პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან შვილების მიმართ სიყვარულის ხშირი გამოხატვა:
- უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულს სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის განვითარებაში. ბავშვებშიც ასეა, მოზრდილებშიც და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. აღმოჩნდა, რომ როდესაც ნაყოფს დედა და მამა ეფერება, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია.ყველას უნდა გონიერი, მამაცი, ლამაზი შვილი ჰყავდეს. ამ ყველაფრის საფუძველი კი სწორედ ჯანმრთელობაა. თითქოს, ყველაფერში ზომაა საჭირო. მაგრამ, როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არსებობს. იყოს უსაზღვრო, რაც მეტი - მით უკეთესი.
ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ, უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ამ დროს სპეციალური ქიმიური სუბსტანციები, სიამოვნების ჰორმონები, მაგალითად, დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები, გარკვეულწილად ადრენალინიც გამოიყოფა. ბედნიერების შეგრძნებისთვის ბავშვს ეს ყველაფერი სჭირდება. გოგონა, რომელიც სიყვარულითაა გარშემორტყმული, თანატოლებთან განათებული, გაბრწყინებულია. როდესაც გრძნობს, რომ ვიღაცას უყვარს, ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, მთელი საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი, სიხარულით სავსე იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს" - აცხადებს ყარამან ფაღავა.
"მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიყვარს კატეგორიული გამოთქმები, არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, სწორი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, მივუთითოთ, მაგრამ ბავშვის მოფერება ნამდვილად არ რყვნის ბავშვს" - ამბობს ყარამან ფაღავა და სიმკაცრის საშიროებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც პასუხობს:
"რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ამბობენ....წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე
ბავშვს უნდა ზრდიდეს დ ე დ ა და არა ძიძა!!! აუცილებელია ოჯახში ცხოვრობდეს სამივე თაობა:უფროსი-ბებია- ბაბუა;საშუალო-მშობლები და უმრწემესი-შვილები. ვიცი ოჯახები,სადაც "ცალკე"ცხოვრობენ ახალგაზრდები და 2 თვეში ერთხელ ვერ ნახულობენ შვილიშვილებს ბებია-ბაბუა და ბავშვების ფსიქიკაშიც უცხო მოხუცებად აღიქმებიან... ეს ტრაგედიააა. თემურ ჩალაბაშვილმა კი ამ ლექსით გამოხატა მოფერება შვილიშვილთან:
"ლუკა! სხივს ჰგავხარ დილისას,
ღამე ჩემია,დღე---შენი,
პაპის და შვილიშვილისას
რას გაიგებენ ესენი?!"
და რომელ ასაკამდე ითვლება ადამიანი ბავშვად საქართველოში? თუ რამე თუ ჭირდება მაშინ დიდი და იმსახურებს აბა რა :) და თუ რამე უნდა გააკეთოს ან პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე ბავშვია ჯერ სად შეუძლია მასეთი რამე და ასეა 18, 20, 21, 25 წლის ასაკში :)