მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?
"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?

ჩემ შეს­ვლამ­დე, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­ნე­ბის და­კარ­გვა ჰქონ­და. მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხვალ დი­ლით ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ჩა­უ­ტარ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა გო­ნე­ბის და­კარ­გვა.

„გო­ნე­ბის და­კარ­გვა არის ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ სიგ­ნა­ლი უნდა აღ­მოჩ­ნდეს ყვე­ლას­თვის, რომ ამ ადა­მი­ანს დიდი დრო არ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი, თუ ჩვენ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ობი­ექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

ამას­თან, ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის, მა­იკლ მა­კ­ფო­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ „სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში სიკ­ვდი­ლი პუ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა“. რო­გორც ხერ­ხე­უ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მა­კ­ფო­ლი არის აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უშუ­ა­ლო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით.

„არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორ შე­ა­ფა­სე­ბენ ამას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ მა­კ­ფო­ლი გახ­ლავთ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უშუ­ა­ლო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. მისი გან­ცხა­დე­ბა ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებს ეგო­ნათ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო მი­ა­ტო­ვებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ისი­ნი უნდა გა­ვაწ­ბი­ლოთ. ისი­ნი, ალ­ბათ, მომსწრე იყ­ვნენ გუ­შინ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ის - ასე­ვე, ნა­ხეს დღე­ვან­დე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა „ვა­შინგტონ პოს­ტში“ მა­კ­ფო­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს იქ­ნე­ბა უწყვე­ტი რე­ა­გი­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლის­გან. ეს მო­ლო­დი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა კე­თილ­მო­სურ­ნეს უნდა ჰქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

ამას­თან, ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ პატ­რი­არ­ქმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც მას შობა-ახალ წელს ულო­ცავს. მი­სი­ვე თქმით, ამის სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძეს გა­ა­ტა­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

რუსეთი ჩემთვის მტერია, ზოგიერთების აზრით მიშას კარგი გაუკეთებია, რუსეთს რომ ნიღაბი ჩამოხსნა, განსაკუთრებით ზემო აფხაზეთის დარქმევა იყო დადებითი მოვლენა

ასე რომ
5

ოხოხ რა შემოსევა რუსეთუმეების რია რია მიდის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?

"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა" - რას ამბობს ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე?

ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა.

„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - აღნიშნა ხერხეულიძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება“. როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, მაკფოლი არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ. ისინი, ალბათ, მომსწრე იყვნენ გუშინ მსოფლიოს გარშემო ჩატარებული აქციის - ასევე, ნახეს დღევანდელი გამოხმაურება „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უწყვეტი რეაგირება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისგან. ეს მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნეს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას შობა-ახალ წელს ულოცავს. მისივე თქმით, ამის საპასუხო წერილი მიხეილ სააკაშვილმა თავის უფლებადამცველს, შალვა ხაჭაპურიძეს გაატანა საპატრიარქოში.