სამართალი
Faceამბები
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში
"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

წე­ლი­წა­დი ხდე­ბა, რაც პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია ემიგ­რან­ტე­ბის სი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. ამ­ჟა­მად ოჯა­ხით საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ სტრას­ბურ­გში, ჯერ­ჯე­რო­ბით, უს­ტა­ტუსოდ ცხოვ­რობს. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, "მი­შას­გან ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა", ამი­ტომ არ გა­ი­მე­ო­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მას და სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დაბ­რუნ­დე­ბა... "მე­რამ­დე­ნე არ­ჩევ­ნე­ბი უნდა წა­ვა­გო, რომ მივ­ხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კას?" - მე­უბ­ნე­ბა და ქუ­თა­ი­სი­დან დრო­ე­ბით გა­დახ­ვე­წი­ლი თა­ვის სტრას­ბურ­გულ ცხოვ­რე­ბა­ზე მიყ­ვე­ბა:

- იან­ვარ­ში 1 წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც სტრას­ბურ­გში ვარ. ჩემი და­ჭე­რის სა­შიშ­რო­ე­ბა ისევ იყო და ვარ­ჩიე გა­მო­რი­დე­ბა. თა­ვი­დან მარ­ტო წა­მო­ვე­დი, შემ­დეგ ოჯა­ხიც წა­მო­ვიყ­ვა­ნე. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მი იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, არ ჩა­მო­ვალ. მი­შას რას უშო­ბი­ენ და მე რა­ღას მი­ზა­მენ? მი­ჭირს ემიგ­რა­ცი­ა­ში, რად­გან ენა არ ვიცი. საფ­რან­გეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბა არ არის ასე მარ­ტი­ვი. ამას და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა... თუმ­ცა ის ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ საფ­რან­გეთ­ში არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს - თუ არ იქ­ნე­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩემი და­ჭე­რის შან­სი, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ.

- ადე­ქით და ასე პირ­და­პირ წახ­ვე­დით თუ ვინ­მეს იმე­დად? მო­სა­მარ­თლე რო­გორ და­არ­წმუ­ნეთ სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში?

- მე ნათ­ლულ­მა და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა, ვის იმე­და­დაც ჩა­მო­ვე­დი. ჯერ უს­ტა­ტუსოდ ვცხოვ­რობ. პა­ტა­რა ხან­ში მო­ვი­თხოვ თავ­შე­სა­ფარს რო­გორც პო­ლიტ­დევ­ნი­ლი. ჩემს საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო დას­რულ­და, არაფ­რის გამო მო­მი­სა­ჯენ 6 თვე (მაქ­სი­მუ­მი იყო 6 თვემ­დე პა­ტიმ­რო­ბა). მო­სა­მარ­თლეს შე­ეძ­ლო მო­ე­სა­ჯა 4 თვე, რო­მე­ლიც უკვე მო­ვი­ხა­დე (გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ) და გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი ან ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბი­ნათ. მო­სა­მარ­თლემ მი­თხრა, ჯა­რი­მას ვერ მოგ­ცემ, მი­მალ­ვა­ში ხარო, არა­და, ინ­ტერ­ნე­ტით ვერ­თვე­ბო­დი. მი­მალ­ვა­ში რო­გორ ვარ, როცა გა­გაფრ­თხი­ლეთ, სამ­კურ­ნა­ლოდ მივ­დი­ვარ-თქვა. ეს ყვე­ლამ იცო­და. ვთვლი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ნორ­მა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლეა, მაგ­რამ რა­ღაც დო­ზით ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო და მა­ინც მო­მი­სა­ჯა 6 თვე. ახლა რომ ჩა­მოვფრინ­დე, აე­რო­პორ­ტი­დან ცი­ხე­ში წა­მიყ­ვა­ნენ.

- ანუ მი­შას მა­გა­ლითს არ გა­ი­ზი­ა­რებთ...

- ბერ­ნარდ შოუს აქვს კარ­გი ნათ­ქვა­მი: "ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი პირ­ველ რიგ­ში ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იღე­ბენ ის­ტო­რი­ი­დან გაკ­ვე­თი­ლებს". მი­შა­დან მე ვის­წავ­ლე ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი, ამი­ტომ სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, არ ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას. მე­რამ­დე­ნე არ­ჩევ­ნე­ბი უნდა წა­ვა­გო, რომ მივ­ხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კას. მაგ­რამ ახლა თუ არა ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, არ ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ და­ვა­ნე­ბებ თავს. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში უფრო ნაკ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, ვიდ­რე ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ვა­კე­თებ. ადრე წა­მო­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის თუ არ მიკ­ვირ­დეს, მე მოვ­კვტე, ტან­ჯვას გავ­დი­ვარ ენის არ­ცოდ­ნის გამო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტრას­ბურ­გი სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბით და ყვე­ლა მცნობს. ალ­ბათ, ათ­ჯერ მე­ტად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ცნო­ბი­ლი რომ არ ვიყო, ყველ­გან კარ­გად მხვდე­ბი­ან. ვი­საც "ოც­ნე­ბა" მოს­წონს, ცოტა ან­ტა­გო­ნის­ტუ­რად მი­ყუ­რებს... და­წყე­ბუ­ლი მაქვს ფრან­გუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. გა­გა­ნია საბ­ჭო­თა დროს სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, პა­რიზ­ში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლა­დაც კი თუ ჩა­ვი­დო­დი, თვა­რა სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­მოს­ვლა­ზე ფიქ­რი ხომ ზედ­მე­ტია. დი­სი­დენ­ტუ­რი აზ­რე­ბი კი მა­წუ­ხებ­და, მარა ის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ასე თა­ვი­სუფ­ლად ვივ­ლი­დით უცხო­ეთ­ში, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ამი­ტომ აგ­დე­ბუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი უცხო ენის შეს­წავ­ლას და ახლა ვის­ჯე­ბი.

- ქუ­თა­ი­სი გე­ნატ­რე­ბათ, ალ­ბათ...

- მე­ნატ­რე­ბა რო­მე­ლია? დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მე­ნატ­რე­ბა, მჯე­რა, ჩა­მო­ვალ და მაგ ქა­ლაქ­ში გავ­სვენ­დე­ბი. მა­ინც ჩემი მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს. ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­ნატ­რე­ბა, მათ­თან ჩაჯ­დო­მა, ქე­ი­ფი და მოლ­ხე­ნა. ტრა­გე­დი­აა ენის ბა­რი­ე­რი, ვერც შენ აგე­ბი­ებ და ვერც ის გა­გე­ბი­ებს... ვფი­ცავ ყვე­ლა­ფერს, აქ ვე­რა­ვის ნა­ხავთ ჯი­პით და დიდი მან­ქა­ნე­ბით, ჩვენ რომ გა­დავ­დი­ვართ ყი­რა­ზე, ასე კი არაა. აქ ჯიპ­ზე და­ი­ნა­ხავ მხო­ლოდ მო­ხუცს - 80 წლის ქალი მომ­ჯდა­რია და უბე­რავს. ახალ­გაზ­რდე­ბი ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ან.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sniper
4

ჩამოი სიმონ, დროშა დაკიდენ უკვე

გადარეული ნაცი
7

გოგიე სიმონ, მეგონა სანამ მიხოიე იქინეა შენ აქანე ნაცებს გოუძღვებოდი წინ დროშით და შენ მაქანე რა გინდა სიმონ? მიხოიეს მერე შენ ხარ ჩვენი ბოლო იმედი)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

წელიწადი ხდება, რაც პოლიტიკოსი გოგი წულაია ემიგრანტების სიაში ჩაეწერა. ამჟამად ოჯახით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ჯერჯერობით, უსტატუსოდ ცხოვრობს. როგორც მეუბნება, "მიშასგან ისტორიის გაკვეთილი ისწავლა", ამიტომ არ გაიმეორებს სააკაშვილის შეცდომას და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოში არ დაბრუნდება... "მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო, რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას?" - მეუბნება და ქუთაისიდან დროებით გადახვეწილი თავის სტრასბურგულ ცხოვრებაზე მიყვება:

- იანვარში 1 წელი შესრულდება, რაც სტრასბურგში ვარ. ჩემი დაჭერის საშიშროება ისევ იყო და ვარჩიე გამორიდება. თავიდან მარტო წამოვედი, შემდეგ ოჯახიც წამოვიყვანე. სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება და უსამართლობის ზეიმი იქნება, ალბათ, არ ჩამოვალ. მიშას რას უშობიენ და მე რაღას მიზამენ? მიჭირს ემიგრაციაში, რადგან ენა არ ვიცი. საფრანგეთში დამკვიდრება არ არის ასე მარტივი. ამას დაუღალავი შრომა, მოთმინება სჭირდება... თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საფრანგეთში არ ვაპირებ სიკვდილს - თუ არ იქნება ეს ხელისუფლება და ჩემი დაჭერის შანსი, აუცილებლად ჩამოვალ.

- ადექით და ასე პირდაპირ წახვედით თუ ვინმეს იმედად? მოსამართლე როგორ დაარწმუნეთ საზღვრის დატოვების აუცილებლობაში?

- მე ნათლულმა დამაკვალიანა, ვის იმედადაც ჩამოვედი. ჯერ უსტატუსოდ ვცხოვრობ. პატარა ხანში მოვითხოვ თავშესაფარს როგორც პოლიტდევნილი. ჩემს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო დასრულდა, არაფრის გამო მომისაჯენ 6 თვე (მაქსიმუმი იყო 6 თვემდე პატიმრობა). მოსამართლეს შეეძლო მოესაჯა 4 თვე, რომელიც უკვე მოვიხადე (გირაოს გადახდის შემდეგ) და გაბათილებულიყო ყველაფერი ან ჯარიმა დაეკისრებინათ. მოსამართლემ მითხრა, ჯარიმას ვერ მოგცემ, მიმალვაში ხარო, არადა, ინტერნეტით ვერთვებოდი. მიმალვაში როგორ ვარ, როცა გაგაფრთხილეთ, სამკურნალოდ მივდივარ-თქვა. ეს ყველამ იცოდა. ვთვლი, რომ ქალბატონი ლია ორკოდაშვილი ერთ-ერთი ნორმალური მოსამართლეა, მაგრამ რაღაც დოზით ზეწოლას ვერ გაუძლო და მაინც მომისაჯა 6 თვე. ახლა რომ ჩამოვფრინდე, აეროპორტიდან ციხეში წამიყვანენ.

- ანუ მიშას მაგალითს არ გაიზიარებთ...

- ბერნარდ შოუს აქვს კარგი ნათქვამი: "ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ იღებენ ისტორიიდან გაკვეთილებს". მიშადან მე ვისწავლე ისტორიის გაკვეთილი, ამიტომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, არ ვაპირებ ჩამოსვლას. მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო, რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას. მაგრამ ახლა თუ არა ვარ პოლიტიკაში, არ ნიშნავს, რომ საერთოდ დავანებებ თავს. ჩემს ქვეყანაში უფრო ნაკლების გაკეთება შემეძლო, ვიდრე ემიგრაციაში გავაკეთებ. ადრე წამოსული ემიგრაციის თუ არ მიკვირდეს, მე მოვკვტე, ტანჯვას გავდივარ ენის არცოდნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგი სავსეა ქართველებით და ყველა მცნობს. ალბათ, ათჯერ მეტად გამიჭირდებოდა, ცნობილი რომ არ ვიყო, ყველგან კარგად მხვდებიან. ვისაც "ოცნება" მოსწონს, ცოტა ანტაგონისტურად მიყურებს... დაწყებული მაქვს ფრანგული ენის შესწავლა. გაგანია საბჭოთა დროს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, პარიზში დასათვალიერებლადაც კი თუ ჩავიდოდი, თვარა საცხოვრებლად ჩამოსვლაზე ფიქრი ხომ ზედმეტია. დისიდენტური აზრები კი მაწუხებდა, მარა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ასე თავისუფლად ვივლიდით უცხოეთში, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ამიტომ აგდებულად ვუყურებდი უცხო ენის შესწავლას და ახლა ვისჯები.

- ქუთაისი გენატრებათ, ალბათ...

- მენატრება რომელია? დილიდან საღამომდე მენატრება, მჯერა, ჩამოვალ და მაგ ქალაქში გავსვენდები. მაინც ჩემი მირჩევნია ყველაფერს. ჩემი მეგობრები მენატრება, მათთან ჩაჯდომა, ქეიფი და მოლხენა. ტრაგედიაა ენის ბარიერი, ვერც შენ აგებიებ და ვერც ის გაგებიებს... ვფიცავ ყველაფერს, აქ ვერავის ნახავთ ჯიპით და დიდი მანქანებით, ჩვენ რომ გადავდივართ ყირაზე, ასე კი არაა. აქ ჯიპზე დაინახავ მხოლოდ მოხუცს - 80 წლის ქალი მომჯდარია და უბერავს. ახალგაზრდები ველოსიპედით დადიან.განაგრძეთ კითხვა