პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის
16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის

The Guardian აქ­ვეყ­ნებს 16 წლის მა­რი­უ­პო­ლე­ლი ბი­ჭის, და­ვი­თის უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ას. სტა­ტია მიგ­ვი­თხრობს არას­რულ­წლოვ­ნის მიერ ომის პე­რი­ოდ­ში გან­ვლილ რთულ გზას ოჯა­ხი­დან რუ­სულ ბავ­შვთა სახ­ლამ­დე. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მო­ზარ­დი უკ­რა­ი­ნი­დან ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ბავ­შვთა სახ­ლში მა­შინ, რო­დე­საც მას დედა ცო­ცხა­ლი ჰყავ­და და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­ი­ა­რა უკან, სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად - გა­ი­ცა­ნით და­ვი­თი, მა­მა­ცი უკ­რა­ი­ნე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო ოჯახ­საც კი და­უ­პი­რის­პირ­და.

16 წლის და­ვი­თი (გვა­რი The Guardian-ის მა­სა­ლა­ში გმი­რის თხოვ­ნით მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის) მა­რი­უ­პოლ­ში ალ­კოჰო­ლიკ დე­დას­თან გა­ი­ზარ­და. ბიჭი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან კარ­გად მღე­რო­და, ასე მოხ­ვდა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის გუნდში, სა­დაც ხელ­ფა­სიც კი და­უ­ნიშ­ნეს. რუ­სე­ბის შეჭ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე ის დე­დის­გან წა­მო­ვი­და, ჯერ მე­გობ­რებ­თან ათე­ნებ­და ღა­მეს, შემ­დეგ კი ბე­ბი­ას­თან გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ და­ვი­თი პრო­უკ­რა­ი­ნულ მი­ტინგზე წა­ვი­და და მა­რი­უ­პო­ლის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი იმ­ღე­რა. ამ დროს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი უკვე კალ­მი­უ­სის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პირ­ველ მარტს ქა­ლაქ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, და­ვი­თი მიხ­ვდა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და“ და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა აღარ შე­ეძ­ლო. მა­რი­უ­პო­ლი მუდ­მი­ვი და­ბომბვის ქვეშ იყო. ის აღი­ა­რებს, რომ მას, ისე­ვე რო­გორც მე­ზობ­ლებს, გა­დარ­ჩე­ნის­თვის მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ძარ­ცვა მო­უ­წია.

8 მარტს და­ვით­მა გა­და­წყვი­ტა სტუმ­რე­ბო­და დე­დას, რო­მელ­საც იმ დრო­ის­თვის ახალ მა­მა­კაც­თან ერ­თად და­ე­წყო ცხოვ­რე­ბა. სახ­ლში რა­დი­ო­სად­გუ­რი მხო­ლოდ ორ არხს იღებ­და: პრო­რუ­სულ­სა და უკ­რა­ი­ნულს, ხოლო მიმ­ღე­ბი პირ­ველ­ზე იყო ჩარ­თუ­ლი.

ყო­ველ­თვის, რო­დე­საც დე­დის ახა­ლი მე­გო­ბა­რი იღ­ვი­ძებ­და, ოჯახ­ში უსას­რუ­ლოდ უს­მენ­დნენ ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის და სხვა პრო­პა­გან­დის­ტე­ბის გა­და­ცე­მებს. ამ ყვე­ლა­ფერს დედა და მისი ახა­ლი პარტნი­ო­რი ეთან­ხმე­ბოდ­ნენ და და­ვითს "უკ­რა­ი­ნე­ლო­ბა­ში" სდებ­დნენ ბრალს. მას მხო­ლოდ ბე­ბია უგებ­და და გა­და­წყვი­ტა მას­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბიჭი ამ­ბობს, რომ გზად, ეზო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში უმა­რა­ვი ცხე­და­რი შეხ­ვდა, მათი დიდი ნა­წი­ლი გახ­წრნის პი­რას იყო... ქა­ლაქ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და.

მალე ქა­ლაქ­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. ბიჭი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი და­ა­კა­ვეს. აი­ძუ­ლეს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და ისე და­კი­თხეს. აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, და­ვით­მა გა­და­წყვი­ტა შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ამ დროს უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ის შეხ­ვდა ქალს, რო­მე­ლიც სა­გუ­შა­გო­ებ­ზე "გა­ფილ­ტვრის“ დროს მის მე­ურ­ვედ წარ­სდგა, მაგ­რამ რუ­სეთ­თან სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ ვე­ღარ და­ეხ­მა­რა.

ჯერ რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის გეგ­მამ, შემ­დეგ კი ბე­ლო­რუ­სის გავ­ლით უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გეგ­მამ არ გა­ა­მარ­თლა. რო­დე­საც მა­რი­უ­პო­ლი­დან ავ­ტო­ბუ­სით რუ­სე­თის და­სავ­ლეთ ნა­წილს მი­აღ­წია, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პას­პორ­ტი წა­არ­თვა და ბავ­შვთა სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს. უთხრეს, რომ სრულ­წლო­ვა­ნო­ბამ­დე იქ დარ­ჩე­ბო­და. ბავ­შვთა სახ­ლში უფ­რო­სებს არ მო­ე­წო­ნათ უკ­რა­ი­ნი­სად­მი მისი მხარ­და­ჭე­რა, სხვა ბავ­შვე­ბი კი მუდ­მი­ვად სცემ­დნენ.

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში და­ვით­მა შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო, რომ მას შე­ეძ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ბავ­შვთა სახ­ლი დე­დის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით. ბიჭს რუსი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ეხ­მარ­ნენ და ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­ა­რე­კი­ნეს. და­ვითს რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­და მა­რი­უ­პოლ­ში დე­და­მი­სის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ნე­ბარ­თვის­თვის ნო­ტა­რი­უს­თან წა­სუ­ლი­ყო. იქამ­დე იწ­ვა­ლა, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ კი­ევ­ში არ აღ­მოჩ­ნდა. ბიჭს ბე­ბია გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. შვი­ლიშ­ვი­ლის წას­ვლი­დან ქალი ორ კვი­რა­ში და­ღუ­პუ­ლა.

და­ვი­თი ერთ-ერ­თია იმ რამ­დე­ნი­მე ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი­დან, რომ­ლე­ბიც მშობ­ლე­ბის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდნენ რუ­სეთ­ში. მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში 400-ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნა ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნას ერთი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­დან მე­ო­რე­ში გე­ნო­ციდს უწო­დებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

დიდება უკრანიას, დიდება გმირებს! ქვეყანას რომელსაც ასეთი თავგანწირული შვილები ყავს დამარცხება არ უწერია!

ლიკა
7

ძალიან უარყოფითი ადამიანია. როდესაც ეგეთებს გმირებს უწოდებენ, იქ მორალი არ არსებობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის

16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან: დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ დედასთან და ბრძოლა გადარჩენისთვის

The Guardian აქვეყნებს 16 წლის მარიუპოლელი ბიჭის, დავითის უმძიმეს ისტორიას. სტატია მიგვითხრობს არასრულწლოვნის მიერ ომის პერიოდში განვლილ რთულ გზას ოჯახიდან რუსულ ბავშვთა სახლამდე. როგორ აღმოჩნდა მოზარდი უკრაინიდან ოკუპანტი ქვეყნის ბავშვთა სახლში მაშინ, როდესაც მას დედა ცოცხალი ჰყავდა და რა სირთულეები გაიარა უკან, სამშობლოში დასაბრუნებლად - გაიცანით დავითი, მამაცი უკრაინელი ბიჭი, რომელიც სამშობლოს სიყვარულის გამო ოჯახსაც კი დაუპირისპირდა.

16 წლის დავითი (გვარი The Guardian-ის მასალაში გმირის თხოვნით მითითებული არ არის) მარიუპოლში ალკოჰოლიკ დედასთან გაიზარდა. ბიჭი ადრეული ასაკიდან კარგად მღეროდა, ასე მოხვდა ადგილობრივი ეკლესიის გუნდში, სადაც ხელფასიც კი დაუნიშნეს. რუსების შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ის დედისგან წამოვიდა, ჯერ მეგობრებთან ათენებდა ღამეს, შემდეგ კი ბებიასთან გააგრძელა ცხოვრება.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დავითი პროუკრაინულ მიტინგზე წავიდა და მარიუპოლის მთავარ მოედანზე უკრაინის ჰიმნი იმღერა. ამ დროს რუსული ჯარები უკვე კალმიუსის მარცხენა სანაპიროზე იმყოფებოდნენ. პირველ მარტს ქალაქში კომუნიკაციები და ელექტროენერგია გაითიშა, დავითი მიხვდა, რომ "ყველაფერი დასრულდა“ და ქალაქიდან გასვლა აღარ შეეძლო. მარიუპოლი მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. ის აღიარებს, რომ მას, ისევე როგორც მეზობლებს, გადარჩენისთვის მაღაზიების გაძარცვა მოუწია.

8 მარტს დავითმა გადაწყვიტა სტუმრებოდა დედას, რომელსაც იმ დროისთვის ახალ მამაკაცთან ერთად დაეწყო ცხოვრება. სახლში რადიოსადგური მხოლოდ ორ არხს იღებდა: პრორუსულსა და უკრაინულს, ხოლო მიმღები პირველზე იყო ჩართული.

ყოველთვის, როდესაც დედის ახალი მეგობარი იღვიძებდა, ოჯახში უსასრულოდ უსმენდნენ ვლადიმერ სოლოვიოვის და სხვა პროპაგანდისტების გადაცემებს. ამ ყველაფერს დედა და მისი ახალი პარტნიორი ეთანხმებოდნენ და დავითს "უკრაინელობაში" სდებდნენ ბრალს. მას მხოლოდ ბებია უგებდა და გადაწყვიტა მასთან დაბრუნებულიყო. ბიჭი ამბობს, რომ გზად, ეზოებსა და ქუჩებში უმარავი ცხედარი შეხვდა, მათი დიდი ნაწილი გახწრნის პირას იყო... ქალაქში საშინელება ტრიალებდა.

მალე ქალაქში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. ბიჭი ქუჩაში მიმავალი დააკავეს. აიძულეს გაშიშვლებულიყო და ისე დაკითხეს. აპრილის დასაწყისში საოკუპაციო ხელისუფლებამ ალყაში მოქცეული ქალაქის ევაკუაცია გამოაცხადა, დავითმა გადაწყვიტა შანსი გამოეყენებინა. ამ დროს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა უკვე შეუძლებელი იყო. ის შეხვდა ქალს, რომელიც საგუშაგოებზე "გაფილტვრის“ დროს მის მეურვედ წარსდგა, მაგრამ რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ვეღარ დაეხმარა.

ჯერ რუსეთში გამგზავრების გეგმამ, შემდეგ კი ბელორუსის გავლით უკრაინაში დაბრუნების გეგმამ არ გაამართლა. როდესაც მარიუპოლიდან ავტობუსით რუსეთის დასავლეთ ნაწილს მიაღწია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პასპორტი წაართვა და ბავშვთა სახლში წაიყვანეს. უთხრეს, რომ სრულწლოვანობამდე იქ დარჩებოდა. ბავშვთა სახლში უფროსებს არ მოეწონათ უკრაინისადმი მისი მხარდაჭერა, სხვა ბავშვები კი მუდმივად სცემდნენ.

ოქტომბრის დასაწყისში დავითმა შემთხვევით შეიტყო, რომ მას შეეძლო დაეტოვებინა ბავშვთა სახლი დედის წერილობითი თანხმობით. ბიჭს რუსი მოხალისეები დაეხმარნენ და ტელეფონით დედასთან დაარეკინეს. დავითს რამდენიმე კვირა დასჭირდა მარიუპოლში დედამისის დასარწმუნებლად, რომ ნებართვისთვის ნოტარიუსთან წასულიყო. იქამდე იწვალა, სანამ საბოლოოდ კიევში არ აღმოჩნდა. ბიჭს ბებია გარდაცვლილი დახვდა. შვილიშვილის წასვლიდან ქალი ორ კვირაში დაღუპულა.

დავითი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათასი უკრაინელი ბავშვიდან, რომლებიც მშობლების გარეშე აღმოჩნდნენ რუსეთში. მხოლოდ რუსული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია გაშვილებული. უკრაინა ბავშვების იძულებით გადაყვანას ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში გენოციდს უწოდებს.