ავტორი:

4 წლამდე 0%-იანი განვადება "ტერასა რეზორთ ბაკურიანის" აპარტამენტებზე 31 იანვარამდე

4 წლამდე 0%-იანი განვადება "ტერასა რეზორთ ბაკურიანის" აპარტამენტებზე 31 იანვარამდე

„ტერასა ჯგუფის“ აქცია პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე ბაკურიანში - 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადება, ბანკის თანამონაწილეობის გარეშე ან 19 000 ლარამდე ფასდაკლება სასტუმროს ნომრებზე. აქცია 31 იანვარს სრულდება.

ბაკურიანი ოთხივე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულებაა, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, 2021 წელს ბაკურიანში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 12 500 შეადგინა, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში კი - 14 900. ამასთან, 2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კურორტზე 4 200 შეადგინა.

2021 წლიდან მნიშვნელოვნად აღდგა ტურიზმი და უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, სასტუმროს ნომრის ან აპარტამენტის შეძენა კურორტზე კიდევ უფრო გონივრული ინვესტიცია ხდება. ამასთან, როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, მოთხოვნა იზრდება პრემიუმ კლასის კომპლექსებზე, სადაც მომსახურების სრული პაკეტია გათვალისწინებული და უსაფრთხოების საკითხსაც დიდი ყურადღება ექცევა.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ ამირანის პარკთან, სასრიალო ტრასების სიახლოვეს მდებარეობს. ეს არის დახურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს 4 800 კვ/მ რეკრეაციულ ზონას, საპიკნიკე და გასართობ სივრცეებს, აპარტამენტებს, სასტუმროს, 15-მეტრიან დახურულ აუზს, რესტორანს, ბარსა და სკი დეპოს. აქ ყველაფერია განტვირთვისა და აქტიური დასვენებისთვის.

„ტერასა ჯგუფის“ სპეციალური საახალწლო შეთავაზება 31 იანვარს სრულდება. დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ საკონტაქტო ინფორმაცია ფოტოზე დაჭერის შემდეგ დატოვონ და მათზე მორგებულ პირობებსა და დამატებით დეტალებს კომპანიის წარმომადგენელი პირადად გააცნობთ:

R