ავტორი:

"აქ ან მოგკლავენ, ან დაგიჭერენ" - "ელ ჩაპოს" ცოლის ძალაუფლება, სიმდიდრე, მოდა, დანაშაული და პატიმრობა - როგორ ცხოვრობს ქალი, რომელსაც მექსიკის "ნარკოკარტელის დედოფალს" უწოდებენ

"აქ ან მოგკლავენ, ან დაგიჭერენ" - "ელ ჩაპოს" ცოლის ძალაუფლება, სიმდიდრე, მოდა, დანაშაული და პატიმრობა - როგორ ცხოვრობს ქალი, რომელსაც მექსიკის "ნარკოკარტელის დედოფალს" უწოდებენ

ემმა კორონელ აისპურო ნიუ-იორკში უდარდელი, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა თავისი ქმრის, "კოკაინის მეფის", ხოაკინ გუსმანის, იგივე "ელ ჩაპოს“ ბენეფიტებს მაქსიმალურად იყენებდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ემა თვითონაც აღმოჩნდა ჩართული ქმრის ბნელ საქმეებში.

მას 2021 წელს პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა უკვე გათავისუფლებულია. ციხეს 2023 წელს დააღწია თავი.

  • რატომ დააკავეს "ელ ჩაპოს" ცოლი?

ადვოკატის, მარიელ მიროს თქმით, ემმას საკანში დრო სასიყვარულო რომანების კითხვით გაჰყავდა. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის, "ელ ჩაპო გუსმანის“ გახსნას აპირებდა.

ნარკობარონის მეუღლე მექსიკაში მოდის ეტალონად ითვლება. მათი ქალიშვილიც მამის სახელის გამოყენებით, მოდის სფეროში ცდილობს დამკვიდრებას.

მედიის ყურადღება ნიუ იორკში გამართული სასამართლოს დროს "ჩაპოს" ცოლის უძვირფასესმა საათმა და სხვადასხვა მდიდრულმა აქსესუარებმა მიიპყრო.

მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა "სინალოას" ნარკოკარტელის მართვაში. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ქმარს ეხმარებოდა. FBI-ის მტკიცებით, აისპურო კოკაინის კონტრაბანდაში მონაწილეობდა და 2015 წელს მექსიკის ციხიდან "ელ ჩაპოს" გაქცევის დაგეგმვაშიც იყო ჩართული.

მისი მეუღლეს, 64 წლის ხოაკინ გუსმანს, იგივე "ელ ჩაპოს" უვადო პატიმორბა აქვს მისჯილი და სასჯელს კოლორადოს შტატის ციხეში იხდის.

  • როგორია ნარკობარონის ცოლის ცხოვრება?

ემმა აისპუროს საინტერესო ისტორია აქვს, სადაც იყო ქმრისგან ღალატი, დრამატული შეხვედრა ქმრის საყვარელთან, დანაშაულები, ფული და ნარკოტიკები.

ანალიტიკოსები, რომლებიც ნარკობიზნესს სწავლობენ, ამბობენ, რომ აისპუროს ამ სფეროში ტიპური როლი არ აქვს. მას ოჯახის საჯარო ფიგურის როლი ჰქონდა მორგებული. ოფიციალურად იწოდებოდა როგორც მეწარმე. ამავდროულად, წყვეტდა ვის და რა დოზით უნდა ჰქონოდა "ელ ჩაპოსთან“ წვდომა.

"ჩვეულებრივ, ნარკობარონების მეუღლეები მხოლოდ სექსუალურობით გამოირჩევიან და მათ არანაირი გავლენა არ გააჩნიათ", - ამბობს სესილია ფარფან-მენდესი სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან. თუმცა აისპურო სხვანაირი იყო.

"მან ყველას დაუმტკიცა, რომ ნარკოსამყაროში ქალსაც შეუძლია ძალაუფლების მოპოვება“, - აღნიშნავს ექსპერტი.

  • მაგრამ კოკაინის კარტელში ძალაუფლება - ძალიან სარისკო ამბავია.

"ამ ბიზნესში თქვენ ან მოგკლავენ, ან დაგიჭერებ“, - ამბობს დერეკ მალცი, DEA-ს ყოფილი აგენტი.

"ელ ჩაპოს" სასამართლო პროცესების შესვენებების დროს ემმა აისპურო ბრუკლინის სასამართლოს სასადილოში სადილობდა, მეგობრებთან ერთად ხუმრობდა და ხალისობდა.

"ის ენერგიული ადამიანია. ემმა, რომელსაც მე ვიცნობ, მუდმივად ოპტიმისტია, სავსეა ენერგიით და სულ ხალისობს“, - ამბობს ადვოკატი მირო.

  • აისპურომ, რომელსაც ამერიკისა და მექსიკის მოქალაქეობა აქვს, გუსმანი 17 წლის ასაკში გაიცნო. ისინი მალევე დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი შეეძინა, ტყუპები მარია-ხოაკინი და ემალი.

ქმრის სასამართლოზე ემმა თითქმის ყოველ დღე მოდიოდა. ყურადღებას თავისი სტილით, ვიზუალით იქცევდა - დარბაზში ის ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდა.

"სინალოას ქალღმერთი“, - ასე ახასიათებს რომენ ლე კურ გრანმეზონი ელ ჩაპოს ცოლს. რომენი პარიზში ცხოვრობს და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტია. ის მექსიკაში ნარკოკარტელების შესასწავლად იყო წასული. გვადელუპე კორრეა-კაბრერა, ჯორჯიის უნივერსიტეტიდან, ასევე იკვლევდა "სინალოას" კარტელს.

"ისინი Louis Vuitton-ის ძვირფასს ტანსაცმელს იცვამენ, ხშირად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს“, -აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, "ელ ჩაპოს" მეუღლის ყველაზე დიდი სიამაყე მისი საჯდომი იყო, რომელსაც, როგორც თავად ქალი ამბობდა, "იშვიათად ფაფუკი ჰქონდა." 2006 წლიდან მექსიკის მთავრობამ ნარკოკარტელებს ომი გამოუცხადა. სისხლიან შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

დანაკარგები ორივე მხარეს დიდი იყო. "ელ ჩაპოს" ამ ომში ერთ-ერთი საყვარელიც მოუკლეს. ცხედარი მანქანის საბარგულში იპოვეს. ითვლება, რომ საყვარელი არა პოლიციამ, არამედ კონკურენტმა ბანდის წევრბმა მოკლეს.

"ელ ჩაპოს" საყვარელი, ლიურესო გვადალუპე სანჩეს ლოპესი სასამართლოს ნარკობარონის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. ის 2017 წელს დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ქალმა ბრალი აღიარა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

სასამართლო სხდომაზე მან გუსმანთან ურთიერთობაზე ისაუბრა, ასევე ყვებოდა თუ როგორ ხელმძღვანელობდა "ჩაპო" კარტელს. თავად ჩაპოს, როდესაც ყოფილი საყვარელის ჩვენებას ისმენდა, თავი არ აუწევია და საათს უყურებდა.

ამ დროს, ნარკობარონის ცოლი, ასიპურო მეორე რიგში იჯდა და პერიოდულად თმას ისწორებდა. იმ დღეს მას ხავერდის სმოკინგი ეცვა, ზუსტად ისეთი, როგორც ერთ დროს მის მეუღლეს. ერთნაირი სმოკინგები მათი ქორწინების სიმტკიცის სიმბოლო იყო, ხსნიდა ადვოკადი უილიამ პურპურა.

"ეს იყო იმ საყვარლის სახეში შეფურთხება. აისპურო ყველას ეუბნებოდა:“ის ჩემია!“, - ასეთ ქვეტექსტს ხედავდა ადვოკატი ქალის ჩაცმულობაში. საზოგადოების დიდი ნაწილი გაოცდა მისი ქცევითა და ქმრის მიმართ ერთგულებით. "ზოგი სულელად თვლიდა“, - ამბობს გრანმეზონი.

ავტორი: ანრი კურტანიძე