სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება: სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება
ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია 54 წლის ასაკში გარდაიცვალა -  სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება: სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება

ლიზა მა­რია პრეს­ლი, როკ-ენ-რო­ლის ლე­გენ­და ელ­ვის პრეს­ლის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ლი­ზას დედა, პრის­ცი­ლა პრეს­ლი ავ­რცე­ლებს.

"დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით უნდა გა­გი­ზი­ა­როთ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, რომ ჩემ­მა მშვე­ნი­ერ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიზა მა­რი­ამ დაგვტო­ვა", - ამ­ბობს პრის­ცი­ლა პრეს­ლი. მე­დი­ის ცნო­ბით, ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღერ­ლის შვი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს სა­კუ­თარ სახ­ლში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა მა­რია გუ­ლის შე­ტე­ვის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში.

1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლიზა მა­რია მა­მის კვალს გაჰ­ყვა და თვი­თო­ნაც მომ­ღე­რა­ლი გახ­და.

"ის იყო ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი, ძლი­ე­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი, რო­მე­ლიც ოდეს­მე მი­ნა­ხავს",- ნათ­ქვა­მია პრის­ცი­ლას გან­ცხა­დე­ბა­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბის დე­ტა­ლე­ბი ლი­ზას დე­დას არ გა­უმ­ხე­ლია.

ლიზა მა­რია და პრის­ცი­ლა პრეს­ლი

ვარ­სკვლავ­მა, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, სულ სამი ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა. მისი 2003 წელს გა­მო­სუ­ლი სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მის ასი ათა­სო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და და კრი­ტი­კო­სე­ბის­გან პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო. მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო პოპ ლე­გენ­და მა­იკლ ჯექ­სონ­თან, მსა­ხი­ობ ნიკო­ლას ქე­იჯ­თან და მუ­სი­კოს დენი კი­უ­სა და მა­იკლ ლოკ­ვუდ­თან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის სე­რი­ით. მას 4 შვი­ლი ჰყავს. ლიზა მა­რია უკა­ნას­კნე­ლად "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე იხი­ლა მა­ყუ­რე­ბელ­მა, მას დე­დაც თან ახ­ლდა.

ლიზა მა­რია პრეს­ლი და მა­იკლ ჯექ­სო­ნი

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამწუხაროა!
0

ყველაფერთან ერთად ელვის პრესლი ძალიან კეთილშობილი პიროვნება იყო და სამწუხაროა ასეთი ტრაგიკული ბედი რომ არგუნა განგებამ თვითონაც და თავის ოჯახსაც...

თეონა
1

საწყალი... როცა ასეთი ცნობილი და დიდი ადამიანის შვილი ხარ, დიდი წნეხია, თავის დამკვიდრებაც რთულია. არაფერს ვამბობ, რომ მიკროსკოპის ქვეშ ცხოვრობ. ადვილია სხვისი განსჯა.. ყველა საკუთარ ჯვარს ვატარებთ. არავინ იცის, მის ადგილას ჩვენ როგორ ვიცხოვრებდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება: სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება

ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია 54 წლის ასაკში გარდაიცვალა -  სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება: სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება

ლიზა მარია პრესლი, როკ-ენ-როლის ლეგენდა ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ლიზას დედა, პრისცილა პრესლი ავრცელებს.

"დამძიმებული გულით უნდა გაგიზიაროთ გამანადგურებელი ამბავი, რომ ჩემმა მშვენიერმა ქალიშვილმა, ლიზა მარიამ დაგვტოვა", - ამბობს პრისცილა პრესლი. მედიის ცნობით, ლეგენდარული მომღერლის შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს საკუთარ სახლში, კალიფორნიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა მარია გულის შეტევის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში.

1968 წელს დაბადებული ლიზა მარია მამის კვალს გაჰყვა და თვითონაც მომღერალი გახდა.

"ის იყო ყველაზე ემოციური, ძლიერი და მოსიყვარულე ქალი, რომელიც ოდესმე მინახავს",- ნათქვამია პრისცილას განცხადებაში. გარდაცვალების შესაძლო მიზეზების დეტალები ლიზას დედას არ გაუმხელია.

ლიზა მარია და პრისცილა პრესლი

ვარსკვლავმა, გარდაცვალებამდე, სულ სამი ალბომი გამოუშვა. მისი 2003 წელს გამოსული სადებიუტო ალბომის ასი ათასობით ეგზემპლარი გაიყიდა და კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასებები მიიღო. მომღერალი ასევე ცნობილი იყო პოპ ლეგენდა მაიკლ ჯექსონთან, მსახიობ ნიკოლას ქეიჯთან და მუსიკოს დენი კიუსა და მაიკლ ლოკვუდთან გახმაურებული ქორწინებების სერიით. მას 4 შვილი ჰყავს. ლიზა მარია უკანასკნელად "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე იხილა მაყურებელმა, მას დედაც თან ახლდა.

ლიზა მარია პრესლი და მაიკლ ჯექსონი

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა