ავტორი:

ამერიკაში ქართველი, ყოფილი პოლიციელი მოკლეს - "მკვლელმა ლევანს ჯერ იარაღი ესროლა, შემდეგ კი ნაჯახი ჩაარტყა თავში"

ამერიკაში ქართველი, ყოფილი პოლიციელი მოკლეს - "მკვლელმა ლევანს ჯერ იარაღი ესროლა, შემდეგ კი ნაჯახი ჩაარტყა თავში"

გუშინ ღამით ნიუ-იორკში, კონკრეტულად კი ბრუკლინში ქართველი ლევან გალდავა მოკლეს. 45 წლის გალდავა ყოფილი პოლიციელია. ის ამერიკაში რამდენიმე წლის წინ წავიდა და იქ მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც წყარო გვეუბნება, მკვლელმა გალდავას ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, შემდეგ კი ნაჯახი ჩაარტყა თავში. მკვლელობა ქუჩაში მოხდა და არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. გალდავა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ამბობენ, მკვლელი ლევანს იცნობდა. პოლიციას მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავს და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ლევან გალდავას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.