მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრიგოჟინი და უკრაინული საბადოები - რატომ არის პუტინის "მზარეული" ბახმუტით შეპყრობილი და რატომ ცდილობს განსაკუთრებულად მის ხელში ჩაგდებას
პრიგოჟინი და უკრაინული საბადოები - რატომ არის პუტინის "მზარეული" ბახმუტით შეპყრობილი და რატომ ცდილობს განსაკუთრებულად მის ხელში ჩაგდებას

აშშ-ის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ერ­თგუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე, "პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი" და "მზა­რე­უ­ლი" ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის სპეც­შეკ­ვე­თე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად არის ცნო­ბი­ლი, დო­ნეც­კის ოლ­ქში, ბახ­მუტ­თან ახ­ლოს, მა­რი­ლი­სა და თა­ბა­ში­რის მა­ღა­რო­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წა­სუ­ლი, შემ­დეგ კი, "ვაგ­ნე­რე­ლე­ბად" წო­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, მა­ლი­ში, სუ­დან­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რა­საც რამ­დე­ნი­მე წლის "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც შე­ე­წირ­ნენ, პრი­გო­ჟი­ნის­გან გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. მით უფრო, რომ რუ­სუ­ლი მე­დია ბახ­მუ­ტის გარ­შე­მო "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" დიდი ძა­ლის თავ­მოყ­რა­ზე წერს.

Reuters-ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამი­ტო­მაც არ შორ­დე­ბა დო­ნეც­კის ოლქს და ცდი­ლობს, შტურ­მით აი­ღოს ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის ომამ­დე არც ისე დიდი ხნით ადრე, პრი­გო­ჟი­ნი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

"ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კის თქმით, ვა­შინგტონს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა­ტომ არის შე­პყრო­ბი­ლი პრი­გო­ჟი­ნი ბახ­მუ­ტით - მისი ინ­ტე­რე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ევ­რო­პა­ში მა­რი­ლის ყვე­ლა­ზე დიდი მა­ღა­რო - არ­ტე­მოვ­სკოე, ბახ­მუ­ტის რა­ი­ონ­შია და "Артёмсоль -ის" ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია. ის ბახ­მუტ­სა და სო­ლე­დარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ეს ად­გი­ლი ფრონტზე ახლა ცხელ წერ­ტი­ლად ით­ვლე­ბა, რად­გან რამ­დე­ნი­მე კვი­რაა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, "ვაგ­ნე­რე­ლებ­თან" ერ­თად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შტურმს არ წყვე­ტენ", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბით, "ვაგ­ნე­რე­ლებს" ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი აქვთ. ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა­ში 50 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბა, მათ­გან 4 ათას­ზე მეტი მოკ­ლუ­ლია, 10 ათას­ზე მეტი კი, დაჭ­რი­ლი. ათას­ზე მეტი "ვაგ­ნე­რე­ლი" მხო­ლოდ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბახ­მუ­ტი­სა და მის გარ­შე­მო ბრძო­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა.

ცნო­ბის­თვის, "ვაგ­ნერ­ში" არ­მი­ა­სა და კონ­ტრაქ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი და უკე­თე­სი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. რის გა­მოც, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მე­ტია, მაგ­რამ თუ ადრე ამ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში, სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი ირი­ცხე­ბოდ­ნენ, ახლა იქ სამ­ხედ­რო საქ­მე­ში გა­მო­უც­დე­ლი, ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან წა­მო­იყ­ვა­ნეს, ზო­გიც, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

რო­გორც რუსი ინ­ტერ­ნეტ­მოხ­მა­რებ­ლე­ბი წე­რენ, - "ბევ­რმა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯა­რის აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებს, სა­დაც ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბად "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" ჰყავთ, ისევ "ვაგ­ნე­რელბ­თან" ყოფ­ნა არ­ჩია, სა­დაც კვე­ბი­სა და ამუ­ნი­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი მა­ინც არ არის."

  • პრი­გო­ჟო­ნი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებს, თუმ­ცა, ის ცდი­ლობს, რუ­სე­თის ხე­ლო­სუფ­ლე­ბა, მე­დია და მო­სახ­ლე­ო­ბა, დარ­წმუ­ნოს, რომ საბ­რძო­ლო მოქმდე­ბებ­ში, ბახ­მუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

"ბახ­მუ­ტი დღეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ორი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ისე, რო­გორც კუ­ლი­კო­ვოს ველ­ზე, ბო­რო­დი­ნო­ში და სხვა ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც შემ­დეგ ის­ტო­რი­ას შე­მორ­ჩა. აქ ერ­თმა არ­მი­ამ მე­ო­რე უნდა გა­ა­ნად­გუ­როს", - აცხა­დებს მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რი.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია უკვე "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს ბახ­მუ­ტის აღე­ბას, მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქა­ლა­ქის 60 % მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. რუ­სულ მე­დი­ა­ში დრო­დად­რო ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მათ­მა არ­მი­ამ უკ­რა­ი­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ზღუ­დის გარ­ღვე­ვა შეძ­ლეს. ვო­ლოს ასე­თი ცნო­ბა გა­სულ ხუთ­შა­ბათს გავ­რცელ­და, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამე­რი­კა­ში ფლო­ბენ ინ­ფერ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ "ვაგ­ნე­რის დაჯ­გუ­ფე­ბამ" ია­რა­ღი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან მი­ი­ღო, რა­საც პრი­გო­ჟი­ნი უარ­ყოფს. რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ რუ­სე­თი შე­სუს­ტდეს, ამის­თვის სა­ჭი­როა "ის თა­ვის თავ­თან და­მარ­ცხდეს, ანუ გა­აქ­ტი­ურ­დნენ პარ­ტი­ზა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ახლა იწყე­ბენ მოქ­მე­დე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვვა­ში, ქვე­ყა­ნას, პუ­ტი­ნი­სა და პრი­გო­ჟი­ნის კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წევს ცხოვ­რე­ბა..."

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
0

სახლი ქონია ასაშენებელი და მოუნდა მუქთი გიბსოკარდონი

სალი
5

ბახმუტში მაცხოვრებელი ადამიანი,სადაურია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პრიგოჟინი და უკრაინული საბადოები - რატომ არის პუტინის "მზარეული" ბახმუტით შეპყრობილი და რატომ ცდილობს განსაკუთრებულად მის ხელში ჩაგდებას

პრიგოჟინი და უკრაინული საბადოები - რატომ არის პუტინის "მზარეული" ბახმუტით შეპყრობილი და რატომ ცდილობს განსაკუთრებულად მის ხელში ჩაგდებას

აშშ-ის სახელისუფლებო წრეებში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ერთგული თანამოაზრე, "პუტინის მარჯვენა ხელი" და "მზარეული" ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პუტინის სპეცშეკვეთების შემსრულებლად არის ცნობილი, დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს, მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდებით არის დაინტერესებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან წასული, შემდეგ კი, "ვაგნერელებად" წოდებული სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში, ბუნებრივი რესურსებით იყვნენ დაინტერესებულნი, რასაც რამდენიმე წლის "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტებიც შეეწირნენ, პრიგოჟინისგან გასაკვირი არაფერია. მით უფრო, რომ რუსული მედია ბახმუტის გარშემო "ვაგნერელების" დიდი ძალის თავმოყრაზე წერს.

Reuters-ის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ამიტომაც არ შორდება დონეცკის ოლქს და ცდილობს, შტურმით აიღოს ქალაქი ბახმუტი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, პრიგოჟინი სამხედრო დაჯგუფებასთან ყველანაირ კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.

"ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არის შეპყრობილი პრიგოჟინი ბახმუტით - მისი ინტერესი მატერიალური მოტივებით არის გამოწვეული.

ევროპაში მარილის ყველაზე დიდი მაღარო - არტემოვსკოე, ბახმუტის რაიონშია და "Артёмсоль -ის" ყველაზე დიდი მწარმოებელია. ის ბახმუტსა და სოლედართან ახლოს მდებარეობს. ეს ადგილი ფრონტზე ახლა ცხელ წერტილად ითვლება, რადგან რამდენიმე კვირაა რუსეთის შეიარაღებული ძალები, "ვაგნერელებთან" ერთად, ამ მიმართულებით შტურმს არ წყვეტენ", - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლის შეფასებით, "ვაგნერელებს" ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო დაჯგუფებაში 50 ათასამდე ადამიანი ირიცხება, მათგან 4 ათასზე მეტი მოკლულია, 10 ათასზე მეტი კი, დაჭრილი. ათასზე მეტი "ვაგნერელი" მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, ბახმუტისა და მის გარშემო ბრძოლების დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, "ვაგნერში" არმიასა და კონტრაქტორებთან შედარებით უკეთესი პირობები და უკეთესი ანაზღაურებაა. რის გამოც, მის მიმართ ინტერესი მეტია, მაგრამ თუ ადრე ამ დაჯგუფებაში, სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ირიცხებოდნენ, ახლა იქ სამხედრო საქმეში გამოუცდელი, ყოფილი პატიმრებიც არიან, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებიდან წამოიყვანეს, ზოგიც, ნებაყოფლობით ჩაირიცხა.

როგორც რუსი ინტერნეტმოხმარებლები წერენ, - "ბევრმა სავალდებულო ჯარის აუტანელ პირობებს, სადაც ზედამხედველებად "კადიროველები" ჰყავთ, ისევ "ვაგნერელბთან" ყოფნა არჩია, სადაც კვებისა და ამუნიციის დეფიციტი მაინც არ არის."

  • პრიგოჟონი გავრცელებული ცნობების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, თუმცა, ის ცდილობს, რუსეთის ხელოსუფლება, მედია და მოსახლეობა, დარწმუნოს, რომ საბრძოლო მოქმდებებში, ბახმუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"ბახმუტი დღეს არის ადგილი, სადაც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ხვდებიან ერთმანეთს. ისე, როგორც კულიკოვოს ველზე, ბოროდინოში და სხვა ადგილებში, რომელიც შემდეგ ისტორიას შემორჩა. აქ ერთმა არმიამ მეორე უნდა გაანადგუროს", - აცხადებს მისი პრესსამსახური.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია უკვე "ვაგნერელების" დახმარებით ცდილობს ბახმუტის აღებას, მას მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს, უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის 60 % მთლიანად განადგურებულია. რუსულ მედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა არმიამ უკრაინული თავდაცვის ძალების ზღუდის გარღვევა შეძლეს. ვოლოს ასეთი ცნობა გასულ ხუთშაბათს გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გამოცემის ცნობით, ამერიკაში ფლობენ ინფერმაციას იმის შესახებ, რომ "ვაგნერის დაჯგუფებამ" იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან მიიღო, რასაც პრიგოჟინი უარყოფს. რუსი ინტერნეტმომხარებლების მოსაზრებით, იმისთვის, რომ რუსეთი შესუსტდეს, ამისთვის საჭიროა "ის თავის თავთან დამარცხდეს, ანუ გააქტიურდნენ პარტიზანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ მოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვვაში, ქვეყანას, პუტინისა და პრიგოჟინის კოლონიაში მოუწევს ცხოვრება..."