მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი, დმიტ­რი ლუ­ბი­ნე­ცი რამ­დე­ნი­მე დღე­ში თურ­ქეთ­ში რუს ომ­ბუდსმენ, ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვას­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ თა­ვად ლუ­ბი­ნე­ცი ავ­რცე­ლებს.

“ეს შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე დღე­ში თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შედ­გე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ლუ­ბი­ნეც­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა, ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა. ამას გარ­და, შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს რუ­სე­თის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო მძევ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხის წა­მო­ყე­ნე­ბა სურს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ “მა­სობ­რი­ვად და­ა­კა­ვა უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სახ­ლში არ უშ­ვებს”.

“ეს ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბია. არ ვიცი რუ­სუ­ლი მხა­რე რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, რით ჩა­მოვ­ლენ. მაგ­რამ წი­ნას­წარ და­დე­ბით სიგ­ნა­ლებს ვი­ღებთ იმი­სა, რომ ისი­ნი ამ სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად მზად არი­ან.

ჩვენ ბევ­რი გეგ­მა გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო­ე­ბის “გაც­ვლის” ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. რად­გან ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა ომის ტყვე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით. სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს”, - აღ­ნიშ­ნა ლუ­ბი­ნეც­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
0

ნამდვილად მისასალმებელია დაგეგმილი კონტაქტები და შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებს შორის.

სამხედრო ტყვეების გაცვლა, სა­მო­ქა­ლა­ქო მძევლებისა და დაღუპულების გადაცემა მართლაც ძალზე ჰუმანური ნაბიჯი იქნება ორივე მხრიდან.

კარგი იქნება თუ ამ კონტაქტებს მოყვება უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრები საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების მიზნით.

მომრიგებელი
0

და ქართველი არ უნდათ შუამავალ/მომრიგებლად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრი ლუბინეცი რამდენიმე დღეში თურქეთში რუს ომბუდსმენ, ტატიანა მოსკალკოვასთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ლუბინეცი ავრცელებს.

“ეს შეხვედრა რამდენიმე დღეში თურქეთის ტერიტორიაზე შედგება”, - განაცხადა ლუბინეცმა.

მან აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილება, ტყვეების დაბრუნებაა. ამას გარდა, შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხის წამოყენება სურს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ “მასობრივად დააკავა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სახლში არ უშვებს”.

“ეს ამბიციური გეგმებია. არ ვიცი რუსული მხარე როგორ მოიქცევა, რით ჩამოვლენ. მაგრამ წინასწარ დადებით სიგნალებს ვიღებთ იმისა, რომ ისინი ამ საკითხის განსახილველად მზად არიან.

ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს შემუშავებული, მათზე საჯაროდ საუბარი არ შემიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია სამოქალაქოების “გაცვლის” ტერმინის გამოყენება. რადგან ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ომის ტყვეებთან მიმართებით ჟენევის კონვენციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პირები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაათავისუფლოს”, - აღნიშნა ლუბინეცმა.