მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?
"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?

კა­ხე­ლი მეღ­ვი­ნე ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად ნუღ­ლა, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში, ბრო­წ­ლი­ან­ში, მის მიერ რეს­ტავ­რი­რე­ბულ ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. მისი საფ­ლა­ვის ქვა­ზე ილია II-ის სი­ტყვე­ბია ამოტვიფ­რუ­ლი: "იგი ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს მი­უ­ახ­ლოვ­და ეკ­ლე­სი­ას და მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია მის­თვის. აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს მისი უკ­ვდა­ვი სუ­ლის­თვის და შევ­თხოვთ ღმერ­თს, და­ა­წე­სოს იგი, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ". ნუღ­ლას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი სო­ფელ სა­ქო­ბო­ში ცხოვ­რო­ბენ. ქა­ლიშ­ვი­ლი ლია სიღ­ნა­ღის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ია კი წნო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მია. ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კა­ხეთ­ში დღე­საც ლე­გენ­დებს ყვე­ბი­ან. ამ­ბო­ბენ, ოქ­როს გული ჰქონ­და, ფუ­ლის შოვ­ნაც გემ­რი­ე­ლად იცო­და და და­ხარ­ჯვაც. იმ­დე­ნი იშო­ვა, მთელ კა­ხეთს იყიდ­და, მაგ­რამ მისი ოჯა­ხი დღეს დალ­ხე­ნით მა­ინც ვერ ცხოვ­რობ­სო. "იყო და არა იყო რა..." - სწო­რედ ნუღ­ლა­სა და მის ფულ­ზე და­უ­წე­რია მე­ზღაპ­რეს. ხალ­ხშიც მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლი და ის სი­კე­თე შე­მორ­ჩა, რო­მე­ლიც ნუღ­ლას­გან ახ­სოვთ.

  • ნუღ­ლა და "შა­ვე­ბი"

კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქას შავ ლა­ქად ამ­ჩნე­ვია ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, "შა­ვე­ბის გრი­მი­ტი". რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ქურ­დის ინ­სტი­ტუ­ტი" საბ­ჭო­თა კა-გე-ბემ თავ­და­პირ­ვე­ლად ცი­ხე­ე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და­ა­არ­სა, მაგ­რამ იდე­ამ იმ­დე­ნად "გა­ა­მარ­თლა", რომ ჩე­კის­ტებ­მა ცი­ხის გა­რეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და­ამ­კვიდ­რეს. ხალ­ხში ჩა­ი­ნერ­გა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შიში და გაჩ­ნდა მითი მათ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ზე.

საქ­მოს­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კე­თილ­გან­წყო­ბით ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რაც ნიშ­ნავ­და მათ "გა­მოკ­ვე­ბა­სა" და წილ­ში ჩაჯ­დო­მას. ქურ­დის ქურ­დი ცხონ­დაო, ამ­ბო­ბენ კა­ხე­ლე­ბი. ცხო­ნე­ბი­სა რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ნუღ­ლას, ე.წ. ქურ­დე­ბის­გან ხელ­შე­წყო­ბაც ჰქონ­და და ჩაგ­ვრა-წა­მე­ბაც.

იმ დროს, როცა ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლი სო­ფელ ანა­გის ღვი­ნის ქარ­ხნის მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე იყო. რთვლო­ბას მის მა­რან­თან, მან­ქა­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი რიგი დგე­ბო­და.

ერთ დღე­საც ცინ­ცხა­ლი შავი "გაზ-24" გა­მო­ჩე­ნი­ლა, ყუ­რძნით ძა­რებ­სავ­სე მან­ქა­ნე­ბი­სა და ლო­დი­ნი­სა­გან დაღ­ლი­ლი გლე­ხე­ბის­თვის დიდი სიჩ­ქა­რით ჩა­უქ­რო­ლია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის წინ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. შავ­სა­მო­სი­ა­ნე­ბის ვი­ზი­ტი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში ნა­ხე­ვარ სა­ათს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, იქი­დან მა­მა­კა­ცე­ბი დიდი ჩან­თით გა­მო­სუ­ლან, მან­ქა­ნა­ში ჩამ­სხდა­რან და ისე­თი­ვე სიჩ­ქა­რით და­უ­ტო­ვე­ბი­ათ იქა­უ­რო­ბა, რო­გო­რი­თაც მო­ვიდ­ნენ. ცოტა ხან­ში კა­ბი­ნე­ტი­დან ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩა­წყო­ბი­ლი ნუღ­ლაც გა­მო­სუ­ლა. ყვე­ლა­ზე შე­თა­მა­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მისჭრი­ან და უკი­თხავთ, ვინ იყ­ვნენ, რა უნ­დო­და­თო? რე­კე­ტიო, უპა­სუ­ხია ნუღ­ლას, ქურ­დე­ბი ვართ და ფული უნდა ჩაგ­ვა­ხუ­ტოო. რა უნდა მექ­ნა, ავ­დე­ქი და გა­და­ვუთ­ვა­ლეო. კი მაგ­რამ, იც­ნობ­დიო. არა, თა­ვად მი­თხრეს, "შა­ვე­ბი" ვართ, ამო­საც­ნო­ბად ხომ არ წა­ვიყ­ვან­დი, სი­ტყვა­ზე ვენ­დეო.

ყო­ფი­ლი მეღ­ვი­ნის ოჯა­ხიც არ მა­ლავს, რომ ზუ­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც მიჰ­ქონ­და წილი, თუმ­ცა ვი­საც უხ­დი­და, სწო­რედ მათ და­ღუ­პეს და გა­უ­ნად­გუ­რეს ოჯა­ხიო.

ლია ბა­კაშ­ვი­ლი: - 1980 წელს "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" ტა­რი­ელ ონი­ან­მა, მეტ­სა­ხე­ლად, კა­ტამ, და კი­დევ ორმა ნიღ­ბი­ან­მა კაც­მა დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს. დე­დას ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი წა­ი­ღეს, მაგ­რამ მალე მა­მამ გა­მო­ის­ყი­და. ონი­ანს მა­შინ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არ უჩივ­ლეს. მამა ფულს სახ­ლში არას­დროს ინა­ხავ­და. როცა სპირ­ტი ჩა­მო­დი­ო­და, ად­გილ­ზე უს­წორ­დე­ბო­და. ერთხელ სპირ­ტის მან­ქა­ნე­ბი გზა­ზე შე­ფერ­ხდა, მა­მაც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ფული სახ­ლში წა­მო­ე­ღო. იმ ღა­მით დაგ­ვესხნენ თავს. მა­მამ ფული თა­ვი­სი ხე­ლით გა­დას­ცა ყა­ჩა­ღებს, თუმ­ცა მერე გა­არ­კვია, რომ საქ­მე ჩა­წყო­ბი­ლი იყო და მან­ქა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ა­ფერ­ხეს, რათა მამა სახ­ლში ფუ­ლით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. "მხედ­რი­ო­ნიც" არა­ერ­თხელ მოგ­ვი­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელი "ხელ­ფასს" მა­თაც უხ­დი­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,
1

ღვინის კეთება ანუ ფალსიფიკაცია ოფიციალურად ეძიკას ინოვაცია იყო. აგარაში შაქრის ქარხანა დადგეს სპირტი რუსეთიდან შემოდიოდა, ჭაჭა კი კმაროდა ადგილობრივი. 

gigisha
5

რა სასტავია ეს ნუღლა ეს ტარო და საერთოდ არ გვინდა არც ნუღლა არც ტარო გვინდა ნორმალური ცხოვრება რეკეტის და მძარცველების გარეშე, ახლა ეს შვილბიც გაგვიხადეს სანუმუშოდ. ონიანი მკვლელია გინდა ისე თქვი გინდა ასე, ნუღლა ფულის მკეთბელი "ცეხავიკია" და ქურდებთან შეხმატკბილებული. არ გვინდა შეგვეშვით. 

ავტორი:

"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?

"მამას მოკვლითა და ჩვენი დახოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება" -  ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?

კახელი მეღვინე ზურაბ ბაკაშვილი, მეტსახელად ნუღლა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ბროწლიანში, მის მიერ რესტავრირებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვაზე ილია II-ის სიტყვებია ამოტვიფრული: "იგი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს მიუახლოვდა ეკლესიას და მთელი ამ ხნის მანძილზე ცდილობდა დახმარება გაეწია მისთვის. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ ღმერთს, დააწესოს იგი, სადაც მართალნი განისვენებენ". ნუღლას მეუღლე და შვილები სოფელ საქობოში ცხოვრობენ. ქალიშვილი ლია სიღნაღის მერიის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს, ია კი წნორის საჯარო სკოლის ექიმია. ზურაბ ბაკაშვილის შესახებ კახეთში დღესაც ლეგენდებს ყვებიან. ამბობენ, ოქროს გული ჰქონდა, ფულის შოვნაც გემრიელად იცოდა და დახარჯვაც. იმდენი იშოვა, მთელ კახეთს იყიდდა, მაგრამ მისი ოჯახი დღეს დალხენით მაინც ვერ ცხოვრობსო. "იყო და არა იყო რა..." - სწორედ ნუღლასა და მის ფულზე დაუწერია მეზღაპრეს. ხალხშიც მხოლოდ მისი სახელი და ის სიკეთე შემორჩა, რომელიც ნუღლასგან ახსოვთ.

  • ნუღლა და "შავები"

კომუნისტურ ეპოქას შავ ლაქად ამჩნევია ე.წ. კანონიერი ქურდების, "შავების გრიმიტი". როგორც ამბობენ, "ქურდის ინსტიტუტი" საბჭოთა კა-გე-ბემ თავდაპირველად ციხეების გასაკონტროლებლად დააარსა, მაგრამ იდეამ იმდენად "გაამართლა", რომ ჩეკისტებმა ციხის გარეთ, საზოგადოებაშიც დაამკვიდრეს. ხალხში ჩაინერგა ქურდული სამყაროს შიში და გაჩნდა მითი მათ ყოვლისშემძლეობაზე.

საქმოსნები ცდილობდნენ ქურდულ სამყაროსთან კეთილგანწყობით ყოფილიყვნენ, რაც ნიშნავდა მათ "გამოკვებასა" და წილში ჩაჯდომას. ქურდის ქურდი ცხონდაო, ამბობენ კახელები. ცხონებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნუღლას, ე.წ. ქურდებისგან ხელშეწყობაც ჰქონდა და ჩაგვრა-წამებაც.

იმ დროს, როცა ზურაბ ბაკაშვილი სოფელ ანაგის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე იყო. რთვლობას მის მარანთან, მანქანების უზარმაზარი რიგი დგებოდა.

ერთ დღესაც ცინცხალი შავი "გაზ-24" გამოჩენილა, ყურძნით ძარებსავსე მანქანებისა და ლოდინისაგან დაღლილი გლეხებისთვის დიდი სიჩქარით ჩაუქროლია და ადმინისტრაციის შენობის წინ გაჩერებულა. შავსამოსიანების ვიზიტი ქარხნის დირექტორის კაბინეტში ნახევარ საათს გაგრძელებულა, იქიდან მამაკაცები დიდი ჩანთით გამოსულან, მანქანაში ჩამსხდარან და ისეთივე სიჩქარით დაუტოვებიათ იქაურობა, როგორითაც მოვიდნენ. ცოტა ხანში კაბინეტიდან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნუღლაც გამოსულა. ყველაზე შეთამამებული თანამშრომლები მისჭრიან და უკითხავთ, ვინ იყვნენ, რა უნდოდათო? რეკეტიო, უპასუხია ნუღლას, ქურდები ვართ და ფული უნდა ჩაგვახუტოო. რა უნდა მექნა, ავდექი და გადავუთვალეო. კი მაგრამ, იცნობდიო. არა, თავად მითხრეს, "შავები" ვართ, ამოსაცნობად ხომ არ წავიყვანდი, სიტყვაზე ვენდეო.

ყოფილი მეღვინის ოჯახიც არ მალავს, რომ ზურას ხელისუფლებასთანაც მიჰქონდა წილი, თუმცა ვისაც უხდიდა, სწორედ მათ დაღუპეს და გაუნადგურეს ოჯახიო.

ლია ბაკაშვილი: - 1980 წელს "კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანმა, მეტსახელად, კატამ, და კიდევ ორმა ნიღბიანმა კაცმა დაგვაყაჩაღეს. დედას ძვირფასი სამკაულები წაიღეს, მაგრამ მალე მამამ გამოისყიდა. ონიანს მაშინ ჩემმა მშობლებმა არ უჩივლეს. მამა ფულს სახლში არასდროს ინახავდა. როცა სპირტი ჩამოდიოდა, ადგილზე უსწორდებოდა. ერთხელ სპირტის მანქანები გზაზე შეფერხდა, მამაც იძულებული გახდა, ფული სახლში წამოეღო. იმ ღამით დაგვესხნენ თავს. მამამ ფული თავისი ხელით გადასცა ყაჩაღებს, თუმცა მერე გაარკვია, რომ საქმე ჩაწყობილი იყო და მანქანები სპეციალურად შეაფერხეს, რათა მამა სახლში ფულით დაბრუნებულიყო. "მხედრიონიც" არაერთხელ მოგვივარდა. რამდენიმე წელი "ხელფასს" მათაც უხდიდა. გააგრძელეთ კითხვა