პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით
14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები -  "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ, რო­მე­ლიც გუ­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბით.

ის 2020 წელს დე­პუ­ტა­ტი მე­ო­რედ გახ­და, მა­ნამ­დე 2004 -2008 წლებ­ში მე - 6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე 1967 წელს და­ი­ბა­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბით: გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორტზე.

  • სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

2010 - 2014 წლე­ბი: კო­ნო­თე­ატ­რი "აპო­ლო" - დი­რექ­ტო­რი

1999 - 2004 წლე­ბი: "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე

1998 - 1999 წლე­ბი: "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

1997 - 1998 წლე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

1996 - 1997 წლე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ტა­რი­ფო-სა­ექ­სპე­დი­ციო სა­წარ­მოს უფ­რო­სი

1993 - 1996 წლე­ბი: სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცია "საბა-21-ის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი

1987 - 1988 წლე­ბი: თბი­ლი­სის კო­ნი­ა­კის ქ-ის ვა­გო­ნის გამ­ცი­ლე­ბე­ლი

1985 - 1987 წლე­ბი: სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი

1985 - 1985 წლე­ბი: ღვი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის სა­რე­მონ­ტო სამ­შე­ნებ­ლო სამმ-ს მუშა

1985 - 1985 წლე­ბი: თბი­ლი­სის კო­ნი­ა­კის ქ-ის მუშა

ჩი­გო­გი­ძის ბიზ­ნეს­კა­რი­ე­რა 1993 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცია "საბა-XXI-ის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დახ­და. სამი წლის შემ­დეგ რკი­ნიგ­ზა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც 2004 წლამ­დე "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

2004 წელს, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ბიზ­ნე­სი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და დე­პუ­ტა­ტი გახ­და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძეს ჰყავს ორი ვაჟი: გი­ორ­გი და დემ­ნა. დე­პუ­ტა­ტი ორი წლის წინ შვი­ლებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მათ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ბი­ჭებს "სის­ხლის ყი­ვი­ლი“ მა­შინ ეწყე­ბათ, რო­დე­საც გუ­რი­ის სა­ზღვარ­ზე შედ­გა­მენ ფეხს...

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე:

"გა­ი­ცა­ნით ჩემი ორი სი­ა­მა­ყე გი­ორ­გი და დემ­ნა, რო­მელ­თა მი­მარ­თაც გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ემო­ცია მაქვს. უფ­რო­სი ვაჟი, გი­ორ­გი 19 წლი­საა, და­ამ­თავ­რა ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ეუფ­ლე­ბა მეღ­ვი­ნე­ო­ბას. უმ­ცროს­მა, დემ­ნა­მაც ასე­ვე და­ამ­თავ­რა წელს ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია და კავ­კა­სი­ის ბიზ­ნესს­კო­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და.

აქ, გუ­რი­ა­ში მათ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. ჩემს შვი­ლებს ნამ­დვი­ლი "სის­ხლის ყი­ვი­ლი“ მა­შინ ეწყე­ბათ, როცა გუ­რი­ის სა­ზღვარ­ზე შედ­გა­მენ ფეხს და გუ­რულ ჰა­ერს ჩა­ი­სუნ­თქა­ვენ. შვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი ძა­ლას მმა­ტებს. მხო­ლოდ ერ­თა­დერთ რა­მე­ზე ვფიქ­რობ, მშობ­ლი­ურ გუ­რი­ა­ში უკე­თე­სო­ბის­კენ ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლოთ და ისე ვი­ცხოვ­როთ, რომ წლე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გიმ და დემ­ნამ ჩვე­ნი ოჯა­ხის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით ია­მა­ყონ", - წერ­და დე­პუ­ტა­ტი.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძის 2022 წელს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შთამ­ბეჭ­და­ვია.

2021 წელს ჩი­გო­გი­ძემ ბა­თუმ­ში სამი ბინა შე­ი­ძი­ნა, რომ­ლებ­შიც სულ 88 200 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. 2019 წელს 2 ბინა და ერთი სარ­და­ფი შე­ი­ძი­ნა თბი­ლის­ში, ვაჩ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე. ამ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში სულ120 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2018 წელს 3 ათას ლა­რად ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ სო­ფელ ახალ­შენ­ში. 2002 წელს კი კი­დევ ერთი ბინა გა­და­ე­ცა მემ­კვიდ­რე­ო­ბით, ამ­ჯე­რად თბი­ლის­ში, რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე.

2019 წელს ჩი­გო­გი­ძე თბი­ლის­ში კი­დევ ერთ ბი­ნას ყი­დუ­ლობს, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, რო­მელ­შიც 35 ათას დო­ლარს იხ­დის. 2017 წელს აქვს შე­ძე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბა­თუმ­ში. დაბა ჩაქვში მდე­ბა­რე სახ­ლში კი 140 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

2019 წელს ჩი­გო­გი­ძემ თბი­ლის­ში ვაჩ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე 183.36კვ. მ. 183 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ჩი­გო­გი­ძის ქო­ნე­ბა მხო­ლოდ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ბი­ნე­ბით არ მთავ­რდე­ბა. დე­პუ­ტა­ტი ფლობს ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა ურეკ­ში, 1800 კვ.მ. ფარ­თობს, რო­მე­ლიც 2005 წელს 216 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მას ასე­ვე აქვს 2019 წელს შე­ძე­ნი­ლი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, ფერ­დო­უ­სის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­შიც 35 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ჩი­გო­გი­ძეს აქვს ორი ბინა ბა­კუ­რი­ან­ში, 2018 წელს უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში 30 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე, რო­გორც ჩანს, ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი არ გახ­ლავთ. მის ავ­ტო­ფა­რეხ­ში მხო­ლოდ ერთი მან­ქა­ნა 2019 წლის Mercedes-Benz Sclass- ია, რო­მელ­შიც 60 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე ფლობს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა წლებ­ში შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 22 000 ლარი. "თი­ბი­სი ბან­კი" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 20 000 ლარი და 18 ათა­სი დო­ლა­რი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე - 9844,88 დო­ლა­რი და ოვერდრაფ­ტი - 15468,09 ლარი.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძეს გა­სულ წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აქვს 50 000 ლარი და 100 000 დო­ლა­რი. პარ­ლა­მენ­ტში ხელ­ფა­სის სა­ხით კი 44 612,4 ლარი მი­ი­ღო.

ჩი­გო­გი­ძე, თა­ვის ვა­ჟებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ოც­და­ათ­ზე მეტი შპს-ს მე­წი­ლეა, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ­ცერ­თი მათ­გა­ნი­დან არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი... წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
1

უკეთილესი და ძალიან კარგი ადამიანიააა...

ვაჟა
1

გურიის კეთილდღეობის შენება ბაკურიანში სახლების ყიდვი დაიწყო? :) მითხარით რო ამას ერთი სახინკლე მაინც აქვს ბიზნეს იმპერიაში, თორემ დავკარგავ წარმოდგენას სამყაროზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით

14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები -  "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან, შთამბეჭდავი ქონებით

"ქართული ოცნება" მილიონერი დეპუტატების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ვასილ ჩიგოგიძემ, რომელიც გურიის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატია მმართველი პარტიიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატად დასახელებისთანავე მიიქცია ყურადღება თავისი შთამბეჭდავი ქონებით.

ის 2020 წელს დეპუტატი მეორედ გახდა, მანამდე 2004 -2008 წლებში მე - 6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან.

ვასილ ჩიგოგიძე 1967 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით: გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე.

  • სამუშაო გამოცდილება:

2010 - 2014 წლები: კონოთეატრი "აპოლო" - დირექტორი

1999 - 2004 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1998 - 1999 წლები: "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

1997 - 1998 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

1996 - 1997 წლები: საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი

1993 - 1996 წლები: საერთაშორისო ბიზნესასოციაცია "საბა-21-ის“ კომერციული დირექტორი

1987 - 1988 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის ვაგონის გამცილებელი

1985 - 1987 წლები: სამხედრო სავალდებულო სამსახური

1985 - 1985 წლები: ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმ-ს მუშა

1985 - 1985 წლები: თბილისის კონიაკის ქ-ის მუშა

ჩიგოგიძის ბიზნესკარიერა 1993 წლიდან იწყება, როდესაც საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია "საბა-XXI-ის“ კომერციული დირექტორი დახდა. სამი წლის შემდეგ რკინიგზაში დაბრუნდა, სადაც 2004 წლამდე "საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

2004 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და დეპუტატი გახდა საარჩევნო ბლოკიდან "ახალი საქართველოსთვის“.

ვასილ ჩიგოგიძეს ჰყავს ორი ვაჟი: გიორგი და დემნა. დეპუტატი ორი წლის წინ შვილებზე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ბიჭებს "სისხლის ყივილი“ მაშინ ეწყებათ, როდესაც გურიის საზღვარზე შედგამენ ფეხს...

ვასილ ჩიგოგიძე:

"გაიცანით ჩემი ორი სიამაყე გიორგი და დემნა, რომელთა მიმართაც გამძაფრებული ემოცია მაქვს. უფროსი ვაჟი, გიორგი 19 წლისაა, დაამთავრა ბრიტანულ-ქართული აკადემია და უმაღლეს სასწავლებელში ეუფლება მეღვინეობას. უმცროსმა, დემნამაც ასევე დაამთავრა წელს ბრიტანულ-ქართული აკადემია და კავკასიის ბიზნესსკოლის სტუდენტი გახდა.

აქ, გურიაში მათთან ერთად, ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემს შვილებს ნამდვილი "სისხლის ყივილი“ მაშინ ეწყებათ, როცა გურიის საზღვარზე შედგამენ ფეხს და გურულ ჰაერს ჩაისუნთქავენ. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მათთან გატარებული ყოველი წუთი ძალას მმატებს. მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მშობლიურ გურიაში უკეთესობისკენ ბევრი რამ შევცვალოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ წლების შემდეგ გიორგიმ და დემნამ ჩვენი ოჯახის მიერ გაკეთებული საქმეებით იამაყონ", - წერდა დეპუტატი.

ვასილ ჩიგოგიძის 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია შთამბეჭდავია.

2021 წელს ჩიგოგიძემ ბათუმში სამი ბინა შეიძინა, რომლებშიც სულ 88 200 დოლარი გადაიხადა. 2019 წელს 2 ბინა და ერთი სარდაფი შეიძინა თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე. ამ უძრავ ქონებაში სულ120 ათასი დოლარი გადაიხადა.

2018 წელს 3 ათას ლარად ნაკვეთი შეიძინა ჩოხატაურის რაიონ სოფელ ახალშენში. 2002 წელს კი კიდევ ერთი ბინა გადაეცა მემკვიდრეობით, ამჯერად თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე.

2019 წელს ჩიგოგიძე თბილისში კიდევ ერთ ბინას ყიდულობს, სარაჯიშვილის გამზირზე, რომელშიც 35 ათას დოლარს იხდის. 2017 წელს აქვს შეძენილი უძრავი ქონება ბათუმში. დაბა ჩაქვში მდებარე სახლში კი 140 ათასი ლარი გადაიხადა.

2019 წელს ჩიგოგიძემ თბილისში ვაჩნაძის ქუჩაზე 183.36კვ. მ. 183 ათას დოლარად შეიძინა.

ჩიგოგიძის ქონება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ბინებით არ მთავრდება. დეპუტატი ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, 1800 კვ.მ. ფართობს, რომელიც 2005 წელს 216 000 დოლარად შეიძინა. მას ასევე აქვს 2019 წელს შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ფერდოუსის ქუჩაზე, რომელშიც 35 ათასი დოლარი გადაიხადა.

ჩიგოგიძეს აქვს ორი ბინა ბაკურიანში, 2018 წელს უძრავ ქონებაში 30 ათასი ლარი გადაიხადა.

ვასილ ჩიგოგიძე, როგორც ჩანს, ავტომოყვარული არ გახლავთ. მის ავტოფარეხში მხოლოდ ერთი მანქანა 2019 წლის Mercedes-Benz Sclass- ია, რომელშიც 60 000 ევრო გადაიხადა.

ვასილ ჩიგოგიძე ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც სხვადასხვა წლებში შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკი" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 22 000 ლარი. "თიბისი ბანკი" მიმდინარე ანგარიშზე - 20 000 ლარი და 18 ათასი დოლარი, საკრედიტო ანგარიშზე - 9844,88 დოლარი და ოვერდრაფტი - 15468,09 ლარი.

ვასილ ჩიგოგიძეს გასულ წელს შემოსავლის სახით დაფიქსირებული აქვს 50 000 ლარი და 100 000 დოლარი. პარლამენტში ხელფასის სახით კი 44 612,4 ლარი მიიღო.

ჩიგოგიძე, თავის ვაჟებთან და პარტნიორებთან ერთად, ოცდაათზე მეტი შპს-ს მეწილეა, თუმცა დეკლარაციაში არცერთი მათგანიდან არ აქვს შემოსავალი დაფიქსირებული... წყარო