დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს "თბილსერვის ჯგუფი“, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24-საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას.
"ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს "თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
მარილის დაყრა დილით კი არ უნდა მოხდეს, არამედ იქამდე სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს. ეს რა უბედურებაა, სამსახურში დავაგვიანე ასეთი უპასუხისმგებელი ადამიანების გამო
ეხლა კი არ უნდა დაყარონ,გუშინ ღამე უნდა დაეწყოთ დაყრა,დღეს დილით სამსახურში ძლივს მოვედი,თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ვერ გაივლიდი.პატრული უკან აბრუნებდა მანქანებს,როცა იცით რომ ყინვებია მოსალოდნელი რას ელოდებით? ხომ შეიძლება თადარიგი დაიჭიროთ და წინასწარ დაყაროთ ეს უპატრონო მარილი?მარტო ქალაქის ცენტრი ხომ არ არის ეს ქალაქი?სხვაგან გამოდის ხალხი არ ცხოვრობს?