სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ქალაქ სოლედარში, რომლისთვისაც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს?
რა ხდება ქალაქ სოლედარში, რომლისთვისაც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს?

11 და 12 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გე­ო­ლო­კა­ცი­უ­რი კად­რე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აკონ­ტრო­ლე­ბენ სო­ლე­და­რის უმე­ტეს ნა­წილს, თუ არა მთელ ქა­ლაქს, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის "ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის“ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 12 იან­ვარს უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის თავ­დას­ხმე­ბი დო­ნეც­კის ოლ­ქის სო­ლის და­სახ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სო­ლე­და­რის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე, თუმ­ცა გენშტაბ­სა და სხვა უკ­რა­ი­ნელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან სამ­ხედ­რო­ებს არ უთ­ქვამთ, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი სო­ლე­დარ­ზე, რო­გორც ისი­ნი ამას სხვა დროს აცხა­დებ­დნენ.

“რუს­მა ბლო­გე­რებ­მა 12 იან­ვარს გა­მო­აქ­ვეყ­ნეს კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ "ვაგ­ნე­რის“ ჯგუ­ფის მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად სე­ირ­ნო­ბენ სო­ლე­დარ­ში. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სო­ლე­და­რის აღე­ბა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, მაგ­რამ კრემ­ლის სპი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა რუ­სულ ძა­ლებს და­სახ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი მი­უ­ლო­ცა. ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ვე­ღარ ინარ­ჩუ­ნე­ბენ ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დაც­ვას სო­ლე­დარ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხაზს უს­ვა­მენ, რომ "რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სო­ლე­და­რის და­კა­ვე­ბა არ არის ოპე­რა­ტი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა და ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ბახ­მუ­ტის ალ­ყა­ში გარ­და­უვ­ლად მოხ­ვედ­რას მო­ას­წა­ვებ­დეს“.

კვლავ ვხე­დავთ ინ­ტენ­სი­ურ და მძი­მე ბრძო­ლებს სო­ლე­და­რი­სა და ბახ­მუ­ტის გარ­შე­მო. ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სო­ლე­და­რი რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა აი­ღეს, - ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის პრესმდი­ვან­მა, ბრი­გა­დის გე­ნე­რალ­მა პატ­რიკ რა­ი­დერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ვნა­ხეთ, რომ ზო­გი­ერ­თი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, სო­ლე­და­რის იმ ძა­ლე­ბის მიერ აღე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რი“ ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მოქ­მე­დე­ბას სო­ლე­და­რის მი­და­მო­ებ­ში და გა­ნაგ­რძო­ბენ ბრძო­ლას“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რიკ რა­ი­დერ­მა.

მისი თქმით, პენ­ტა­გო­ნი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, რათა უკ­რა­ი­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩილი
25

ახლა პატარა ქალაქის იძახით და კლოუნმა კი დაახოცინა ათასობით უკრაინელები. 

S.m-ს
2

არ დაიწყო იმის მტკიცება ეხლა რუსებმა მოიგეს ავღანეთშიო.ისედაც გვეცინება

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა ხდება ქალაქ სოლედარში, რომლისთვისაც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს?

რა ხდება ქალაქ სოლედარში, რომლისთვისაც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს?

11 და 12 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს, - ამის შესახებ ამერიკის "ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, 12 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის სოლის დასახლებაზე, რომელიც მდებარეობს სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით კილომეტრის მანძილზე, თუმცა გენშტაბსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებს არ უთქვამთ, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სოლედარზე, როგორც ისინი ამას სხვა დროს აცხადებდნენ.

“რუსმა ბლოგერებმა 12 იანვარს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ "ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად სეირნობენ სოლედარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსული ძალების მიერ სოლედარის აღება არ დაუდასტურებია, მაგრამ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ ძალებს დასახლებაში წარმატებული შეტევითი ოპერაციები მიულოცა. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ვეღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთანავე, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ "რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს“.

კვლავ ვხედავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლებს სოლედარისა და ბახმუტის გარშემო. ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ვნახეთ, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, სოლედარის იმ ძალების მიერ აღების შესახებ, რომლებსაც დაჯგუფება "ვაგნერი“ ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.

იხილეთ ასევე: