კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კრიტიკას ეხმაურება:
"დედა, გიული რაც წაართვი ჩვენს სტუდენტებს 2008-ში, როცა ომი ჯერ არ იყო დასრულებული და ჩვენი გმირი ბიჭები ოკუპანტებმა დაგვიხოცეს და შენმა შვილმა ბრძოლის ველზე მიატოვა და გამოიქცა, შენ მაშინ იფორმებდი ჩვენი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ქონებას, უკან მოგიწევს დაბრუნება. ნუ ღელავ, კიდე მოვალ შენთან" - წერს ოქიტაშვილი კომენტარის სახით ambebi.ge -ს "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, გიული ალასანიას თქმით, დიდი სირცხვილია, რომ ოქიტაშვილისნაირი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში.
ამ განცხადებით, მან უპასუხა დავით ოქიტაშვილის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ის მიწები გადაიფორმა, სადაც სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო“.
ასევე იხილეთ: