სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს Wizz Air-ი ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალების თაობაზე და რა ალტერნატივას სთავაზობს ავიაკომპანია მგზავრებს, რომელთა ფრენებიც ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა
რას აცხადებს Wizz Air-ი  ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალების თაობაზე და რა ალტერნატივას სთავაზობს ავიაკომპანია მგზავრებს, რომელთა ფრენებიც ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა

ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air ქუ­თა­ი­სი-პა­რი­ზის და პა­რი­ზი-ქუ­თა­ი­სის რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

ავი­ა­კომ­პა­ნია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ბორტზე მგზავ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და აცხა­დებს, რომ კო­ლე­გებ­მა ყვე­ლა­ფე­რი სცა­დეს მგზავ­რის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

„გვინ­და გა­მოვ­ხა­ტოთ გულ­წრფე­ლი მწუ­ხა­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვის გამო. ავი­ა­კომ­პა­ნია ვი­ზე­ა­რის­თვის მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა ყვე­ლა­ფე­რი სცა­დეს მგზავ­რის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, სა­ნამ საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ასე­ვე გვინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ მგზავ­რებს, რო­მელ­თა მოგ­ზა­უ­რო­ბის გეგ­მე­ბიც შე­იც­ვა­ლა. ქუ­თა­ი­სი-პა­რი­ზის რე­ი­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცინ­დენ­ტის გამო, დღეს და­გეგ­მი­ლი ფრე­ნე­ბი ქუ­თა­ი­სი-პა­რი­ზი და პა­რი­ზი-ქუ­თა­ი­სი გა­უქ­მე­ბუ­ლია. გვეს­მის, თუ რამ­დე­ნად იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ან ისი­ნი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, შევ­თა­ვა­ზოთ მათ სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის - იქ­ნე­ბა ეს Wizz Air-ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფრე­ნე­ბი, თან­ხის სრუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა თუ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე 120%-ის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

პა­რი­ზის ბო­ვეს აე­რო­პორ­ტში მყო­ფი მგზავ­რე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მათ გა­დაყ­ვა­ნას პა­რი­ზის ორ­ლის აე­რო­პორ­ტში, ფრე­ნას ბუ­და­პეშ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხვალ კი გა­მოფ­რე­ნას ბუ­და­პეშ­ტი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე­ო­რე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გახ­ლავთ მათი გა­დაყ­ვა­ნა ვარ­შა­ვის აე­რო­პორ­ტში და ორ­შა­ბა­თის რე­ის­ზე გან­თავ­სე­ბა. Რამ­დე­ნი­მე მგზავ­რმა უკვე მი­ი­ღო ბი­ლე­თის დაბ­რუ­ნე­ბი­სა და თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხოლო ნა­წილ­მა უკვე გა­დაც­ვა­ლა ბი­ლე­თე­ბი მომ­დევ­ნო კვი­რის რე­ის­ზე.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ხე­ლახ­ლა და­ჯავ­შნი­ლი ფრე­ნით მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მომ­დევ­ნო დღეს სარ­გებ­ლო­ბენ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბი­თა და სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტი­რე­ბით სას­ტუმ­რომ­დე/სას­ტუმ­რო­დან, ან მათ მიერ გა­წე­ულ ხარ­ჯებს ანა­ზღა­უ­რებს ავი­ა­კომ­პა­ნია შე­სა­ბა­მის გო­ნივ­რულ ბი­უ­ჯეტ­ში.

სხვა დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გთხოვთ, ეწ­ვი­ოთ ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, სა­დაც მი­ი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის, სას­ტუმ­რო­სა თუ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/flight-status/delay-and-cancellation ან გა­მო­ი­ყე­ნოთ Amelia, WIZZ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ქვე­და მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში მდე­ბა­რე სიმ­ბო­ლო­ზე დაწ­კა­პუ­ნე­ბით.

გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბას და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ბორტზე თქვენს ნახ­ვას!”,- ნათ­ქვა­მია ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

ვალიდოლი რომც იყოს რას უშველის?

 

მზია
10

რა უნდა ცადონ თქვენმა კოლეგებმა როცა ელემენტალური ვალიდოლი არა აქვთ ბორტზე არც წნევის აპარატი ა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რას აცხადებს Wizz Air-ი ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალების თაობაზე და რა ალტერნატივას სთავაზობს ავიაკომპანია მგზავრებს, რომელთა ფრენებიც ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა

რას აცხადებს Wizz Air-ი  ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალების თაობაზე და რა ალტერნატივას სთავაზობს ავიაკომპანია მგზავრებს, რომელთა ფრენებიც ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ბორტზე მგზავრის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად.

„გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მწუხარება დღევანდელი შემთხვევის გამო. ავიაკომპანია ვიზეარისთვის მგზავრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება.

პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფი მგზავრებისთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, ხვალ კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით. მეორე ალტერნატივა გახლავთ მათი გადაყვანა ვარშავის აეროპორტში და ორშაბათის რეისზე განთავსება. Რამდენიმე მგზავრმა უკვე მიიღო ბილეთის დაბრუნებისა და თანხის გამოყენების გადაწყვეტილება, ხოლო ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები მომდევნო კვირის რეისზე.

საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელახლა დაჯავშნილი ფრენით მომხმარებლები მომდევნო დღეს სარგებლობენ, უზრუნველყოფილი არიან სასტუმროში განთავსებითა და სახმელეთო ტრანსპორტირებით სასტუმრომდე/სასტუმროდან, ან მათ მიერ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ავიაკომპანია შესაბამის გონივრულ ბიუჯეტში.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას, სადაც მიიღებთ ინფორმაციას კომპენსაციის, სასტუმროსა თუ ტრანსპორტირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/flight-status/delay-and-cancellation ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, ოფიციალური გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”,- ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ: