ავტორი:

რუსეთიდან გაქცეულმა ბორის გრებენშიკოვმა უკრაინულ ჯარს 12 მილიონი შესწირა და რუსებს ფაშისტები უწოდა

რუსეთიდან გაქცეულმა ბორის გრებენშიკოვმა უკრაინულ ჯარს 12 მილიონი შესწირა და რუსებს ფაშისტები უწოდა

რუსმა მუსიკოსმა, როკ-ჯგუფის "აკვარიუმის“ სოლისტმა ბორის გრებენშიკოვმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა, ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფულს აგროვებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ბორის გრებენშიკოვმა თანამემამულეებზეც უხეშად ილაპარაკა და რუსებს "ფაშისტები“ უწოდა.

გრებენშჩიკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ უკრაინას უკვე შესწირა 12 მილიონი (ვალუტა არცერთ ინტერვიუში არ არის დაკონკრეტებული), რისი შოვნაც ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამოსვლისას მოახერხა. მუსიკოსმა კვლავ გააპროტესტა უკრაინაში მიმდინარე ომი... მისი განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის ნაწილია. გრებენშჩიკოვის თქმით, ეს არის თავდასხმა მშვიდობიან, მეზობელ სახელმწიფოზე.

"რუსეთი ბარბაროსულად, ურჩხულივით, უხამსად დაესხა თავს უკრაინას. ევროპის ცენტრში ერთმა სახელმწიფომ მეორეს შეუტია. მთელი სამყარო დუმს, განზე დგას და ნერვიულად ეწევა...“

გრებენშჩიკოვმა ასევე თქვა, რომ მას არ სურდა "არასწორ" რუსებთან ურთიერთობა, რადგან არ სურს რაიმე კავშირი ჰქონდეს ფაშიზმთან...

"სერიოზულად ფიქრობთ, რომ შემიძლია ურთიერთობა მქონდეს ადამიანებთან, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა ქვეყნის განადგურებას? არასდროს მყოლია ფაშისტი მეგობრები...“ - ამბობს რუსული როკ-მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.