ავტორი:

2023 წლიდან ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა "ჰელსიკორი" პაციენტებს სიახლეებით უბრუნდება

2023 წლიდან ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა "ჰელსიკორი" პაციენტებს სიახლეებით უბრუნდება

2023 წლიდან ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა "ჰელსიკორი" სიახლეებს სთავაზობს პაციენტებს.

იანვრიდან "ჰელსიკორი" გაიზარდა, კლინიკამ განაახლა შინაგანი სნეულებათა მედიცინის და ონკოლოგიის განყოფილებები. ახალი სართული, რომელიც კლინიკას დაემატა სტაციონარია, გარდა ამისა მეორე სართულზე განთავსდა ონკოლოგიის განყოფილება, სადაც პაციენტებს გაეწევათ ამბულატორიული მომსახურება. აქვეა ქიმიოთერაპიის კაბინეტიც.

"განსხვავებულია კლინიკის ინტერიერიც, თითოეული დეტალი გათვლილი და მორგებულია პაციენტის კომფორტს, შევქმენით მაქსიმალურად მყუდრო და თბილი გარემო, ვინაიდან კლინიკაში დაყოვნებული დღეები პაციენტმა მაქსიმალურად ნაკლებ სტრესში გაატაროს და თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, ამისათვის დიდი მადლობა "DODO Design"-ს. მიმდინარე წლიდან უამრავ სიახლეს ვთავაზობთ პაციენტებს". - ანანო სხირტლაძე, ჰელსიკორის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

NS