სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ქართველი მაყურებლის ფავორიტი ახალი თურქული სერიალის მსახიობები - სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება
ვინ არიან ქართველი მაყურებლის ფავორიტი ახალი თურქული სერიალის მსახიობები - სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი ფა­ვო­რი­ტი სე­რი­ა­ლი - Yali çapkini ("მე­ქალ­თა­ნე სა­სახ­ლი­დან") აქვთ, მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი კი ამ დრო­ის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. სე­რი­ალ­ში მთა­ვარ რო­ლებს აფრა სა­რა­ჩ­ოღ­ლუ და მერთ რა­მა­ზან დე­მი­რი თა­მა­შო­ბენ.

რო­მან­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ის მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეპი­ზო­დებს მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს.

"ფე­ის­ბუქ­ში" სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერთ დის­კუ­სი­ას წა­ა­წყდე­ბით.

  • ამ ფონ­ზე კი უჩ­ვე­უ­ლო არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დი­დია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მით უფრო, რომ მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვია.

აფ­რას რო­მა­ნი ჰქონ­და ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ მერთ ია­ზი­ჯი­ოღ­ლუს­თან. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და, თუმ­ცა ახ­ლა­ხან და­შორ­დნენ.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბის შეყ­ვა­რე­ბულს არ მო­ე­წო­ნა აფ­რა­სა და მისი კო­ლე­გის სა­ერ­თო, "თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი", რო­მე­ლიც ჟურ­ნალ Hello-სთვის გა­და­ი­ღეს.

აფრა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად

მე­დია წერს, რომ მერ­თმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ნივ­თე­ბი ჩა­ა­ლა­გა და იმ ბი­ნი­დან გა­და­ვი­და, სა­დაც აფ­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მერტ ია­ზი­ჩი­ოღ­ლუ თა­ვა­დაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია და ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან აფ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ას­რუ­ლა, რად­გან სხვა შე­უყ­ვარ­და.

მსა­ხი­ო­ბე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი წე­რენ, რომ მერ­თმა და აფ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი წა­შა­ლეს, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნე­თის პოს­ტე­ბის მო­წო­ნე­ბა შე­წყვი­ტეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად სე­რი­ალ "მე­ქალ­თა­ნეს“ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბის თქმით, სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბას ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა არ სჭირ­დე­ბა.

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე აფ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი ზუს­ტად არ ასა­ხავს სი­მარ­თლეს ჩვენ შე­სა­ხებ. ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც 4 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. თუმ­ცა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ისე რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა გრძელ­დე­ბა და გვსურს გა­ი­გოთ, რომ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მე­სა­მე მხა­რე არ ჩა­რე­უ­ლა", - და­წე­რა მსა­ხი­ობ­მა.

  • ის ახლა მთლი­ა­ნად და­კა­ვე­ბუ­ლია სე­რი­ა­ლით და თა­ვის ეკ­რა­ნულ პარტნი­ორ­თან მერთ რა­მა­ზან დე­მირ­თან ერ­თად პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალ­ზეა. ვნა­ხოთ, რას წერს თურ­ქუ­ლი მე­დია მათ შე­სა­ხებ:

მერთ რა­მა­ზან დე­მირს ახა­ლი თა­ო­ბის გულ­თამ­პყრო­ბელს და "შო­კო­ლა­დის ბიჭს" უწო­დე­ბენ. ის 1998 წლის 25 ნო­ემ­ბერს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. ოჯახ­ში მე­ხუ­თე შვი­ლია. დედა დი­ა­სახ­ლი­სია, მამა ვა­ჭა­რი. მერ­თი ამ­ბობს, რომ 17 წლის იყო, რო­დე­საც თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა სურ­და. მისი ფილ­მოგ­რა­ფია ჯერ­ჯე­რო­ბით არც ისე­თი მსუ­ყეა, მაგ­რამ უკვე შე­დის "ნე­ტფ­ლიქსთან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს "ნე­ტფ­ლიქ­სის" სე­რი­ალ­ში "შაჰ­მე­რა­ნი."

კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა, აღი­ა­რე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბა კი სწო­რედ სე­რი­ალ­მა "მე­ქალ­თა­ნემ" მო­უ­ტა­ნა.მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ რო­ლის მო­სარ­გე­ბად ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა და მის გა­სა­თა­ვი­სებ­ლად მუ­სი­კის მოს­მე­ნა ეხ­მა­რე­ბა. მარ­თა­ლია მერ­თს წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ალ­მა მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა მისი ფა­ვო­რი­ტი კი­ნოა და სურს, რომ კა­რი­ე­რა­ში უფრო მეტი კი­ნო­რო­ლი ჰქონ­დეს.

მისი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ნი­ელ დეი ლუსი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფარტნი­ორს, აფრა სა­რა­ჩ­ოღ­ლუს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ბერ­ძნუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. მისი ოჯა­ხი თე­სა­ლო­ნი­კი­და­ნაა. აფრა 1997 წლის 2 დე­კემ­ბერს თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ან­ტა­ლი­ა­ში და­ამ­თავ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

აფ­რა­სა და მერ­თს მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ. მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რათ რო­ლე­ბის მორ­გე­ბა­ში და სე­რი­ა­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზეც დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Salo
17

Rogor momwons es wyvili minda realobashic ertad iyvnen bednierebi❤️

ლალი
15

ძალიან მიყვარს ეს ორი მთავარი როლის შემსრულებლები. ვუყურებდი სუამოვნებით ... და სეზონი რომ დასრულდა ცუდია. როდის იქნება მეორე სეზონი ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არიან ქართველი მაყურებლის ფავორიტი ახალი თურქული სერიალის მსახიობები - სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება

ვინ არიან ქართველი მაყურებლის ფავორიტი ახალი თურქული სერიალის მსახიობები - სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება

თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი სერიალი - Yali çapkini ("მექალთანე სასახლიდან") აქვთ, მისი მთავარი გმირები კი ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში ყველაზე რეიტინგული თურქი მსახიობები არიან. სერიალში მთავარ როლებს აფრა სარაჩოღლუ და მერთ რამაზან დემირი თამაშობენ.

რომანტიკული მელოდრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის მიმდინარე წელს ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუა. სოციალურ ქსელებში ეპიზოდებს მილიონობით ნახვა აქვს.

"ფეისბუქში" სერიალთან დაკავშირებით არაერთ დისკუსიას წააწყდებით.

  • ამ ფონზე კი უჩვეულო არ არის, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია იმ მსახიობების მიმართ, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ. მით უფრო, რომ მათ პირად ცხოვრებაში ბევრი სკანდალური ამბავია.

აფრას რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ მერთ იაზიჯიოღლუსთან. წყვილი ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა ახლახან დაშორდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობის შეყვარებულს არ მოეწონა აფრასა და მისი კოლეგის საერთო, "თამამი ფოტოები", რომელიც ჟურნალ Hello-სთვის გადაიღეს.

აფრა ყოფილ შეყვარებულთან ერთად

მედია წერს, რომ მერთმა ეჭვიანობის ნიადაგზე ნივთები ჩაალაგა და იმ ბინიდან გადავიდა, სადაც აფრასთან ერთად ცხოვრობდა. მერტ იაზიჩიოღლუ თავადაც ცნობილი მსახიობია და ერთ-ერთი ვერსიით, მან აფრასთან ურთიერთობა საკუთარი ინიციატივით დაასრულა, რადგან სხვა შეუყვარდა.

მსახიობების თაყვანისმცემლები წერენ, რომ მერთმა და აფრამ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოების ნაწილი წაშალეს, შემდეგ კი ერთმანეთის პოსტების მოწონება შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი დადგმული იყო და რეალურად სერიალ "მექალთანეს“ პიარს ემსახურებოდა, თუმცა მსახიობების თქმით, სერიალის პოპულარობას ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აფრამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მედიაში გამოქვეყნებული უახლესი ამბები ზუსტად არ ასახავს სიმართლეს ჩვენ შესახებ. ჩვენ გვქონდა ძალიან ბედნიერი ურთიერთობა, რომელიც 4 წელიწადს გაგრძელდა. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო და ისე რომ ურთიერთპატივისცემა შეგვენარჩუნებინა. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და გვსურს გაიგოთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაში მესამე მხარე არ ჩარეულა", - დაწერა მსახიობმა.

  • ის ახლა მთლიანად დაკავებულია სერიალით და თავის ეკრანულ პარტნიორთან მერთ რამაზან დემირთან ერთად პოპულარობის მწვერვალზეა. ვნახოთ, რას წერს თურქული მედია მათ შესახებ:

მერთ რამაზან დემირს ახალი თაობის გულთამპყრობელს და "შოკოლადის ბიჭს" უწოდებენ. ის 1998 წლის 25 ნოემბერს, სტამბოლში დაიბადა. ოჯახში მეხუთე შვილია. დედა დიასახლისია, მამა ვაჭარი. მერთი ამბობს, რომ 17 წლის იყო, როდესაც თქვა, რომ მსახიობობა სურდა. მისი ფილმოგრაფია ჯერჯერობით არც ისეთი მსუყეა, მაგრამ უკვე შედის "ნეტფლიქსთან" თანამშრომლობა. მსახიობი მონაწილეობს "ნეტფლიქსის" სერიალში "შაჰმერანი."

კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება, აღიარება პოპულარობა კი სწორედ სერიალმა "მექალთანემ" მოუტანა.მსახიობი ამბობს, რომ როლის მოსარგებად ის განსაკუთრებულად ემზადება და მის გასათავისებლად მუსიკის მოსმენა ეხმარება. მართალია მერთს წარმატება სერიალმა მოუტანა, თუმცა მისი ფავორიტი კინოა და სურს, რომ კარიერაში უფრო მეტი კინოროლი ჰქონდეს.

მისი საყვარელი მსახიობები დანიელ დეი ლუსი და ლეონარდო დიკაპრიო არიან.

რაც შეეხება მის ფარტნიორს, აფრა სარაჩოღლუს, ახალგაზრდა მსახიობს ბერძნული ფესვები აქვს. მისი ოჯახი თესალონიკიდანაა. აფრა 1997 წლის 2 დეკემბერს თურქეთში დაიბადა. საშუალო სკოლა ანტალიაში დაამთავრა. საინტერესოა, რომ მას ლიტერატურის მცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

აფრასა და მერთს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. მსახიობები ამბობენ, რომ ეს ძალიან დაეხმარათ როლების მორგებაში და სერიალის წარმატებაზეც დიდი გავლენა მოახდინა.