პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება" - მამუკა ჩხაიძე
"სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება" - მამუკა ჩხაიძე

„თე­ატ­რში“ შეს­ვლი­სას პირ­ვე­ლი თვალ­ში მო­ოქ­რუ­ლი ჩარ­ჩო­თი და დიდი წი­თე­ლი ფარ­დე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი სცე­ნა მოგ­ხვდე­ბათ. სცე­ნამ და დარ­ბაზ­მა, შე­საძ­ლოა, ტრა­დი­ცი­უ­ლი თე­ატ­რი ან სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი გა­გახ­სე­ნოთ. მარ­თე­ბუ­ლა­დაც, რად­გან „თე­ატ­რი“ ერ­თიც არის და მე­ო­რეც. მე­ტიც, ის, შე­საძ­ლოა, ტრანსფორ­მირ­დეს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ი­თავ­სოს.

ამ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცის იდე­ის ავ­ტო­რი „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ჩხა­ი­ძეა. მას­ვე ეკუთ­ვნის „თე­ატ­რის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცია და დი­ზა­ი­ნი.

„მინ­დო­და შე­მექ­მნა სივ­რცე, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის, ჩა­ნა­ფიქ­რის, იდე­ი­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და. მას­ზე ფიქ­რის დროს, პირ­ვე­ლად კლა­სი­კუ­რი სცე­ნა წარ­მო­მიდ­გა, რო­გორც დარ­ბა­ზის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი. პა­ვი­ლი­ო­ნი მხო­ლოდ მისი დი­ზა­ი­ნის შექ­მნის შემ­დეგ, მის გარ­შე­მო და­ი­გეგ­მა. სცე­ნა „თე­ატ­რის“ უც­ვლე­ლი და მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია, დარ­ბა­ზი კი მუდ­მი­ვად ტრანსფორ­მირ­დე­ბა – ის წარ­მოდ­გე­ნის ჟან­რი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბის ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით გარ­და­იქ­მნე­ბა“, – ამ­ბობს მა­მუ­კა ჩხა­ი­ძე.

„თე­ატ­რი“ „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ ორი­ო­დე თვის წინ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, თუმ­ცა, უკვე უმას­პინ­ძლა რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას. სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ მის სივ­რცე­ში მო­ეს­მი­ნათ სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის­თვის, ეხი­ლათ ნა­წყვე­ტე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან და მი­უ­ზიკ­ლე­ბი­დან, დას­წრე­ბოდ­ნენ DJ Set-სა თუ ჟან­რობ­რი­ვად ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბებს.

„თე­ატ­რი“ არის სივ­რცე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის წარ­მოდ­გე­ნის­თვის. ამას­თან ერ­თად, აქ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს ისე­თი და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა ბიზ­ნეს­შეხ­ვედ­რა, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო, ქორ­წი­ლი, და­ბა­დე­ბის დღე და სხვა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ სცე­ნი­სა და პა­ვი­ლი­ო­ნის ინ­სპი­რა­ცი­ით, ამ ტი­პის სა­ღა­მო­ე­ბი არა ტრა­დი­ცი­უ­ლი, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით მო­ე­წყო­ბა და უფრო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გახ­დე­ბა. ეს კი ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი ჟან­რე­ბი­სა და ფორ­მე­ბის და­ბა­დე­ბას“, – გვი­თხრა მა­მუ­კა ჩხა­ი­ძემ.

„თე­ატ­რი“ Dinner Theatre-ს კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აქ გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა ვახ­შა­მიც. სწო­რედ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გამო, „თე­ატრს“ ჯერ­ჯე­რო­ბით ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ანა­ლო­გი არ აქვს.

„თე­ატ­რში“ კერ­ძე­ბიც სა­ნა­ხა­ო­ბის ნა­წი­ლად ვაქ­ცი­ეთ – ისი­ნი თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ხა­სი­ა­თი­სა და ჟან­რის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის გას­ტრო­ნო­მი­აც ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისე­ვე ვზრუ­ნავთ მის მა­ღალ ხა­რისხზე, რო­გორც აქ გა­მარ­თუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლურ თუ ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ებ­ზე“, – გვი­თხრა მა­მუ­კა ჩხა­ი­ძემ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „თე­ატ­რის“ ის­ტო­რია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვეს ით­ვლის, სივ­რცემ უკვე მო­ას­წრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძლო­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლი ვახ­შით სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბა.

„სტუმ­რე­ბის­თვის ამ­გვა­რი უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შექ­მნას კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ. სულ მალე კი, ვფიქ­რობთ, რომ „თე­ატ­რი“ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლად იქ­ცე­ვა, სა­დაც ის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ტკბო­ბას, გან­ტვირ­თვას, გარ­თო­ბა­სა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას ერ­თდრო­უ­ლად შეძ­ლებს“, – ამ­ბობს მა­მუ­კა ჩხა­ი­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება" - მამუკა ჩხაიძე

"სცენა "თეატრის" უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება" - მამუკა ჩხაიძე

„თეატრში“ შესვლისას პირველი თვალში მოოქრული ჩარჩოთი და დიდი წითელი ფარდებით გაფორმებული კლასიკური სცენა მოგხვდებათ. სცენამ და დარბაზმა, შესაძლოა, ტრადიციული თეატრი ან საკონცერტო დარბაზი გაგახსენოთ. მართებულადაც, რადგან „თეატრი“ ერთიც არის და მეორეც. მეტიც, ის, შესაძლოა, ტრანსფორმირდეს და განსხვავებული ფუნქციები შეითავსოს.

ამ მულტიფუნქციური სივრცის იდეის ავტორი „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძეა. მასვე ეკუთვნის „თეატრის“ არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი.

„მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების, ჩანაფიქრის, იდეისა და ექსპერიმენტის განხორციელების ადგილი იქნებოდა. მასზე ფიქრის დროს, პირველად კლასიკური სცენა წარმომიდგა, როგორც დარბაზის ცენტრალური ნაწილი. პავილიონი მხოლოდ მისი დიზაინის შექმნის შემდეგ, მის გარშემო დაიგეგმა. სცენა „თეატრის“ უცვლელი და მთავარი კომპონენტია, დარბაზი კი მუდმივად ტრანსფორმირდება – ის წარმოდგენის ჟანრისა და ღონისძიების ხასიათის მიხედვით გარდაიქმნება“, – ამბობს მამუკა ჩხაიძე.

„თეატრი“ „წისქვილი ჯგუფმა“ ორიოდე თვის წინ წარმოგვიდგინა, თუმცა, უკვე უმასპინძლა რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მის სივრცეში მოესმინათ სიმფონიური ორკესტრისთვის, ეხილათ ნაწყვეტები გამორჩეული სპექტაკლებიდან და მიუზიკლებიდან, დასწრებოდნენ DJ Set-სა თუ ჟანრობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სანახაობებს.

„თეატრი“ არის სივრცე ნებისმიერი ტიპის წარმოდგენისთვის. ამასთან ერთად, აქ შეიძლება გაიმართოს ისეთი დახურული ღონისძიებებიც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სცენისა და პავილიონის ინსპირაციით, ამ ტიპის საღამოები არა ტრადიციული, არამედ გაცილებით საინტერესო ფორმით მოეწყობა და უფრო სანახაობრივი გახდება. ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ჟანრებისა და ფორმების დაბადებას“, – გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.

„თეატრი“ Dinner Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იქნება ვახშამიც. სწორედ ამ მახასიათებლის გამო, „თეატრს“ ჯერჯერობით ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს.

„თეატრში“ კერძებიც სანახაობის ნაწილად ვაქციეთ – ისინი თითოეული ღონისძიების ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. შესაბამისად, ჩვენთვის გასტრონომიაც ისეთივე მნიშვნელოვანია და ისევე ვზრუნავთ მის მაღალ ხარისხზე, როგორც აქ გამართული წარმოდგენების ვიზუალურ თუ შინაარსობრივ მხარეებზე“, – გვითხრა მამუკა ჩხაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ „თეატრის“ ისტორია მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის, სივრცემ უკვე მოასწრო განსხვავებული ღონისძიებების მასპინძლობა და შთამბეჭდავი სანახაობებითა და გამორჩეული ვახშით სტუმრების გაოცება.

„სტუმრებისთვის ამგვარი უნიკალური გამოცდილების შექმნას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ. სულ მალე კი, ვფიქრობთ, რომ „თეატრი“ ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და საინტერესო ადგილად იქცევა, სადაც ის კულტურული ღონისძიებებით ტკბობას, განტვირთვას, გართობასა და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებს“, – ამბობს მამუკა ჩხაიძე.

NS