ავტორი:

ხანძარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - რას წერს მარია ზახაროვა?

ხანძარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - რას წერს მარია ზახაროვა?

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ერთ-ერთი კორპუსის ტექნიკურ სივრცეში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. შესაძლო მიზეზი - მოკლე ჩართვა. [ადგილზე] საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. დაშავებულები არ არიან”, - წერს ზახაროვა.

მან უარყო რუსული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეცხლი “სამუშაო სივრცეში” გაჩნდა.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ხანძარს ადგილი ჰქონდა სამუშაო სივრცეში”, რეალობას არ შეესაბამება. საუბარია სარდაფის სართულებზე”, - წერს ზახაროვა.