საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა მონტესი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია
ანა მონტესი -  ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ცივი ომის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯა­შუ­ში ანა მონ­ტე­სი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მონ­ტე­სი, რო­მე­ლიც ახლა 65 წლი­საა, პენ­ტა­გო­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ში ანა­ლი­ტი­კო­სად მუ­შა­ობ­და და კუ­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შობ­და.

2001 წელს მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მან თით­ქმის სრუ­ლად გას­ცა აშშ-ს დაზ­ვერ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი კუნ­ძულ­ზე.

ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, მონ­ტე­სი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში აგენ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე და­უ­კა­ვე­ბი­ათ ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებს და მან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს.

მი­შელ ვან კლივ­მა, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის დროს, 2012 წელს კონ­გრესს გა­ნუ­ცხა­და, რომ მონ­ტეს­მა კუნ­ძულ­ზე ამე­რი­კე­ლი აგენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია გას­ცა.

"კუ­ბე­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ მათ შე­სა­ხებ ვი­ცო­დით და შე­ეძ­ლოთ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, მან შეძ­ლო კო­ლე­გებ­თან პი­რა­დი სა­უბ­რე­ბით გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა კუ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­ზე და, ამას­თა­ნა­ვე, შეძ­ლო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რო­მე­ლიც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მიღ­მა იყო," - გა­ნა­ცხა­და ვან კლივ­მა.

მონ­ტესს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ბრა­ლი დას­დეს დაზ­ვერ­ვის ოთხი ამე­რი­კე­ლი ოფიც­რის ვი­ნა­ო­ბის გათ­ქმა­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლის გამ­ხე­ლა­ში. მას 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მო­სა­მარ­თლემ თქვა, - მის­მა ქმე­დე­ბებ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნა მთე­ლი ამე­რი­კე­ლი ერის უსაფრ­თხო­ე­ბა­სო.

ცივი ომის მრა­ვა­ლი სხვა ცნო­ბი­ლი ჯა­შუ­შის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ანა მონ­ტე­სი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით და არა პი­რა­დი სარ­გებ­ლით. მას არ მოს­წონ­და რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში და სწო­რედ ამან აი­ძუ­ლა, რომ ეთა­ნამ­შრომ­ლა კუ­ბის დაზ­ვერ­ვას­თან.

აშშ-ს თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ტო­რის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მონ­ტე­სი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო "კონ­ტრა­სე­ბის" - მე­მარ­ჯვე­ნე მე­ამ­ბო­ხე ჯგუ­ფი­სად­მი ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რით, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო ნი­კა­რა­გუ­ა­ში ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­სა და სხვა სი­სას­ტი­კე­ში.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მას 1984 წელს და­უ­კავ­შირ­და ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­კურ­სე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი გა­აც­ნეს კუ­ბის დაზ­ვერ­ვის აგენტს და უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდა კუ­ბე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბას ნი­კა­რა­გუ­ას და­სახ­მა­რებ­ლად.

თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ხვდე­ბო­და კუ­ბელ კუ­რა­ტო­რებს ვა­შინგტო­ნის რეს­ტორ­ნებ­ში და აწ­ვდი­და მათ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში იგი და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ რაც აშშ-ს დაზ­ვერ­ვის ოფიც­რებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯა­შუ­შობ­და კუ­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მონ­ტე­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ხუთი წელი იქ­ნე­ბა. მას ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა ან უცხო­ელ აგენ­ტებ­თან ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­კავ­ში­რე­ბა.

თუმ­ცა, FBI მი­იჩ­ნევს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მან აღად­გი­ნოს კავ­ში­რე­ბი თა­ვის კუ­ბელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

"მისი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლი უკან დარ­ჩა“, - უთხრა CBS-ს პიტ ლაპ­მა, ერთ-ერ­თმა აგენ­ტმა, რო­მელ­მაც მონ­ტე­სი და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
93

დეკანოიე, ხოშტარია და ბევრი სხვა ძველი თუ ხალი ნაცი თითქმის დაუფარავად ეწევიან აგენტურულ საქმიანობას საქართველოში და ვინმე თხოვს მათ პასუხს ამისათვის?

ანუ
105

 თქვენ ისტორიას რომ გადახედოთ, არ იწნება ურიგო! იცით ამერიკამ როგორი სანქციები დაუწესა კუბას და რატომაა დღეს კუბაში ჩასულს რომ გეჩვენება 60 წლებში დაბრუნდით? ამერუკა ისეთივე აგრესორია როგორც რუსეთი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ანა მონტესი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია

ანა მონტესი -  ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია

შეერთებულ შტატებში 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს.

მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა, პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის სრულად გასცა აშშ-ს დაზვერვის ოპერაციები კუნძულზე.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს და მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.

მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების საქმიანობაზე არაერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გასცა.

"კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ თავის სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მან შეძლო კოლეგებთან პირადი საუბრებით გავლენა მოეხდინა კუბაში არსებული სიტუაციის შეფასებაზე და, ამასთანავე, შეძლო მოეპოვებინა ის ინფორმაციაც, რომელიც მისი უფლებამოსილების მიღმა იყო," - განაცხადა ვან კლივმა.

მონტესს დაკავების შემდეგ, ბრალი დასდეს დაზვერვის ოთხი ამერიკელი ოფიცრის ვინაობის გათქმასა და დიდი რაოდენობით საიდუმლო მასალის გამხელაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, - მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებასო.

ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მოქმედება ლათინურ ამერიკაში და სწორედ ამან აიძულა, რომ ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მონტესი აღშფოთებული იყო "კონტრასების" - მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფისადმი ამერიკის მხარდაჭერით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნიკარაგუაში ომის დანაშაულებებსა და სხვა სისასტიკეში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას 1984 წელს დაუკავშირდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანაკურსელი. მოგვიანებით იგი გააცნეს კუბის დაზვერვის აგენტს და უყოყმანოდ დათანხმდა კუბელებთან მუშაობას ნიკარაგუას დასახმარებლად.

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ის ხვდებოდა კუბელ კურატორებს ვაშინგტონის რესტორნებში და აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას.

2001 წლის სექტემბერში იგი დააკავეს, მას შემდეგ რაც აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი ჯაშუშობდა კუბის სასარგებლოდ.

გათავისუფლების შემდეგ მონტესი მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი წელი იქნება. მას ასევე ეკრძალება ხელისუფლებაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.

თუმცა, FBI მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან აღადგინოს კავშირები თავის კუბელ მოკავშირეებთან.

"მისი ცხოვრების ეს ნაწილი უკან დარჩა“, - უთხრა CBS-ს პიტ ლაპმა, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა.