პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისათვის
ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისათვის

თუკი უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თქვე­ნი წო­ნით, პრე­ტენ­ზია გაქვთ კა­ნი­სა და თმის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ორ­გა­ნიზ­მის ში­ნა­გა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბით უნდა და­ი­წყოთ. ამის­თვის კი შე­გიძ­ლი­ათ ერ­თკვი­რი­ა­ნი გან­მტვირ­თა­ვი დი­ე­ტა და­იც­ვათ. დი­ე­ტის ავ­ტო­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ უკვე მე­სა­მე დღეს კანი სა­სი­ა­მოვ­ნო ვარ­დის­ფერს მი­ი­ღებს, თვა­ლებს ბრწყინ­ვა­ლე­ბა და­უბ­რუნ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მთელ სხე­ულ­ში უჩ­ვე­უ­ლო სიმ­სუ­ბუ­ქეს იგ­რძნობთ.

დი­ე­ტის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

დი­ე­ტის დაც­ვი­სას ორ­გა­ნიზ­მი დაგ­რო­ვი­ლი ტოქ­სი­ნე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მათ მე­სა­მედს ოფ­ლის სა­ხით გა­მო­ყოფს. ამი­ტო­მაც დღე­ში ორ­ჯერ მი­ი­ღეთ შხა­პი. რაც შე­ე­ხე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის დე­ზო­დო­რა­ტო­რებს, ისი­ნი სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ახ­შობს და უმ­ჯო­ბე­სია, თუ მათი გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებთ.

ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი კი სტი­მულს მის­ცემს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და დი­ე­ტას უფრო ეფექ­ტი­ანს გახ­დის:

შხა­პის მი­ღე­ბი­სას სხე­უ­ლი უხე­ში ჯაგ­რი­სით და­ი­ზი­ლეთ.

კვი­რა­ში ორ­ჯერ ზღვის მა­რი­ლის აბა­ზა­ნა მი­ი­ღეთ. პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა 15 წუ­თია.

დი­ლით სა­წო­ლი­დან უც­ბად არ წა­მოდ­გეთ, ჯერ კარ­გად გა­იზ­მო­რეთ, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დეთ და სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნეთ.

ახლა დი­ე­ტის შე­სა­ხებ:

პირ­ვე­ლი დღე

სა­უზ­მე: ხილი და ნი­გო­ზი (ან თხი­ლი);

სა­დი­ლი: მო­შუ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხაჭო;

ვახ­შა­მი: ხი­ლის სა­ლა­თა, იო­გურ­ტი და ორ­ცხო­ბი­ლა;

შუ­ა­ლე­დებ­ში - ვაშ­ლი.

ყუ­რა­დღე­ბა! დი­ე­ტის დაც­ვი­სას, ყო­ველ­დღი­უ­რად, მი­ნი­მუმ 2 ლ წყა­ლი, ბა­ლა­ხის ან ხი­ლის ჩაი და­ლი­ეთ.

მე­ო­რე-მე­ო­თხე დღე

სა­უზ­მე: ბა­ლა­ხის ან ხი­ლის ჩაი, ერთი ჩ/ჭ Eმწნი­ლის წვე­ნი;

სა­დი­ლი: ბოსტნე­უ­ლის ბუ­ლი­ო­ნი (აი­ღეთ 100 გ ნი­ა­ხუ­რი­სა და ოხ­რა­ხუ­შის ძი­რე­ბი, 50 გ კარ­ტო­ფი­ლი, 30 გ პრა­სი და ერთი სტა­ფი­ლო. ყვე­ლა­ფე­რი მსხვი­ლად და­ჭე­რით, და­უ­მა­ტეთ შავი პილ­პი­ლი, დაფ­ნის ფო­თო­ლი და 1 ლ წყალ­ში 30 წუთი ხარ­შეთ);

ვახ­შა­მი: ერ­თმა­ნეთ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი ნა­ხე­ვა­რი ჭიქა ბოსტნე­უ­ლის წვე­ნი და ნა­ხე­ვა­რი ჭიქა წყა­ლი.

მე­ხუ­თე დღე

სა­უზ­მე: 4-5 ცალი შავი ქლი­ა­ვის ჩირი, ბა­ლა­ხის ან ხი­ლის ჩაი;

სა­დი­ლი: ბოსტნე­უ­ლის ბუ­ლი­ო­ნი კარ­ტო­ფი­ლით;

შუ­ა­ლე­დებ­ში: ვაშ­ლი.

ვახ­შა­მი: პო­მიდვ­რის წვნი­ა­ნი ორ­ცხო­ბი­ლას­თან ერ­თად; ბა­ლა­ხე­უ­ლი ნა­ყე­ნი.

მე­ექ­ვსე-მეშ­ვი­დე დღე

სა­უზ­მე: 4-5 ცალი ლეღ­ვი ან შავი ქლი­ა­ვის ჩირი; ბა­ლა­ხის ან ხი­ლის ჩაი;

სა­დი­ლი: მო­შუ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლი (უმა­რი­ლოდ) და კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რე (რძის გა­რე­შე), ცო­ტა­ო­დე­ნი კა­რა­ქით და დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­შით;

შუ­ა­ლე­დებ­ში: ნი­გო­ზი, თხი­ლი ან ნუში;

ვახ­შა­მი: ორ­ცხო­ბი­ლა, ხაჭო, ას­კი­ლის ნა­ყე­ნი.

ამ დი­ე­ტის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს თვალ­ნათ­ლივ შე­ა­ტყობთ. თუმ­ცა კვე­ბი­სას ზო­მი­ე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა არც დი­ე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც გა­წყენთ.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისათვის

ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისათვის

თუკი უკმაყოფილო ხართ თქვენი წონით, პრეტენზია გაქვთ კანისა და თმის მდგომარეობის მიმართ, პრობლემების გადაჭრა ორგანიზმის შინაგანი ფუნქციების მოწესრიგებით უნდა დაიწყოთ. ამისთვის კი შეგიძლიათ ერთკვირიანი განმტვირთავი დიეტა დაიცვათ. დიეტის ავტორები ირწმუნებიან, რომ უკვე მესამე დღეს კანი სასიამოვნო ვარდისფერს მიიღებს, თვალებს ბრწყინვალება დაუბრუნდება და რაც მთავარია, მთელ სხეულში უჩვეულო სიმსუბუქეს იგრძნობთ.

დიეტის დაწყებამდე რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

დიეტის დაცვისას ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებისგან თავისუფლდება და მათ მესამედს ოფლის სახით გამოყოფს. ამიტომაც დღეში ორჯერ მიიღეთ შხაპი. რაც შეეხება 24-საათიანი მოქმედების დეზოდორატორებს, ისინი საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას ახშობს და უმჯობესია, თუ მათი გამოყენებისგან თავს შეიკავებთ.

ქვემოთ მოყვანილი მარტივი პროცედურები კი სტიმულს მისცემს სისხლის მიმოქცევას და დიეტას უფრო ეფექტიანს გახდის:

შხაპის მიღებისას სხეული უხეში ჯაგრისით დაიზილეთ.

კვირაში ორჯერ ზღვის მარილის აბაზანა მიიღეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია.

დილით საწოლიდან უცბად არ წამოდგეთ, ჯერ კარგად გაიზმორეთ, მიიხედ-მოიხედეთ და სასიამოვნო ამბავი გაიხსენეთ.

ახლა დიეტის შესახებ:

პირველი დღე

საუზმე: ხილი და ნიგოზი (ან თხილი);

სადილი: მოშუშული ბოსტნეული და ხაჭო;

ვახშამი: ხილის სალათა, იოგურტი და ორცხობილა;

შუალედებში - ვაშლი.

ყურადღება! დიეტის დაცვისას, ყოველდღიურად, მინიმუმ 2 ლ წყალი, ბალახის ან ხილის ჩაი დალიეთ.

მეორე-მეოთხე დღე

საუზმე: ბალახის ან ხილის ჩაი, ერთი ჩ/ჭ Eმწნილის წვენი;

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი (აიღეთ 100 გ ნიახურისა და ოხრახუშის ძირები, 50 გ კარტოფილი, 30 გ პრასი და ერთი სტაფილო. ყველაფერი მსხვილად დაჭერით, დაუმატეთ შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და 1 ლ წყალში 30 წუთი ხარშეთ);

ვახშამი: ერთმანეთში გაზავებული ნახევარი ჭიქა ბოსტნეულის წვენი და ნახევარი ჭიქა წყალი.

მეხუთე დღე

საუზმე: 4-5 ცალი შავი ქლიავის ჩირი, ბალახის ან ხილის ჩაი;

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი კარტოფილით;

შუალედებში: ვაშლი.

ვახშამი: პომიდვრის წვნიანი ორცხობილასთან ერთად; ბალახეული ნაყენი.

მეექვსე-მეშვიდე დღე

საუზმე: 4-5 ცალი ლეღვი ან შავი ქლიავის ჩირი; ბალახის ან ხილის ჩაი;

სადილი: მოშუშული ბოსტნეული (უმარილოდ) და კარტოფილის პიურე (რძის გარეშე), ცოტაოდენი კარაქით და დაჭრილი ოხრახუშით;

შუალედებში: ნიგოზი, თხილი ან ნუში;

ვახშამი: ორცხობილა, ხაჭო, ასკილის ნაყენი.

ამ დიეტის შემდეგ, საკუთარ თავს სასიკეთო ცვლილებებს თვალნათლივ შეატყობთ. თუმცა კვებისას ზომიერების გამოჩენა არც დიეტის დამთავრების შემდეგაც გაწყენთ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი