კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წისქვილი ჯგუფმა" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა
"წისქვილი ჯგუფმა" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა

„წის­ქვი­ლი ჯგუ­ფი“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. ის აღ­საზ­რდე­ლე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნას და­ა­ფი­ნან­სებს და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„ბოლო დროს უკი­დუ­რე­სად გაზ­რდილ­მა ფა­სებ­მა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და პროგ­რა­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, საწ­ვა­ვი­სა თუ სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ინი­ცი­ა­ტი­ვას ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“, – ამ­ბობს „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ 20 წელ­ზე მე­ტია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე ზრუ­ნავს. დღეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ისან­ში, რუს­თავ­სა და დი­ღომ­ში სამი ფი­ლი­ა­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 10-ზე მეტ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რი­საა აუ­ტიზ­მის პროგ­რა­მა, ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, დღის ცენ­ტრი და ბი­ნა­ზე მოვ­ლა. „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ერთ-ერთი მი­სი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს თა­ვი­ან­თი რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­სა და სო­ცი­ა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­როს.

„ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფი“ თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში და 900-ზე მეტ ბავ­შვს მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ერ­თად ბევ­რად მეტი შეგ­ვიძ­ლია! გა­ვერ­თი­ან­დეთ და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"წისქვილი ჯგუფმა" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა

"წისქვილი ჯგუფმა" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა

„წისქვილი ჯგუფი“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციის, „პირველი ნაბიჯის“ მხარდამჭერი გახდა. ის აღსაზრდელების უნარების განვითარებისთვის საჭირო მასალების შეძენას დააფინანსებს და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ბოლო დროს უკიდურესად გაზრდილმა ფასებმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ორგანიზაცია. ძალიან გაგვიჭირდა პროგრამებისთვის საჭირო სამუშაო მასალების, სათამაშოების, საწვავისა თუ სხვა აუცილებელი პროდუქტების შეძენა. ამ გამოწვევების დაძლევა ცალკეული ადამიანებისა თუ კომპანიების მხარდაჭერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივას ჩვენი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ წარმომადგენელი.

„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია ისანში, რუსთავსა და დიღომში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა აუტიზმის პროგრამა, ადრეული ინტერვენცია, დღის ცენტრი და ბინაზე მოვლა. „პირველი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მისიაა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს თავიანთი რესურსების ათვისებაში, ახალი უნარების შეძენასა და სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმაროს.

„ძალიან გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფი“ თავის წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და 900-ზე მეტ ბავშვს მათი განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება.

ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია! გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

NS