გინახავთ ოდესმე მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონების 64%-ზე მეტი ქველმოქმედებას დახარჯა და კვლავ მილიარდერად რჩება? ჯორჯ სოროსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერია, რომელიც მის ფულს მეგა პროექტებს ახარჯავს.
საინტერესოა, როგორ გამოიმუშავა ჯორჯ სოროსმა თავისი მილიარდები?
ვინ არის ჯორჯ სოროსი
გინახავთ ოდესმე მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონების 64%-ზე მეტი ქველმოქმედებას დახარჯა და კვლავ მილიარდერად რჩება? ჯორჯ სოროსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერია, რომელიც მის ფულს მეგა პროექტებს ახარჯავს.
საინტერესოა, როგორ გამოიმუშავა ჯორჯ სოროსმა თავისი მილიარდები?
ვინ არის ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი 1930 წლის 12 აგვისტოს ბუდაპეშტში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.
მისი დედა იყო ოჯახიდან, რომელიც აბრეშუმის პოპულარულ მაღაზიას ფლობდა, ხოლო მამამისი - ტივადარი იურისტი იყო.
1936 წელს, ოჯახმა გვარი "შვარცი"- "სოროსად" შეიცვალა. 1944 წელს, როდესაც ნაცისტები უნგრეთში შევიდნენ, ოჯახს ძალიან გაუჭირდა. გადარჩენისთვის მათ უნდა გაეკეთებინათ საბუთები, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მისი მამა ამ გზით მრავალ ებრაელს დაეხმარა და გადაარჩინა. მოგვიანებით ჯორჯ სოროსმა აღწერა ეს პერიოდი, როგორც დრო, როდესაც ის გახდა მამის გმირობის მოწმე.
1951 წელს, 17 წლის ასაკში, ჯორჯ სოროსი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. შემდეგ კი სწავლობდა ფილოსოფიას ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1954 წლისთვის მან ამავე დაწესებულებაში მიიღო მაგისტრის ხარისხი.
სტუდენტობისას ჯორჯ სოროსი მუშაობდა მიმტანად და რკინიგზის პორტეტად, რათა თავი შეენახა.
როდესაც კოლეჯი დაამთავრა, მუშაობა ლონდონის საინვესტიციო ფირმაში განაგრძო. დროთა განმავლობაში კი მიატოვა ოცნება, ემუშავა პროფესორად, რადგან მისი ქულები უბრალოდ არ იყო საკმარისად მაღალი. იმედგაცრუების შემდეგ, ჯორჯმა მიიღო გადაწყვეტილება ინვესტიციების და ფინანსების შესასწავლად შეერთებულ შტატებში გადასულიყო.
იქ მან პირველად მიიღო სამსახური ბანკში. შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში ევროპული ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსად მუშაობდა. ჯორჯ სოროსი მოგვიანებით Arnold & S. Bleichroeder-ში ვიცე-პრეზიდენტად დასაქმდა და 1963 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა. მისი ინსტინქტებისა და ინტუიციის გათვალისწინებით, ჯორჯმა 1969 წელს, საკუთარი 250 000 დოლარი და ინვესტორების კაპიტალი 4 მილიონი აშშ დოლარი ჰეჯ-ფონდის შესაქმნელად გამოიყენა. განაგრძეთ კითხვა