საინფორმაციო პორტალებზე: ipn.ge, ambebi.ge, kvirispalitra.ge და bpn.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა უმეტესობა ყველაზე მეტად საინფორმაციო ვებ-გვერდებს, ყველაზე ნაკლებად კი ტელევიზიებსა და სოციალურ მედიას ენდობა.
გამოკითხვა 10 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 636-მა პირმა მიიღო.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: „ყველაზე მეტად რა სახის მედიას ენდობით,“ პასუხები ასე გადანაწილდა:
საინფორმაციო ვებ-გვერდები - 41 %
ტელევიზია - 26 %
სოციალური მედია (Facebook, Instagram, Twitter, Tik Tok და სხვ.) – 15 %
პრინტი (ბეჭდური მედია) - 8 %
გასართობი ვებ-გვერდები - 6 %
რადიო - 4%
რაც შეეხება კითხვას: „რა სახის მედიას ენდობით ყველაზე ნაკლებად“, მკითხველთა პოზიცია ასე გამოიყურება:
ტელევიზია - 30%
სოციალური მედია (Facebook, Instagram, Twitter, Tik Tok და სხვ.) – 28 %
საინფორმაციო ვებ-გვერდები - 17%
გასართობი ვებ-გვერდები - 13%
პრინტი (ბეჭდური მედია) – 8%
უნდა დაგესვათ კითხვა: ან რომელს არ ენდობით? მიიღებდით პასუხს, რომ ა რ ა ვ ი ს !!!