მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მაგისტრანტებმა იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს ონკოპაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მაგისტრანტებმა იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს ონკოპაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი ონ­კო­პა­ცი­ენტ ბავ­შვებს უნი­ვერ­სი­ტეტ ალ­ტერბრი­ჯის მა­გის­ტრან­ტე­ბის­გან და ბედ­ნი­ე­რი ად­რე­სა­ტე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ლექ­ტო­რის - მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის ლექ­ცი­ა­ზე უბ­რა­ლოდ და­ვალ­დე­ბით და­ი­წყო და და ჯა­დოს­ნურ ამ­ბად გა­და­იქ­ცა.

ლექ­ტორ­მა მა­გის­ტრან­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბა მის­ცა, იდე­ე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ კი გაჩ­ნდა იდეა, ერთ-ერთი აერ­ჩი­ათ და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ.

„ალ­ტერ­ბირ­ჯის სივ­რცე არის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ად­გი­ლი და მი­ხა­რია, რომ ამ სივ­რცე­ში ეს ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი და­ატ­რი­ა­ლეს მა­გის­ტრან­ტებ­მა. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სტუ­დენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, ჩემი მი­ზა­ნიც ეს იყო: ისი­ნი თა­ვად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში და ენა­ხათ თე­ო­რი­უ­ლად ნას­წავ­ლი რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ პრაქ­ტი­კა­ში. ვფიქ­რობ, ამას ერ­თობ­ლი­ვად მი­ვაღ­წი­ეთ,“ - გან­მარ­ტავს უნი­ვერ­სი­ტეტ ალ­ტერბრი­ჯის ლექ­ტო­რი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე.

მა­გის­ტრან­ტებ­მა ბავ­შვებს სა­ჩუქ­რე­ბი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, 27 დე­კემ­ბერს მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დას­ცეს. კამ­პა­ნია "სა­ა­ხალ­წლო ზღა­პა­რი” სპონ­სო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შედ­გა. ად­რე­სატ­თა ასა­კი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით 30 ბავ­შვის­თვის შეგ­როვ­და სა­თა­მა­შო­ე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი და წიგ­ნე­ბი. სა­ჩუქ­რე­ბი ანი­მა­ტო­რი თოვ­ლის ბა­ბუ­ის ხურ­ჯინ­ში მო­ექ­ცა.

მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი აქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია:

„თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და ლექ­ცი­ა­ზე გან­ვლილ-გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი ერ­თია, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა­ში ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გად­მო­ტა­ნა კი­დევ უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რაც სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა უნა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. უამ­რა­ვი კომ­პა­ნია თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკავ­შირ­დე­ბო­და მათ, სთა­ვა­ზობ­და დახ­მა­რე­ბას და კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვას. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა ერ­თო­ბის შეგ­რძნე­ბა და ერთი იდე­ის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. მსგავ­სი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დიდ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს, ამის ძა­ლი­ან მჯე­რა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი ალ­ტერბრი­ჯის მა­გის­ტრან­ტებ­მაც გაგ­ვი­ზი­ა­რეს:

ანა­ნო სირ­ბი­ლა­ძე: „რო­დე­საც "სა­ა­ხალ­წლო ზღა­პარ­ზე” ვფიქ­რობ, ჩემს გო­ნე­ბა­ში პა­ტა­რა მე­გობ­რე­ბის ციმ­ცი­მა თვა­ლე­ბი იხა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ ამ­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან. მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი სავ­სე იყო ენ­თუ­ზი­აზ­მით, სი­კე­თით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით, რო­მელ­მაც მთე­ლი ჯგუ­ფი ერთ მუშ­ტად შეგ­ვკრა, შე­დეგ­მა კი, მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რად მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი ზღაპ­რის გმი­რებ­თან, პა­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რის დღე, მ. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ონ­კო­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სტუმ­რო­ბა“.

ანი ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი: „მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა, რა თქმა უნდა, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მხო­ლოდ იდე­ად დარ­ჩე­ბო­და რომ არა ჩვე­ნი სპონ­სო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და მათი მზა­ო­ბა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს და სი­კე­თით სავ­სე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ყვე­ლა იდე­ა­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვას ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა თუ ემო­ცი­უ­რი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა და ეს არის ფაქ­ტი იმი­სა, რომ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი ერთი მიზ­ნის ირ­გვლივ კრებს გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს“.

გვან­ცა გი­ა­ნაშ­ვი­ლი: „პრო­ექ­ტმა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, ჩემს ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად ბავ­შვე­ბის­თვის შეგ­ვექ­მნა ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი. ერთი მიზ­ნის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ჯგუფ­მა­პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად შევ­ძე­ლით ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი და ბრჭყვი­ა­ლა ემო­ცი­ე­ბი გვე­ჩუ­ქე­ბი­ნა პა­ტა­რე­ბის­თვის. კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხე თუ რამ­დე­ნის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მი­თა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბით“.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ: პა­ლიტ­რა L, ბიბ­ლუ­სი, პე­პე­ლა, გუდ­ვი­ლი, სან­დო­მი, მი­ნი­სო, კულა, ნე­ვერ­ლენ­დი, ჩემ­პი, ალ­ტერბრი­ჯი და Total Courage - Georgia, Sunann's accessories.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მაგისტრანტებმა იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს ონკოპაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მაგისტრანტებმა იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს ონკოპაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

საახალწლო საჩუქარი ონკოპაციენტ ბავშვებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მაგისტრანტებისგან და ბედნიერი ადრესატები - ყველაფერი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ლექტორის - მარიამ გიორგაძის ლექციაზე უბრალოდ დავალდებით დაიწყო და და ჯადოსნურ ამბად გადაიქცა.

ლექტორმა მაგისტრანტებს სოციალური პროექტების მომზადების დავალება მისცა, იდეების წარდგენის შემდეგ კი გაჩნდა იდეა, ერთ-ერთი აერჩიათ და განეხორციელებინათ.

„ალტერბირჯის სივრცე არის ალტერნატიული შესაძლებლობების ადგილი და მიხარია, რომ ამ სივრცეში ეს ჯადოსნური ამბავი დაატრიალეს მაგისტრანტებმა. ამ პროექტის განხორციელებას სტუდენტები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ, ჩემი მიზანიც ეს იყო: ისინი თავად დარწმუნებულიყვნენ საკუთარ ძალებში და ენახათ თეორიულად ნასწავლი როგორ გამოეყენებინათ პრაქტიკაში. ვფიქრობ, ამას ერთობლივად მივაღწიეთ,“ - განმარტავს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ლექტორი და გამომცემლობა პალიტრა L-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.

მაგისტრანტებმა ბავშვებს საჩუქრები წინასაახალწლოდ, 27 დეკემბერს მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოში გადასცეს. კამპანია ,,საახალწლო ზღაპარი” სპონსორი კომპანიების დახმარებით შედგა. ადრესატთა ასაკისა და სურვილების გათვალისწინებით 30 ბავშვისთვის შეგროვდა სათამაშოები, ტკბილეული და წიგნები. საჩუქრები ანიმატორი თოვლის ბაბუის ხურჯინში მოექცა.

მარიამ გიორგაძის განმარტებით, სამომავლოდ მსგავსი აქციების განხორციელებისთვის სტუდენტებისა და ბიზნეს სექტორის ასეთი თანამშრომლობა მოტივაციის მომცემია:

„თეორიული ცოდნა და ლექციაზე განვლილ-განხილული თემები ერთია, თუმცა პრაქტიკაში ამ ყველაფრის განხორციელება და გადმოტანა კიდევ უფრო დიდი გამოცდილებაა, რაც სტუდენტებს სხვადასხვა უნარის გაუმჯობესებაში ეხმარება. უამრავი კომპანია თავისი ინიციატივით უკავშირდებოდა მათ, სთავაზობდა დახმარებას და კამპანიაში ჩართვას. ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება ერთობის შეგრძნება და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მსგავსი პატარა ნაბიჯები საბოლოოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, ამის ძალიან მჯერა,“ - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით თავიანთი ემოციები ალტერბრიჯის მაგისტრანტებმაც გაგვიზიარეს:

ანანო სირბილაძე: „როდესაც ,,საახალწლო ზღაპარზე” ვფიქრობ, ჩემს გონებაში პატარა მეგობრების ციმციმა თვალები იხატება, რომლებიც ამ ამბის მთავარი გმირები არიან. მთლიანი პროცესი სავსე იყო ენთუზიაზმით, სიკეთით, მიზანდასახულობითა და სიხარულით, რომელმაც მთელი ჯგუფი ერთ მუშტად შეგვკრა, შედეგმა კი, მოლოდინებს გადააჭარბა. განსაკუთრებულად ემოციურად მახსენდება ჩვენი ზღაპრის გმირებთან, პატარებთან შეხვედრის დღე, მ. იაშვილის კლინიკის ონკოგანყოფილებაში სტუმრობა“.

ანი ჯეირანაშვილი: „მიუხედავად ჩვენი უდიდესი სურვილისა და ენთუზიაზმისა, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა მხოლოდ იდეად დარჩებოდა რომ არა ჩვენი სპონსორი კომპანიები და მათი მზაობა ჩართულიყვნენ ამ უმნიშვნელოვანეს და სიკეთით სავსე საქმიანობაში. ყველა იდეასა და ინიციატივას ბიზნესპარტნიორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა თუ ემოციური თანადგომა სჭირდება და ეს არის ფაქტი იმისა, რომ კეთილი საქმეები ერთი მიზნის ირგვლივ კრებს განსხვავებულ ადამიანებს“.

გვანცა გიანაშვილი: „პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ჩემს ჯგუფელებთან ერთად ბავშვებისთვის შეგვექმნა ჯადოსნური ამბავი. ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულმა ჯგუფმაპარტნიორ კომპანიებთან ერთად შევძელით ყველაზე გულწრფელი და ბრჭყვიალა ემოციები გვეჩუქებინა პატარებისთვის. კიდევ ერთხელ დავინახე თუ რამდენის მიღწევაა შესაძლებელი ერთმანეთის გვერდით დგომითა და გუნდური მუშაობით“.

ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიები იყვნენ: პალიტრა L, ბიბლუსი, პეპელა, გუდვილი, სანდომი, მინისო, კულა, ნევერლენდი, ჩემპი, ალტერბრიჯი და Total Courage - Georgia, Sunann's accessories.