სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი რამ უც­ნო­ბია... გვე­სა­უბ­რე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯე­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცო­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნინი სა­ნა­დი­რა­ძე:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა და სიღ­რმე. წლე­ბის მან­ძილ­ზე ცნო­ბი­ლი იყო ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ის­ტო­რია... კვლე­ვის კონ­ტექ­სტის ცვლი­ლე­ბას ხში­რად დრო, ინ­ტე­რე­სი, მი­მარ­თუ­ლე­ბა და არა­ერ­თი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, ძნე­ლია ვი­სა­უბ­როთ და და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ მხო­ლოდ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­ტექ­სტის გან­სა­ზღვრა და კვლე­ვის არე­ა­ლი. არა­ვის­თვის არაა უცხო, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ეპო­ქა და სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტექ­სტი გან­სა­ზღვრავს ხოლ­მე შე­მოქ­მე­დე­ბით შე­დეგ­საც. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, სა­დაც ბევ­რი ლექ­სია უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რულ­ზე.

  • მა­ნამ­დე ვიდ­რე, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და პო­ე­ზი­ა­ში ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ხა­ტე­ბა გაჩ­ნდე­ბო­და, პო­ეტს ორ­ჯერ უყ­ვარ­და, მაგ­რამ მისი სიყ­ვა­რუ­ლი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ის ამ­ხა­ნა­გის, ლუკა ისარ­ლიშ­ვი­ლის მო­გო­ბე­ბებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, "უყ­ვარ­და ფრან­ცუ­ზის, ქალი დელ­ფი­ნი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ის ქალი. ერთხელ გა­ე­ბუ­ტა და მა­შინ და­წე­რა: "რად მრის­ხა­ნებ..." და ლექ­სი სა­თა­უ­რით "ჩემს ვარ­სკვლავს", რო­მე­ლიც 1837 წელ­საა და­წე­რი­ლი - მა­ნამ, სა­ნამ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ლექ­სე­ბი ჩნდე­ბა. პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა წერ­და, რომ პო­ე­ტის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო ყმაწ­ვი­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო, ვიდ­რე გამ­ტა­ნი და ღრმა გრძნო­ბა. საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი დელ­ფი­ნას ოჯა­ხი სა­კონ­დიტ­რო მა­ღა­ზი­ებს ფლობ­და და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. დელ­ფი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გაზ­რდი­ლი და სა­ფიქ­რე­ბე­ლია, ქარ­თულს მშვე­ნივ­რად ფლობ­და. ამ­დე­ნად, მას არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბის გა­გე­ბა. ლექ­სი „ას­ტრა“, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნამ­დე ვერ მო­ვი­და, მაგ­რამ არ­სე­ბობს უტყუ­ა­რი ცნო­ბა, რომ ასე­თი ლექ­სი არ­სე­ბობ­და და ეს დელ­ფი­ნას ეძღვნე­ბო­და.

  • ასე­ვე ცნო­ბი­ლია ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს მე­გობ­რის ლე­ვან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რო­მელ­საც ის გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს 1846 წლის 19 იან­ვარს უგ­ზავ­ნის: "არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­წყლი­სა იყო ნინო. არც ის ვიცი, იცი თუ არა, რო­მე­ლი ნინო იყო.“

ზუს­ტად არაა ცნო­ბი­ლი, რო­მელ ნი­ნო­ზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძემ ივა­რა­უ­და, რომ ეს ნინო ორ­ბე­ლი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. 1836 წლის ზა­ფხუ­ლი პო­ეტ­მა მთლი­ა­ნად ნი­ნო­ზე შთა­გო­ნე­ბით გა­ა­ტა­რა. ბა­რა­თაშ­ვი­ლის გრძნო­ბე­ბი კარ­გად ჩანს ბი­ძის­თვის, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის­თვის მი­წე­რილ ბა­რათ­სა და ლექსში "ღამე ყა­ბახ­ზედ", რო­მელ­შიც პო­ე­ტი შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­წერს თა­ვის პირ­ველ სიყ­ვა­რულ­თან შეხ­ვედ­რის ის­ტო­რი­ას.

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ასუ­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მუზა ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე

ცნო­ბე­ბი მუ­ზე­უ­მი­დან

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ე­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მისი მხატ­ვრუ­ლი და ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მა­სა­ლა სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლაა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მღელ­ვა­რე­ბით აღ­სავ­სე სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ამო­სა­კი­თხად. პო­ე­ტის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ყა­ბახს უკავ­შირ­დე­ბა. ყა­ბა­ხი ერ­ქვა მინ­დორს ქაშ­ვე­თის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­სა და მტკვრის სა­ნა­პი­როს შუა. ეს იყო თბი­ლი­სელ­თა თავ­შეყ­რი­სა და სე­ირ­ნო­ბის ად­გი­ლი, რაც ნათ­ლად ჩანს ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექსშიც "ყა­ბახ­ზედ". მას­ში თბი­ლი­სუ­რი შექ­ცე­ვაა და­ხა­ტუ­ლი - ტრფი­ა­ლი და არ­ში­ყი, მტკვა­რიც კი მიჯ­ნურს და­უმ­სგავ­სე­ბია ადა­მინ­თა შემ­ხედ­ვა­რე. ახალ­გაზ­რდა, 19 წლის ბა­რა­თაშ­ვი­ლი ქა­ლებ­ში თეთრკა­ბი­ანს გა­მო­არ­ჩევს. ისიც მა­შინ­ვე იც­ნობს პო­ეტს. ტა­ტოს გულს ცე­ცხლი ედე­ბა, სი­ლა­ღეს კარ­გავს. ეს ქალი ად­რეც უნა­ხავს ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ თვა­ლი აღარ მო­უკ­რავს და აი, ახლა ის მორ­ცხვად დგას, "ვით ქურ­ცი­კი ვე­ფხვთა შო­რი­სა" და ყელი აუ­ღე­რე­ბია. ქალ­მა გა­უ­ღი­მა. ამან გა­ამ­ხნე­ვა პო­ე­ტი და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ბე­და. ლექსში დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი მატი დი­ა­ლო­გი.

არის ვა­რა­უ­დი, რომ ქალი რე­ა­ლუ­რი სატ­რფოა, ამას მოწ­მობს ბა­რა­თაშ­ვი­ლის წე­რი­ლიც გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სად­მი, რო­მელ­ში­აც ყა­ბა­ხის სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­წე­რის შემ­დგომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დეა მოყ­ვა­ნი­ლი ლექ­სი ღამე "ყა­ბახ­ზედ".

აი რას სწერს ბი­ძას ყმაწ­ვი­ლი დის­შვი­ლი: ამ წარ­სულს ზა­ფხულ­ში, ერთ მშვე­ნი­ერს, მთვა­რი­ანს ღა­მე­ში, ყა­ბახ­ზედ და­ვი­ა­რე­ბო­დი, სა­დაც მის­მა მშვე­ნე­ბამ, სატ­რფოთ მა­რა­ქამ, მათ­მან უნინ­დე­ლებრ კი­დევ დარ­დი­მან­დო­ბამ სრუ­ლი­ად გა­ნატ­კბეს სა­ხედ­ვე­ლი, აღ­მი­ტა­ცეს ფიქრნი, წარ­მი­ღეს გო­ნე­ბა".

პო­ე­ტი არ წერს გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს სატ­რფოს ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ: შე­საძ­ლე­ბე­ლია, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ან­მა კი­დე­ვაც იცის, ვინ არის მისი რჩე­უ­ლი. ბა­რა­თაშ­ვი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა მო­გო­ნე­ბებ­სა და წე­რი­ლებ­ში გა­ფან­ტუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ვა­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ქალი ნინო ორ­ბე­ლი­ა­ნია. ყველ­გან მი­ღე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცენ­ტრში მყო­ფი ბა­რა­თაშ­ვი­ლი მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია არც იყოს თბი­ლი­სე­ლი. ამას ხელს უწყობს სატ­რფოს მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა და ამით გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა სხვა ქა­ლის­გან.

იდუ­მა­ლე­ბით არის მო­სი­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი დელ­ფი­ნა ლა­ბი­ე­ლი­სად­მი, ფრან­გი მე­კონ­დიტ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი­სად­მი. ამ რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბას გვაწ­ვდის ბა­რა­თაშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ის ამ­ხა­ნა­გი, ლუკა ისარ­ლიშ­ვი­ლი. ის ძა­ლი­ან ზო­გა­დად სა­უბ­რობს ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და ბო­ლოს დას­ძენს: უყ­ვარ­და ფრან­ცუ­ზის, ბაშ­მა­ჩკი­ნის ქალი დელ­ფი­ნი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ის ქალი. ერთხელ გა­ე­ბუ­ტა და მა­შინ დას­წე­რა: "რად მრის­ხა­ნებ".

რო­გორც ჩანს, ბა­რა­თაშ­ვილ­მა ამ ქა­ლიშ­ვილს კი­დევ ერთი ლექ­სი მი­უ­ძღვნა "ას­ტრა", რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ და­კარ­გუ­ლია. ამ ლექსზე სა­უბ­რობს პო­ე­ტი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, რომ­ლი­და­ნაც ნა­თე­ლია, რომ ბა­რა­თაშ­ვი­ლი მთე­ლი არ­სე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა არ ასა­ხე­ლებს მის ვი­ნა­ო­ბას, მაგ­რამ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტით მი­ახ­ვედ­რებს მე­გო­ბარს, ვინც უნდა იყოს: ახალ ამ­ბავს გე­ტყვი, თუ არ გა­ჯავ­რდე­ბი. დღეს სა­ღა­მოს წყნეთ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი. - რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ის იქ გახ­ლავთ. დე­და­მის­მა მთხო­ვა რამ­დე­ნი­მე დღე მა­თან გა­ვა­ტა­რო. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს დღე­ე­ბი? ახ? მას, მოკ­ვდი ბზ! თა­ნაც ახარ­ბებს თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას.

1838 წლი­დან იწყე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი. გრძნო­ბის ხან­მოკ­ლე­ო­ბის გამო, სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ დელ­ფი­ნა ლა­ბი­ე­ლიც ისე­ვე რო­გორც ყა­ბახ­ზე ნა­ნა­ხი ქალი, მხო­ლოდ გა­ტა­ცე­ბა აღ­მოჩ­ნდა პო­ე­ტი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეშაპა
3

რა კარგი სახელია.დელფინა.ჩემს შვილს აუცილებლად უნდა დავრქვა დელფინა. ეს ამბავი არის გადაწყვეტილი.)

ტოტო
0

საოცარი მგოსანი.მაინც რა პერიოდი იყო მაშინ საქართველოში ,რომ ასეთი მგოსნები და მწერლები გვყავდა.ეს პატარა ერი ,რომელმაც მაინც რამდენი გენიოსი გაუზარდა ქვეყანას. ბარათაშვილის ლექსები არის გალობა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"

ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ უცნობია... გვესაუბრება, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერი, ხელოვნებათმცონეობის დოქტორი, პროფესორი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ არაერთი კვლევა განხორციელდა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კვლევის მიმართულება და სიღრმე. წლების მანძილზე ცნობილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ისტორია... კვლევის კონტექსტის ცვლილებას ხშირად დრო, ინტერესი, მიმართულება და არაერთი ფაქტორი განაპირობებს, ძნელია ვისაუბროთ და დავადანაშაულოთ მხოლოდ საბჭოთა პერიოდი. მნიშვნელოვანია კონტექსტის განსაზღვრა და კვლევის არეალი. არავისთვის არაა უცხო, რომ პირადი ცხოვრება, ეპოქა და სოციალურ ეკონომიკური კონტექსტი განსაზღვრავს ხოლმე შემოქმედებით შედეგსაც. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე, სადაც ბევრი ლექსია უპასუხო სიყვარულზე.

  • მანამდე ვიდრე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და პოეზიაში ეკატერინე ჭავჭავაძის ხატება გაჩნდებოდა, პოეტს ორჯერ უყვარდა, მაგრამ მისი სიყვარული ორივე შემთხვევაში უპასუხოდ დარჩა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგის, ლუკა ისარლიშვილის მოგობებებში ვკითხულობთ, "უყვარდა ფრანცუზის, ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ის ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დაწერა: "რად მრისხანებ..." და ლექსი სათაურით "ჩემს ვარსკვლავს'', რომელიც 1837 წელსაა დაწერილი - მანამ, სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლექსები ჩნდება. პავლე ინგოროყვა წერდა, რომ პოეტის პირველი სიყვარული უფრო ყმაწვილური გატაცება იყო, ვიდრე გამტანი და ღრმა გრძნობა. საფრანგეთიდან ჩამოსახლებული დელფინას ოჯახი საკონდიტრო მაღაზიებს ფლობდა და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. დელფინა საქართველოში იყო გაზრდილი და საფიქრებელია, ქართულს მშვენივრად ფლობდა. ამდენად, მას არ გაუჭირდებოდა ბარათაშვილის ლექსების გაგება. ლექსი „ასტრა“, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოვიდა, მაგრამ არსებობს უტყუარი ცნობა, რომ ასეთი ლექსი არსებობდა და ეს დელფინას ეძღვნებოდა.

  • ასევე ცნობილია ნიკოლოზ ბარათაშვილს მეგობრის ლევან მელიქიშვილის წერილი, რომელსაც ის გრიგოლ ორბელიანს 1846 წლის 19 იანვარს უგზავნის: "არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო. არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო.“

ზუსტად არაა ცნობილი, რომელ ნინოზეა საუბარი, თუმცა თავის დროზე, გიორგი ლეონიძემ ივარაუდა, რომ ეს ნინო ორბელიანი უნდა ყოფილიყო. 1836 წლის ზაფხული პოეტმა მთლიანად ნინოზე შთაგონებით გაატარა. ბარათაშვილის გრძნობები კარგად ჩანს ბიძისთვის, გრიგოლ ორბელიანისთვის მიწერილ ბარათსა და ლექსში "ღამე ყაბახზედ", რომელშიც პოეტი შთამბეჭდავად აღწერს თავის პირველ სიყვარულთან შეხვედრის ისტორიას.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე

ცნობები მუზეუმიდან

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ პოეტის თანამედროვენი არ საუბრობენ, მაგრამ მისი მხატვრული და ეპისტოლარული მასალა საუკეთესო მასალაა ნიკოლოზ ბარათაშვილის მღელვარებით აღსავსე სულიერი ცხოვრების ამოსაკითხად. პოეტის პირველი სიყვარული ყაბახს უკავშირდება. ყაბახი ერქვა მინდორს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტისა და მტკვრის სანაპიროს შუა. ეს იყო თბილისელთა თავშეყრისა და სეირნობის ადგილი, რაც ნათლად ჩანს ბარათაშვილის ლექსშიც "ყაბახზედ". მასში თბილისური შექცევაა დახატული - ტრფიალი და არშიყი, მტკვარიც კი მიჯნურს დაუმსგავსებია ადამინთა შემხედვარე. ახალგაზრდა, 19 წლის ბარათაშვილი ქალებში თეთრკაბიანს გამოარჩევს. ისიც მაშინვე იცნობს პოეტს. ტატოს გულს ცეცხლი ედება, სილაღეს კარგავს. ეს ქალი ადრეც უნახავს ქალთა საზოგადოებაში, მაგრამ შემდეგ თვალი აღარ მოუკრავს და აი, ახლა ის მორცხვად დგას, "ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა" და ყელი აუღერებია. ქალმა გაუღიმა. ამან გაამხნევა პოეტი და გამოლაპარაკება გაბედა. ლექსში დაწვრილებითაა გადმოცემული მატი დიალოგი.

არის ვარაუდი, რომ ქალი რეალური სატრფოა, ამას მოწმობს ბარათაშვილის წერილიც გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელშიაც ყაბახის სიტუაციის აღწერის შემდგომ თავიდან ბოლომდეა მოყვანილი ლექსი ღამე "ყაბახზედ".

აი რას სწერს ბიძას ყმაწვილი დისშვილი: ამ წარსულს ზაფხულში, ერთ მშვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბახზედ დავიარებოდი, სადაც მისმა მშვენებამ, სატრფოთ მარაქამ, მათმან უნინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება".

პოეტი არ წერს გრიგოლ ორბელიანს სატრფოს ვინაობის შესახებ: შესაძლებელია, გრიგოლ ორბელიანმა კიდევაც იცის, ვინ არის მისი რჩეული. ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებებსა და წერილებში გაფანტული ცნობების მიხედვით, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ქალი ნინო ორბელიანია. ყველგან მიღებული და საზოგადოების ცენტრში მყოფი ბარათაშვილი მას იშვიათად ნახულობს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია არც იყოს თბილისელი. ამას ხელს უწყობს სატრფოს მორიდებულობა და ამით გამორჩეულობა სხვა ქალისგან.

იდუმალებით არის მოსილი ბარათაშვილის სიყვარული დელფინა ლაბიელისადმი, ფრანგი მეკონდიტრის ქალიშვილისადმი. ამ რომანის შესახებ ცნობას გვაწვდის ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგი, ლუკა ისარლიშვილი. ის ძალიან ზოგადად საუბრობს ბარათაშვილის შესახებ და ბოლოს დასძენს: უყვარდა ფრანცუზის, ბაშმაჩკინის ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ის ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დასწერა: "რად მრისხანებ".

როგორც ჩანს, ბარათაშვილმა ამ ქალიშვილს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნა "ასტრა", რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია. ამ ლექსზე საუბრობს პოეტი მიხეილ თუმანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომლიდანაც ნათელია, რომ ბარათაშვილი მთელი არსებით შეყვარებულია, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას, მაგრამ მოყვანილი ფაქტით მიახვედრებს მეგობარს, ვინც უნდა იყოს: ახალ ამბავს გეტყვი, თუ არ გაჯავრდები. დღეს საღამოს წყნეთში მივემგზავრები. - რატომ? იმიტომ, რომ ის იქ გახლავთ. დედამისმა მთხოვა რამდენიმე დღე მათან გავატარო. როგორი იქნება ეს დღეები? ახ? მას, მოკვდი ბზ! თანაც ახარბებს თავის მდგომარეობას.

1838 წლიდან იწყება ბარათაშვილის სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. გრძნობის ხანმოკლეობის გამო, საფიქრებელია, რომ დელფინა ლაბიელიც ისევე როგორც ყაბახზე ნანახი ქალი, მხოლოდ გატაცება აღმოჩნდა პოეტისათვის.