­და და მყი­სი­ე­რად იმე­ო­რებ­და, ხომ?

- კი. მამა პლა­ნე­ტებს ათ­ვლე­ვი­ნებ­და, ისე მო­ე­წო­ნა, რომ თა­მაშ-თა­მა­შით არა­ერ­თი პლა­ნე­ტის სა­ხე­ლი გა­ი­მე­ო­რა და იქვე და­ი­მახ­სოვ­რა. უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­დან­ვე სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის... გა­რეთ რომ ვა­სე­ირ­ნებ­დი, ყვე­ლა მან­ქა­ნის ნომ­რებს, სახ­ლე­ბის ნომ­რებს თა­ვი­სით იმახ­სოვ­რებ­და და გზა­საც, რო­მელ ბი­ლიკს სად გავ­ყა­ვართ. ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და და აკ­ვირ­დე­ბა... მა­ღა­ზი­ი­დან ისე არ გა­მო­ვა, თუ არ ნა­ხავს პრო­დუქ­ტის ვა­დას, ფა­სებს, ყვე­ლა­ფერს წა­ი­კი­თხავს.

- ხა­სი­ა­თით რო­გო­რი ბი­ჭია?

- კე­თი­ლი, თბი­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, უზღვა­ვი სით­ბოს მა­ტა­რე­ბე­ლი. ბავ­შვე­ბი დავ­ზარ­დეთ, გა­რე­შე­მო რამ­დე­ნი ბავ­შვთან გვქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, მეც თა­ვად პე­და­გო­გი ვარ, და­წყე­ბი­თე­ბი­დან ბავ­შვებს ვამ­ზა­დებ, რამ­დენს გა­მო­უვ­ლია ჩემს ხელ­ში, მაგ­რამ ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბოს მქო­ნე. ახლა ისე გა­ნიც­დის სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს რომ ვართ, გული უჩუყ­დე­ბა და ახა­ლი ვი­დე­ოს ჩა­წე­რა­ზე პრო­ტესტს მი­ცხა­დებს. ქუ­თა­ის­ში როცა დავ­ბრუნ­დე­ბით, ვი­დეო მა­შინ ჩა­ვი­წე­რო­თო. ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტია. დღეს წიგ­ნის ყდა­ზე და­წე­რა - სა­ქარ­თვე­ლო მო­მე­ნატ­რე...

- თქვენს ოჯახ­ზე გვი­ამ­ბეთ. გყავთ ვინ­მე ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე - გოგა, ორი­ვე საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ქუ­თა­ის­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხე­ბი­დან ვართ. გა­ნათ­ლე­ბა და ცოდ­ნა ჩვენ­თან ყო­ველ­თვის და­ფა­სე­ბუ­ლი იყო და დღემ­დე ასეა. ამას­თან, მა­ღალ ხა­რისხშია აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. შვი­ლე­ბიც ასე არი­ან... მე და ჩემი მე­უღ­ლე ორი­ვე მე-3 სკო­ლე­ლე­ბი ვართ. პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ბავ­შვო­ბი­დან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ასე მოვ­დი­ვართ. გვყავს სამი შვი­ლი. გურო ჩვე­ნი მე­სა­მე შვი­ლია.

გუ­რამ მელ­ქა­ძე მშობ­ლებ­თან და დებ­თან ერ­თად

- ანუ გუ­როს ჰყავს უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი?

- კი, სტუ­დენ­ტი უფ­რო­სი დები. მა­რი­ამ მელ­ქა­ძე 23 წლის არის, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს თბი­ლის­ში, ჩა­ი­რი­ცხა 50%-იანი გრან­ტით, მე­ხუ­თე კურ­სზეა, ნინი მელ­ქა­ძე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალ­ზე სწავ­ლობს, 70%-იანი გრან­ტით ჩა­ი­რი­ცხა. ნი­ნის მე-2 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ უფ­რო­სი შვი­ლე­ბიც ნი­ჭი­ე­რი, გო­ნე­ბით და ბე­ჯი­თო­ბით არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ გურო, ფაქ­ტია, სულ სხვა ვინ­მეა. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს და ეს იწ­ვევს ოჯახ­ში სრულ ჰარ­მო­ნი­ას. შვი­ლე­ბის­თვის, რო­გორც დე­დას მი­მი­ცია შე­ნიშ­ვნა, მაგ­რამ როცა მო­მის­მე­ნია მათი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, შევ­სულ­ვართ მათ­თან შე­თან­ხმე­ბა­ში, ალ­ბათ მის­თვის ასე ჯო­ბია-თქო. კონ­ფლიქ­ტამ­დე არას­დროს მივ­სულ­ვართ.

- ახლა გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბით...

- ევ­რო­პა­ში ახლა პირ­ვე­ლად არ ვართ, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვართ. ჩვე­ნი აქ მი­მოს­ვლა იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ 2 სტუ­დენ­ტი შვი­ლი გვყავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე არ არის საქ­მე, რომ 2 სტუ­დენ­ტი მარ­ტი­ვად შე­ი­ნა­ხო და კი­დევ ოჯახს წა­რუ­ძღვე, ეს მხო­ლოდ ხელ­ფა­სით რთუ­ლია. ამი­ტომ, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ, ვცდი­ლობთ, ცხოვ­რე­ბას ფეხი ავუ­წყოთ. ბავ­შვებს გვერ­დით და­ვუდ­გეთ. ბავ­შვო­ბი­დან გვიყ­ვარს გა­მოწ­ვე­ვა ცხოვ­რე­ბა­ში. მო­დუ­ნე­ბუ­ლი ყოფ­ნა არ გვიყ­ვარს. ბერ­ლი­ნი ჩემი მე­უღ­ლის­თვის მარ­თლა მე­ო­რე მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქია. კარ­გად იც­ნობს. სამ­შობ­ლო არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია, ამ ეტაპ­ზე ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბამ მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი აქ ყოფ­ნა... 1 თვის ჩა­მო­სუ­ლე­ბი ვარ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გუ­რომ გერ­მა­ნულ­ში უკვე უამ­რა­ვი სი­ტყვა ის­წავ­ლა. გუ­შინ მეტ­რო­ში გერ­მა­ნე­ლებ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს, გა­ჩე­რე­ბე­ბის ცი­ფერბლატ­ზე რაც აწე­რია, ყვე­ლა­ფერს კი­თხუ­ლობს გერ­მა­ნუ­ლად. ხალ­ხი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, ასე თა­ვი­სით ბევრ რა­მეს ამ­ბობს.

- ვუნ­დერ­კინ­დია...

- ლო­ლი­ტა ექიმ­მა რომ შე­ა­მოწ­მა, სრუ­ლი შოკი მი­ი­ღო, იქვე სხვა ექი­მებ­მაც და მის სა­ბუ­თებს ქალ­ბა­ტონ­მა ლო­ლი­ტამ და­ა­წე­რა, ვუნ­დერ­კინ­დი, რომ­ლის გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა 100%-ით აღე­მა­ტე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვის გო­ნებ­რივ მო­ნა­ცე­მებს.

- ამა თუ იმ ტე­ლე­შო­უს არ მო­უ­მარ­თავს თქვენ­თვის, რომ ბავ­შვმა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს გა­და­ცე­მა­ში?

- კი, რო­გორ არა, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ კი­დეც, მაგ­რამ უარს ამ­ბობს, ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ მინ­დაო. ძა­ლას ვერ და­ვა­ტან, მი­მაჩ­ნია, რომ ეს უკვე უხე­ში ჩა­რე­ვაა. აი, ახლა ვე­უბ­ნე­ბი უამ­რა­ვი ახა­ლი რამ იცის, მოდი, ვი­დეო ჩა­ვი­წე­როთ-თქო, მაგ­რამ არ მთან­ხმდე­ბა, ქუ­თა­ის­ში რომ წა­ვალთ, მე­რეო. ხომ ვამ­ბობ, ვერ ვა­ი­ძუ­ლებ. აქამ­დე, რაც არის ჩა­წე­რი­ლი, მხო­ლოდ მისი ნება-სურ­ვი­ლით. ზოგ­ჯერ თვი­თონ მეხ­ვე­წე­ბო­და, გა­და­მი­ღეო. ზოგ­ჯერ კი, როცა რა­ღაც ახალს აღ­მო­ვა­ჩენ და ვთხოვ, დედა, გა­და­გი­ღებ-თქო, არაფ­რით მიშ­ვებს. პრინ­ცი­პუ­ლია და პა­ტა­რა შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი მგო­ნია. პა­ტა­რა კაცს ვე­ძა­ხი.

ისე, ყვე­ლას ჰქო­ნია, რომ წყნა­რია. არა­და, ცელ­ქია, უზღვა­ვი ენერ­გია აქვს, სულ მოძ­რა­ო­ბა­ში. ზოგი მწერს, რა­ტომ ას­წავ­ლით ამ­დენ­სო. ჩვე­ნით არა­ფერს ვას­წავ­ლით, ეს ხომ და­უშ­ვე­ბე­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლიც, დას­ვა და ასე პა­ტა­რას ას­წავ­ლო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვიცი, რო­გორც პე­და­გოგ­მა. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სით ითხოვს, ის­მენს და იმახ­სოვ­რებს. აქ რომ ჩა­მო­ვე­დით, ტაქ­სით ვი­სარ­გებ­ლეთ, სულ არ მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, რა ნო­მე­რი იყო, ამას და­უ­ნა­ხავს და და­უ­მახ­სოვ­რე­ბია. ასე იცის ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა ახ­ლობ­ლის მან­ქა­ნის ნო­მე­რი, მო­ბი­ლუ­რის ნომ­რე­ბი. ერთი წლის იყო, რომ მკი­თხა, ეს სახ­ლი ვინ აა­შე­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობთ? ეს ნოხი ვინ მა­ჩუ­ქა? ეს კა­რა­და სა­ი­დან გვაქ­ვსო? ყვე­ლა წამ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა იცის, რაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის­თვის მი­მი­ცია. ინ­გლი­სურ­ში ch sh ასოთ­შე­თან­ხმე­ბა, რა ასო­ებ­საც გვაძ­ლევს, ეს მის­თვის არა­ვის უს­წავ­ლე­ბია. რა­ღა­ცე­ბი მგო­ნია, რომ თან­და­ყო­ლი­ლად აქვს... მოკ­ლედ, ასე­თი ბი­ჭია ჩვე­ნი გურო...

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

იხარეთ და იბედნიერეთ , საქართველოს საამაყო შვილებო❤️

მადონა ღადუა
0

გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი.საქართველოსთვის სასახელო ვაჟკაცი💝უმრავლოს საქართველოს ასეთი ახალგაზრდები💞💞🙏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

პატარა ვუნდერკინდს გუროს, გურამ მელქაძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მისი ფენომენალური ნიჭით ირგვლივ ყველა გაოცებულია. ბავშვის ვიდეოებს ბიჭუნას დედა ლიკა მამაგეიშვილი სოციალურ ქსელში მუდმივად ტვირთავს.

3 წლის და 5 თვის გურომ სრულყოფილად იცის ქართული, ინგლისური, რუსული ანბანი, ყველა ბგერას ცნობს, ქართულად სრულფასოვნად კითხულობს დამარცვლის გარეშე. კითხულობს ინგლისურადაც. არც ისე მცირე ცოდნას ფლობს გეოგრაფიაში, იცის კონტინენტები, კუნძულები, ქვეყნების დასახელება, ქვეყნებს თავის დროშებით ასხვავებს, გლობუსი მისთვის უცხო ნივთი სულაც არ არის, ციფრებს 10.000-მდე თავისუფლად „ეთამაშება“, ქუჩაში ნებისმიერი მანქანის ნომერს იმახსოვრებს, ასევე ტელეფონის ნომრებს და კიდევ ბევრი რამ იცის. ოღონდ, ამას სპეციალურად არავინ ასწავლის, თვითონ ითხოვს, კითხვებს სვამს და ყოველ კითხვაზე მიღებულ პასუხს მაშინვე იმახსოვრებს.

ბიჭუნა ამჟამად მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება. ჩვენ გუროს დედას ლიკა მამაგეიშვილს ბერლინში დავუკავშირდით.

- საოცარი გონების ბიჭუნა გყავთ. ყოველი მისი ახალი ვიდეო მნახველებს გვაოცებს. პირველად როდის შენიშნეთ, რომ სხვებისგან თავისი უნიკალური მეხსიერებით გამოირჩეოდა?

- 6 თვისა გამიცივდა, სურდო ჰქონდა და მირჩიეს ქუთაისში კვალიფიციური პედიატრი შორენა ცხელიშვილი. საუკეთესო ექიმიაო. წავიყვანე. ქალბატონმა შორენამ ჩვეულებრივად გასინჯა, როგორც სინჯავენ პედიატრები, მერე ხელში აიტაცა, მომიბრუნდა და მითხრა, გილოცავთ, ეს ბავშვი გენიოსია! ვიფიქრე, ზრდილობისთვის მეუბნებოდა და დიდი მადლობა, უფროსი შვილებიც ნიჭიერები მყავს-მეთქი. დაიმახსოვრეთ, ჩემი სიტყვა, გენიოსია. ... ამის მერე გამახსენდა, რომ ერთადერთი, რასაც სამშობიაროშივე მივხვდი, გურო ნივთებს ხედავდა, არადა, მაგ დროს ასე არ ხდება ხოლმე. ამას მერეც, სახლში რომ გამოვიყვანეთ, ვატყობდი. ნივთების დანახვაზე გარკვეული ემოცია ჰქონდა, ასეთი მართლა იშვიათია.

ვიდეო, რომელსაც მილიონი ნახვა აქვს:

- მაგალითად?

- დეტალურად აკვირდებოდა ოთახში საწოლის თავს და სხვადასხვა ნივთებს. აღმოვაჩინე, რომ აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება. მხედველობითი მეხსიერება... 4 თვისამ პირველი სიტყვა - მამა თქვა.

- 6 თვის მერე რა შენიშნეთ ახალი?

- 9 თვის ასაკში ასაწყობი პირამიდა ვუყიდეთ. წამიერად ააწყო, მაშინ როცა 3-5 წლის ბავშვებსაც უჭირთ. ამის მერე მართლა დავფიქრდი, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ არის... წლისამ დაიწყო სრულფასოვნად ლაპარაკი, წლიდანვე ინგლისური ანბანი თავიდან ბოლომდე იცოდა, წლისა და ერთი კვირისამ გაიარა. ლაპარაკი რომ დაიწყო, მისი პირველი სიტყვები იყო, - ეს რა არის? ამა თუ იმ ნივთზე განუწყვეტლივ მეკითხებოდა.

გურამ მელქაძე მშობლებთან ერთად

- ე.ი. იგებდა, იმახსოვრებდა და მყისიერად იმეორებდა, ხომ?

- კი. მამა პლანეტებს ათვლევინებდა, ისე მოეწონა, რომ თამაშ-თამაშით არაერთი პლანეტის სახელი გაიმეორა და იქვე დაიმახსოვრა. უდიდესი ინტერესი გამოავლინა თავიდანვე სამყაროს შეცნობის... გარეთ რომ ვასეირნებდი, ყველა მანქანის ნომრებს, სახლების ნომრებს თავისით იმახსოვრებდა და გზასაც, რომელ ბილიკს სად გავყავართ. ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება... მაღაზიიდან ისე არ გამოვა, თუ არ ნახავს პროდუქტის ვადას, ფასებს, ყველაფერს წაიკითხავს.

- ხასიათით როგორი ბიჭია?

- კეთილი, თბილი, უკეთილშობილესი ადამიანი, უზღვავი სითბოს მატარებელი. ბავშვები დავზარდეთ, გარეშემო რამდენი ბავშვთან გვქონია ურთიერთობა, მეც თავად პედაგოგი ვარ, დაწყებითებიდან ბავშვებს ვამზადებ, რამდენს გამოუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული სითბოს მქონე. ახლა ისე განიცდის საქართველოდან შორს რომ ვართ, გული უჩუყდება და ახალი ვიდეოს ჩაწერაზე პროტესტს მიცხადებს. ქუთაისში როცა დავბრუნდებით, ვიდეო მაშინ ჩავიწეროთო. ძალიან პატრიოტია. დღეს წიგნის ყდაზე დაწერა - საქართველო მომენატრე...

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. გყავთ ვინმე ასეთი განსაკუთრებული ნიჭის მქონე?

- მე და ჩემი მეუღლე - გოგა, ორივე საკმაოდ განათლებული და ქუთაისში ცნობილი ოჯახებიდან ვართ. განათლება და ცოდნა ჩვენთან ყოველთვის დაფასებული იყო და დღემდე ასეა. ამასთან, მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანობა, სიყვარული და სამშობლოს სიყვარული - ეს ყველაფერი ჩვენი მთავარი ღირებულებები. შვილებიც ასე არიან... მე და ჩემი მეუღლე ორივე მე-3 სკოლელები ვართ. პარალელური კლასელები ვიყავით და ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და ასე მოვდივართ. გვყავს სამი შვილი. გურო ჩვენი მესამე შვილია.

გურამ მელქაძე მშობლებთან და დებთან ერთად

- ანუ გუროს ჰყავს უფროსი დედმამიშვილები?

- კი, სტუდენტი უფროსი დები. მარიამ მელქაძე 23 წლის არის, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს თბილისში, ჩაირიცხა 50%-იანი გრანტით, მეხუთე კურსზეა, ნინი მელქაძე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობს, 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ნინის მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უფროსი შვილებიც ნიჭიერი, გონებით და ბეჯითობით არიან გამორჩეული, მაგრამ გურო, ფაქტია, სულ სხვა ვინმეა. ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს და ეს იწვევს ოჯახში სრულ ჰარმონიას. შვილებისთვის, როგორც დედას მიმიცია შენიშვნა, მაგრამ როცა მომისმენია მათი არგუმენტირებული პასუხი, შევსულვართ მათთან შეთანხმებაში, ალბათ მისთვის ასე ჯობია-თქო. კონფლიქტამდე არასდროს მივსულვართ.

- ახლა გერმანიაში იმყოფებით...

- ევროპაში ახლა პირველად არ ვართ, ხშირად ჩამოვდივართ. ჩვენი აქ მიმოსვლა იმას უკავშირდება, რომ 2 სტუდენტი შვილი გვყავს. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ისე არ არის საქმე, რომ 2 სტუდენტი მარტივად შეინახო და კიდევ ოჯახს წარუძღვე, ეს მხოლოდ ხელფასით რთულია. ამიტომ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ვცდილობთ, ცხოვრებას ფეხი ავუწყოთ. ბავშვებს გვერდით დავუდგეთ. ბავშვობიდან გვიყვარს გამოწვევა ცხოვრებაში. მოდუნებული ყოფნა არ გვიყვარს. ბერლინი ჩემი მეუღლისთვის მართლა მეორე მშობლიური ქალაქია. კარგად იცნობს. სამშობლო არ დაგვიტოვებია, ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობამ მოიტანა ჩვენი აქ ყოფნა... 1 თვის ჩამოსულები ვარ და წარმოიდგინეთ, გურომ გერმანულში უკვე უამრავი სიტყვა ისწავლა. გუშინ მეტროში გერმანელებმა ფოტოები გადაუღეს, გაჩერებების ციფერბლატზე რაც აწერია, ყველაფერს კითხულობს გერმანულად. ხალხი გაკვირვებული უყურებდა. არავის უსწავლებია, ასე თავისით ბევრ რამეს ამბობს.

- ვუნდერკინდია...

- ლოლიტა ექიმმა რომ შეამოწმა, სრული შოკი მიიღო, იქვე სხვა ექიმებმაც და მის საბუთებს ქალბატონმა ლოლიტამ დააწერა, ვუნდერკინდი, რომლის გონებრივი შესაძლებლობა 100%-ით აღემატება ჩვეულებრივი ბავშვის გონებრივ მონაცემებს.

- ამა თუ იმ ტელეშოუს არ მოუმართავს თქვენთვის, რომ ბავშვმა მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში?

- კი, როგორ არა, გვეხვეწებოდნენ კიდეც, მაგრამ უარს ამბობს, ტელევიზორში არ მინდაო. ძალას ვერ დავატან, მიმაჩნია, რომ ეს უკვე უხეში ჩარევაა. აი, ახლა ვეუბნები უამრავი ახალი რამ იცის, მოდი, ვიდეო ჩავიწეროთ-თქო, მაგრამ არ მთანხმდება, ქუთაისში რომ წავალთ, მერეო. ხომ ვამბობ, ვერ ვაიძულებ. აქამდე, რაც არის ჩაწერილი, მხოლოდ მისი ნება-სურვილით. ზოგჯერ თვითონ მეხვეწებოდა, გადამიღეო. ზოგჯერ კი, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ და ვთხოვ, დედა, გადაგიღებ-თქო, არაფრით მიშვებს. პრინციპულია და პატარა შემდგარი ადამიანი მგონია. პატარა კაცს ვეძახი.

ისე, ყველას ჰქონია, რომ წყნარია. არადა, ცელქია, უზღვავი ენერგია აქვს, სულ მოძრაობაში. ზოგი მწერს, რატომ ასწავლით ამდენსო. ჩვენით არაფერს ვასწავლით, ეს ხომ დაუშვებელია და შეუძლებელიც, დასვა და ასე პატარას ასწავლო. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, როგორც პედაგოგმა. ამ ყველაფერს თავისით ითხოვს, ისმენს და იმახსოვრებს. აქ რომ ჩამოვედით, ტაქსით ვისარგებლეთ, სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რა ნომერი იყო, ამას დაუნახავს და დაუმახსოვრებია. ასე იცის ქუთაისში ყველა ახლობლის მანქანის ნომერი, მობილურის ნომრები. ერთი წლის იყო, რომ მკითხა, ეს სახლი ვინ ააშენა, სადაც ვცხოვრობთ? ეს ნოხი ვინ მაჩუქა? ეს კარადა საიდან გვაქვსო? ყველა წამლის სახელწოდება იცის, რაც საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მიმიცია. ინგლისურში ch sh ასოთშეთანხმება, რა ასოებსაც გვაძლევს, ეს მისთვის არავის უსწავლებია. რაღაცები მგონია, რომ თანდაყოლილად აქვს... მოკლედ, ასეთი ბიჭია ჩვენი გურო...