სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?
"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?

11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა საქ­მე­ზე - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ეკო ფან­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ". ქარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა ქარ­ტი­ის მე-7 პრინ­ცი­პი და­არ­ღვია, მაგ­რამ არ და­ურ­ღვე­ვია ქარ­ტი­ის მე-10 პრინ­ცი­პი.

ყვე­ლა­ფე­რი კი ერთი სი­უ­ჟე­ტით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის” გა­და­ცე­მა­ში „იმე­დის დღე” გა­ვი­და. სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ეკო ფან­გა­ნის სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი გმი­რიც ის გახ­ლდათ, რის შემ­დე­გაც კვი­ნი­კა­ძემ ქარ­ტი­ას მი­მარ­თა.

სა­და­ვო მა­სა­ლის სა­თა­უ­რი გახ­ლდათ - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე - პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხე­უ­ლის მი­მართ თუ ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა?". ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა სი­უ­ჟე­ტი წარ­მო­ად­გი­ნა რუბ­რი­კა­ში „სტი­ლი ეკო ფან­გან­თან ერ­თად".

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობ­და:

"ჭარბ წო­ნა­ზე ამ სა­უ­კუ­ნე­ში ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობთ, არის სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი, ხან არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა ჭარბ წო­ნას­თან, თუმ­ცა ამ ბოლო დროს და­ი­წყო ასე­თი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა - love your body, შე­იყ­ვა­რე შენი სხე­უ­ლი და პი­რი­ქით გახ­და ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა. მე მინ­და და­ვი­წყო ეს ამ­ბა­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­თი, ბლო­გე­რით, რო­მე­ლიც არის პლუს საიზ მო­დე­ლი, რაც ნიშ­ნავს - დიდი ზო­მის ტან­საც­მლის რეკ­ლა­მი­რე­ბას ვინც აკე­თებს, იმ ადა­მი­ა­ნებს ჰქვი­ათ. ის მოღ­ვა­წე­ობს კო­რე­ა­ში და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით, რო­გორც ჩანს, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრან­გუ­ლი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მის ყდა­ზე ვნა­ხეთ მისი ფო­ტო­ე­ბი... ეს არის ყდა, love your body და ხე­დავთ, ალ­ბათ, ცოტა სრუ­ლი ტა­ნის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი იღე­ბენ ამ ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ".

● „ესეც ერ­თგვა­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა იმი­სა, რომ შე­ვიყ­ვა­როთ ჩვე­ნი თავი, რად­გან ასე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი დის­ნე­ის მულ­ტფილ­მებ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ასე­თი პუტ­კუ­ჩე­ბი მთა­ვარ როლ­ში. აქამ­დე სულ პრინ­ცე­სე­ბი, თხე­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ... აი, ხე­დავთ ბი­ან­კას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნდა ცეკ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად არ აფა­სებს, სულ ეუბ­ნე­ბა ისეთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს მის ნაკ­ლებს გა­რეგ­ნო­ბის - კი­სე­რი არ გი­ვარ­გა, მუ­ცე­ლი არ გი­ვარ­გა..."

● "ინ­გლი­სურ სტა­ტი­ებ­ში იყო ასე­თი ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლი, რომ, უფრო მეტ, სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებ­ზე იყო აქ­ცენ­ტი­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, თით­ქოს, ხო, პი­რი­ქით არის - კარ­გად ჭამს, კარ­გად ცხოვ­რობ­სო, პი­რი­ქით ყო­ფი­ლა, იმ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ შე­იძ­ლე­ბა დრო, სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბონ და შე­სა­ბა­მი­სად, ასე ქუ­ჩა­ში უც­ბად იღე­ბენ ასეთ საკ­ვებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის ეს ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­პი­რის­პი­რო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, პრო­პა­გან­და, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამის ნორ­მა­ლი­ზე­ბა, რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის ზე­მოთ, რად­გან ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ, ის კი არა, რომ ქმარს მოს­წონს, ქმარს და ცოლ­საც შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეთ, მაგ­რამ იმათ არ აქვთ ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა. სწო­რედ ვერ აღიქ­ვა­მენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მას. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი კვლე­ვის შე­დე­გი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამს, არ აქვს ამის დრო, უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მსვერ­პლი, შემ­დეგ და­ი­ღუ­პოს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში”.

● "ყვე­ლამ მარ­თლა უნდა შე­იყ­ვა­როს თა­ვი­სი თავი და სტე­რე­ო­ტი­პებს არ უნდა და­ვემ­სგავ­სოთ, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე მა­ინც შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს არ მოხ­დეს, რად­გან ჩვენ და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი­ვე სხე­უ­ლით, აქაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”.

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე მი­იჩ­ნევ­და, რომ გა­და­ცე­მა წა­ა­ხა­ლი­სებ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბულ სტიგ­მას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ გან­წყო­ბას, რომ ყო­ველ­გვარ ჭარბ წო­ნას არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა იწ­ვევს. მისი თქმით, ამას ამ­ტკი­ცებ­და გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნებ­დნენ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც fast food-ს [სწრა­ფი კვე­ბა] მი­ირ­თმევს.

ქარ­ტი­ის საბ­ჭომ მი­იჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნამ­დვი­ლად და­ირ­ღვა ქარ­ტი­ის მე-7 პრინ­ცი­პი და ჟურ­ნა­ლის­ტმა ხელი შე­უ­წყო დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას/გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჟურ­ნა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, ერ­კვე­ო­დეს, რას ნიშ­ნავს დის­კრი­მი­ნა­ცია და მისი წა­ხა­ლი­სე­ბა, სტიგ­მა და სენ­სი­ტი­უ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­დი­ამ სიფრ­თხი­ლით უნდა აჩ­ვე­ნოს ისე­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გამ­ძაფ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, რუბ­რი­კის და­სა­წყის­ში ჩა­ნან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწრა­ფი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, ეს შე­საძ­ლოა აძ­ლი­ე­რებ­დეს მო­საზ­რე­ბას, რომ ყვე­ლა ჭარ­ბი წონა არა­ჯან­სა­ღი კვე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ფო­ტო­ებ­ში ვხე­დავთ მხო­ლოდ ქა­ლებს, რაც ასე­ვე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­ტი­ის მე-10 პრინ­ციპს: "ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტი­ვი უნდა სცეს ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას და არ შე­იჭ­რას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, თუ არ არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი“. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკო ფან­გა­ნი გა­მარ­თლდა და საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, რომ მას მე-10 პრინ­ცი­პი არ და­ურ­ღვე­ვია.

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ამ­ბობ­და, რომ მან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას წი­ნას­წარ გა­ნუ­მარ­ტა, რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მისი ფო­ტო­ე­ბი და უარი უთხრა კო­მენ­ტარ­ზე. ტე­ლე­ვი­ზი­ამ ფო­ტო­ე­ბი მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნა და ისა­უბ­რა მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. მისი თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­აჟ­ღე­რა მისი სა­ხე­ლი გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ, არა­სან­დო წყა­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნილ ფრაგ­მენ­ტებს, რაც მას რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ანს აყე­ნებ­და.

ქარ­ტი­ის საბ­ჭოს პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჯა­რო, თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნია. „ინ­ტე­რე­სი“ არ ნიშ­ნავს რო­მე­ლი­მე პი­რის სუ­ბი­ექ­ტურ სურ­ვილს, რომ იცო­დეს სხვა პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, არა­მედ ობი­ექ­ტუ­რად უნდა დად­გინ­დეს, რამ­დე­ნად იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის ცოდ­ნა.

სო­ფიო კვი­ნი­კა­ძის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვედ­რის ფაქ­ტის მი­მართ შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ინ­ფორ­მა­ცია დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად გა­ა­შუ­ქა, შე­სა­ბა­მი­სად, საბ­ჭომ მე-7 პრინ­ცი­პი მი­იჩ­ნია დარ­ღვე­უ­ლად, მე-10 პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვა კი არ და­ად­გი­ნა.

ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე განმცხა­დე­ბელს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, სა­ჯა­როდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო­ე­ბი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან" - წე­რია საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულს სო­ფია კვი­ნი­კა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა:

- აჰა ბა­ტო­ნო! რატო გაბ­რაზ­და ეს გო­გოო, მა­გა­ზე კაის მეტი არა­ფე­რი უთ­ქვამთ იმ გა­და­ცე­მა­შიო, ვინც იძახ­დით. მი­ზე­ზი, ახ­სნი­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რა­ტომ გავ­ღი­ზი­ან­დი და არ მინ­დო­და იქ გა­მო­ჩე­ნა. ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ნა­წი­ლი არ მი­იჩ­ნი­ეს დარ­ღვე­უ­ლად, რა­საც ვე­ლო­დი...

საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვრცლად...

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბლო­გე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე - რა ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს სო­ფია კვი­ნი­კა­ძე

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
5

ყოველი ერთი კილოგრამი ზედმეტი ცხიმი, არის დამატებითი 3 კილომეტრი კაპილარები ორგანიზმში. აღარაფერს ვამბობ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე. ესეც არჩევანია და ვისაც უნდა, შეუძლია 500 კგ. -მდე მიაღწიოს, მაგრამ ჭარწონიანობა როგორც საშიში მოვლენა ეპიდემადაა გამოცხადებული, იმდენად მატულობს ჭარწონიანთა რიცხვი, თავისი ფატალური შედეგებით. რომელიმე ერთი ენა მაინც თუ იცის ადამიანმა, გუგლის საძიებო სისტემაში დაგუგლოს "ჭარბი წონა" . ათასობით ვებმისამართს ნახავთ (სამედიცინო!!!!! პორტალებისას) სადაც დაწვრილებითაა აღწერილი თუ როგორ აზიანებს წარბი გაცხიმოვნება ადამიანის ორგანიზმს. ხალხმა იმდენად დაკარგა გონიერება, რომ ოღონდ ტრენდის მიღმა არ დარჩენ იმაზე ნერვიულობენ და ჯანმრთელობა სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მერე იწყება ექიმების გინება - ვერ მშველიანო. ეს უპასუხისმგებლობაა, ასევე უპასუხისმგებლობაა ჭარბწონიანობის ნორმად გამოცხადება, ჯანმრთელობასთან მიმართებაში. გარეგნობას რაც შეეხება, ნაკლებად საინტერესოა ნებისმიერი აზრი.

კუსკუსუნები
44

ბევრი რომ იყოთ ეკოსნაირი წინ წასულები ქვეყანა ასეთ ტალახში არ იქნებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?

"აჰა ბატონო! რატომ გაბრაზდა ეს გოგოო, ვინც იძახდით, მიზეზი ახსნილია" - რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?

11 იანვარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე - "სოფია კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ". ქარტიის გადაწყვეტილებით, "იმედის" ჟურნალისტმა ეკო ფანგანმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია, მაგრამ არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.

ყველაფერი კი ერთი სიუჟეტით დაიწყო, რომელიც ტელეკომპანია "იმედის” გადაცემაში „იმედის დღე” გავიდა. სოფია კვინიკაძე ცნობილი ბლოგერია, რომელიც წლებია, სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მუშაობს. ეკო ფანგანის სიუჟეტის მთავარი გმირიც ის გახლდათ, რის შემდეგაც კვინიკაძემ ქარტიას მიმართა.

სადავო მასალის სათაური გახლდათ - "სოფია კვინიკაძე ჟურნალის გარეკანზე - პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ თუ ჭარბი წონის ნორმალიზება?". ჟურნალისტმა ეკო ფანგანმა სიუჟეტი წარმოადგინა რუბრიკაში „სტილი ეკო ფანგანთან ერთად".

ჟურნალისტი გადაცემაში ამბობდა:

"ჭარბ წონაზე ამ საუკუნეში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, არის სხვადასხვა მოსაზრებები, ხან არის ძალიან აქტიური ბრძოლა ჭარბ წონასთან, თუმცა ამ ბოლო დროს დაიწყო ასეთი მიმდინარეობა - love your body, შეიყვარე შენი სხეული და პირიქით გახდა ჭარბი წონის ნორმალიზება. მე მინდა დავიწყო ეს ამბავი ქართველი გოგონათი, ბლოგერით, რომელიც არის პლუს საიზ მოდელი, რაც ნიშნავს - დიდი ზომის ტანსაცმლის რეკლამირებას ვინც აკეთებს, იმ ადამიანებს ჰქვიათ. ის მოღვაწეობს კორეაში და ძალიან წარმატებით, როგორც ჩანს, რადგან საერთაშორისო ფრანგული მოდური გამოცემის ყდაზე ვნახეთ მისი ფოტოები... ეს არის ყდა, love your body და ხედავთ, ალბათ, ცოტა სრული ტანის, არაჩვეულებრივი გოგონები იღებენ ამ ფოტოგადაღებაში მონაწილეობას. ეს ყველაფერი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა გამოვეხმაუროთ".

● „ესეც ერთგვარი მიმდინარეობაა იმისა, რომ შევიყვაროთ ჩვენი თავი, რადგან ასეთი პერსონაჟები დისნეის მულტფილმებში არ გამოჩენილან, ასეთი პუტკუჩები მთავარ როლში. აქამდე სულ პრინცესები, თხელი გოგონები იყვნენ... აი, ხედავთ ბიანკას, რომელსაც ძალიან უნდა ცეკვა, მასწავლებელი კარგად არ აფასებს, სულ ეუბნება ისეთ ფრაზებს, რომელიც ხაზს უსვამს მის ნაკლებს გარეგნობის - კისერი არ გივარგა, მუცელი არ გივარგა..."

● "ინგლისურ სტატიებში იყო ასეთი ამბავი აღწერილი, რომ, უფრო მეტ, სოციალურ ფენებზე იყო აქცენტირება. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება ცხოვრებაში, თითქოს, ხო, პირიქით არის - კარგად ჭამს, კარგად ცხოვრობსო, პირიქით ყოფილა, იმ ადამიანებს არ აქვთ შეიძლება დრო, საშუალება იმისა, რომ ჯანსაღად იკვებონ და შესაბამისად, ასე ქუჩაში უცბად იღებენ ასეთ საკვებს. იმ ადამიანებისთვის არის ეს ნორმალიზაციის საპირისპირო მიმდინარეობა, პროპაგანდა, რომ არ შეიძლება ამის ნორმალიზება, რაღაც გარკვეული კილოგრამების ზემოთ, რადგან ის ადამიანები ვერ აღიქვამენ, ის კი არა, რომ ქმარს მოსწონს, ქმარს და ცოლსაც შეიძლება არ მოსწონდეთ, მაგრამ იმათ არ აქვთ ამის დრო და საშუალება. სწორედ ვერ აღიქვამენ თავიანთ პრობლემას. ეს იყო ძალიან დიდი კვლევის შედეგი, ადამიანი, რომელიც ვერ აღიქვამს, არ აქვს ამის დრო, უბრალოდ შეიძლება გახდეს მსვერპლი, შემდეგ დაიღუპოს ახალგაზრდა ასაკში”.

● "ყველამ მართლა უნდა შეიყვაროს თავისი თავი და სტერეოტიპებს არ უნდა დავემსგავსოთ, თუმცა ჯანმრთელობის ხარჯზე მაინც შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ჩვენ და ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლებიც ბედნიერები იყვნენ ჩვენივე სხეულით, აქაც ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია”.

სოფია კვინიკაძე მიიჩნევდა, რომ გადაცემა წაახალისებდა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ ქვეყანაში უკვე არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ განწყობას, რომ ყოველგვარ ჭარბ წონას არაჯანსაღი კვება იწვევს. მისი თქმით, ამას ამტკიცებდა გარემოება, რომ გადაცემის დასაწყისში ეკრანზე აჩვენებდნენ ჭარბწონიანი ადამიანის ფოტოს, რომელიც fast food-ს [სწრაფი კვება] მიირთმევს.

ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ნამდვილად დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი და ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას, სტერეოტიპების ტირაჟირებას/გაძლიერებას. ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და მისი წახალისება, სტიგმა და სენსიტიური გამონათქვამები.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სიფრთხილით უნდა აჩვენოს ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც ხელს უწყობს სტერეოტიპული წარმოდგენების გამძაფრებას. მაგალითად, რუბრიკის დასაწყისში ჩანან ქალები, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებებიან, ეს შესაძლოა აძლიერებდეს მოსაზრებას, რომ ყველა ჭარბი წონა არაჯანსაღი კვებით არის გამოწვეული. ფოტოებში ვხედავთ მხოლოდ ქალებს, რაც ასევე სტერეოტიპულია.

რაც შეეხება ქარტიის მე-10 პრინციპს: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ამ შემთხვევაში ეკო ფანგანი გამართლდა და საბჭომ გადაწყვიტა, რომ მას მე-10 პრინციპი არ დაურღვევია.

სოფია კვინიკაძე ამბობდა, რომ მან მედიასაშუალებას წინასწარ განუმარტა, რომ არ გამოეყენებინა მისი ფოტოები და უარი უთხრა კომენტარზე. ტელევიზიამ ფოტოები მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა და ისაუბრა მის პიროვნებაზე, პროფესიასა და მოღვაწეობაზე. მისი თქმით, ჟურნალისტმა გააჟღერა მისი სახელი გადაცემაში, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ, არასანდო წყაროების საფუძველზე შედგენილ ფრაგმენტებს, რაც მას რეპუტაციულ ზიანს აყენებდა.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.

სოფიო კვინიკაძის ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის ფაქტის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი.

ჟურნალისტმა ინფორმაცია დისკრიმინაციულად გააშუქა, შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი მიიჩნია დარღვეულად, მე-10 პრინციპის დარღვევა კი არ დაადგინა.

ფოტოები, რომლის გამოქვეყნებაზე განმცხადებელს ჰქონდა პრეტენზია, საჯაროდ არის გავრცელებული და მოპოვებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სოციალური ქსელიდან" - წერია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულს სოფია კვინიკაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

- აჰა ბატონო! რატო გაბრაზდა ეს გოგოო, მაგაზე კაის მეტი არაფერი უთქვამთ იმ გადაცემაშიო, ვინც იძახდით. მიზეზი, ახსნილი და დასაბუთებული, რატომ გავღიზიანდი და არ მინდოდა იქ გამოჩენა. ფოტოების გამოყენებაზე ნაწილი არ მიიჩნიეს დარღვეულად, რასაც ველოდი...

საბჭოს გადაწყვეტილება ვრცლად...

ცნობილი ქართველი ბლოგერი საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე - რა ფოტოებს აქვეყნებს სოფია კვინიკაძე